საშიშია თუ არა ჰემანგიომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიშია თუ არა ჰემანგიომა

. კანის ჰემანგიომა მისი დერმოიდული შრის სისხლძარღვთა განვითარების მანკია. მისი ტრავმირება სახიფათოა ადამიანისათვის სისხლდენის განვითარების გამო. ჰემანგიომა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა ("ჰემა" _ სისხლი, "ანგეონ" _ ძარღვი) და სისხლძარღვის კედლიდან განვითარებულ კეთილთვისებიან სიმსივნეს აღნიშნავს. გავრცელების მიხედვით ჰემანგიომები კეთილთვისებიანი სიმსივნეების 25 %-ს, ხოლო რბილი ქსოვილების სიმსივნეთა 45 %-ს შეადგენს.

კანის კაპილარული ჰემანგიომა

კანის კაპილარული ჰემანგიომა (ლაქოვანი, მარტივი, ბრტყელი) ხასიათდება ბრტყელი ან კიდევ კანის ზედაპირიდან რამდენადმე წამოწეული ვარდისფერი, წითელი ან მოლურჯო-მეწამული ფერის ლაქებით, რომლებიც ზეწოლისას ფერმკრთალდება და ნაწილობრივ ფერსაც იცვლის. დიასკოპიისას ანუ სპეციალური მინის ფირფიტით კანის უბნების დათვალიერებისას აღნიშნული ლაქები ზოგჯერ ქრება კიდეც. კაპილარული ჰემანგიომის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს ტელეანგიოექტაზიური (ვარსკვლავისებრი) ჰემანგიომა, რომელიც წარმოდგენილია თავისებური ლაქებით. ეს უკანასკნელი შედგება ცენტრალურად განთავსებული წერტილისაგან, რომლისგანაც რადიალურად მიემართება წვრილი, გაფართოებული სისხლძარღვები.

ჰემანგიომას, რომელშიც ჭარბობს შემაერთებელ-ქსოვილოვანი კომპონენტები, განსხვავებულია კონსისტენციითა და სიმკვრივით, ეწოდება ანგიოფიბრომა. კაპილარული ჰემანგიომის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს აგრეთვე ანგიოკერატომა. კაპილარული ჰემანგიომა ხასიათდება ძირითადად ინფილტრაციული ზრდით.

შედარებით იშვიათია რაცემიული ჰემანგიომა, რომელიც შედგება სქელკედლიანი არტერიებისა და ვენური ძარღვების ტოტებისაგან. სიმსივნე ასეთ დროს თანდაყოლილ სიმახინჯეს გვაგონებს, ლოკალიზდება ძირითადად თავისა და კისრის არეში. კუნთშიდა ჰემანგიომა (კაპილარული, კავერნოზული ან არტერიოვენოზული) გამოირჩევა ინფილტრაციული ზრდით, აზიანებს არა მხოლოდ კუნთებსა და მყესებს, არამედ გარემომცველ ცხიმოვან ქსოვილსა და კანს. ჰისტოლოგიურად ჰემანგიომაში ზოგჯერ სისხლძარღვოვან წარმონაქმნებთან ერთად გვხვდება ცხიმოვანი, ფიბროზული და გლუვკუნთოვანი ელემენტები. არსებობს სისხლძარღვთა სისტემური ხასიათის სიმსივნური ზრდა _ ჰემანგიომატოზი, რომელიც უხშირესად აზიანებს მთელს კიდურს ან მის პერიფერიულ ნაწილს.

ჰემანგიომების მკურნალობა

ჰემანგიომების მკურნალობა სასურველია მათი აღმოჩენისა და დიაგნოზის დაზუსტებისთანავე დაიწყოს.

დღეისათვის ჰემანგიომების სამკურნალოდ შემდეგი მეთოდები გამოიყენება:

  • ქირურგიული,
  • კრიოთერაპია,
  • სკლეროთერაპია,
  • ელექტროკოაგულაცია,
  • სხივური თერაპია.
აღნიშნულ მეთოდებს შორის წამყვანი ქირურგიული მკურნალობაა. სწორად ჩატარებული ოპერაცია (ანუ სიმსივნის სრულფასოვნად ამოკვეთა) სრულ განკურნებას განაპირობებს. რეციდივი (ანუ დაავადების კვლავ შემობრუნება, თითქოს გამქრალი მოვლენის გამეორება) სიმსივნის ელემენტების არასრულ ამოკვეთაზე მიუთითებს და სრულებით არ ნიშნავს მის ავთვისებიან მიმდინარეობას.

ავტორი თინათინ გოცაძე

იხილეთ აგრეთვე ყველაფერი ჰემანგიომებზე