შუასაყრის სიმსივნეები - სიმპტომები და დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შუასაყრის სიმსივნეები - სიმპტომები და დიაგნოსტიკა

- რომელი ქსოვილისგან შეიძლება განვითარდეს პირველადი სიმსივნე?

- პირველადი სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს ნერვული, შემაერთებელი, ლიმფოიდური ქსოვილისგან, ემბრიოგენეზის პროცესში შუასაყარში დისტოპირებული ქსოვილისგან, მკერდუკანა ჯირკვლისგან. ამ ნიშნით დაყოფისას ვიღებთ სიმსივნეთა ასეთ კლასიფიკაციას:

ნევროგენული სიმსივნეები:

  • ნევროფიბრომა;
  • ნევრინომა;
  • ნევროლემომა;
  • განგლიონევრომა;
  • ნერვოსარკომა;
  • სიმპტიკობლასტომა;
  • პარაგანგლიომა (ფეოქრომოციტომა).
მეზენქიმური სიმსივნეები:

  • ლიპომა (ლიპოსარკომა);
  • ფიბრომა (ფიბროსარკომა);
  • ლეიომიომა (ლეიომიოსარკომა);
  • ჰემანგიომა;
  • ლიმფანგიომა;
  • ანგიოსარკომა.

ლიმფოიდური სიმსივნეები:

  • ლიმფოგრანულომატოზი (ჰოჯკინის დაავადება), ლიმფოსარკომა;
  • რეტიკულოსარკომა.

დისემბრიოგენეტიკური სიმსივნეები:

  • მკერდუკანა ჩიყვი;
  • ტერატომა;
  • ქორიონეპითელიომა;
  • სემინომა.

თიმომა:

  • კეთილთვისებიანი;
  • ავთვისებიანი.

შუასაყრის კისტა შეიძლება იყოს ჭეშმარიტი და შეძენილი. შუასაყრის ჭეშმარიტ ცისტებს მიეკუთვნება პერიკარდიუმის ცელომიური ცისტები, ბრონქოგენური, ენდოგენური და მკერდუკანა ჯირკვლის ცისტები. შეძენილთაგან უმეტესად ექინოკოკური ცისტები გვხვდება. შუასაყრის ცისტებისა და სიმსივნეების მრავალფეროვნება და ერთმანეთის მსგავსი კლინიკური სურათი ამ ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და დიფერენციული დიაგნოსტიკის სირთულეს განაპირობებს.


- რით შეიძლება ამ ლაბირინთში ხელმძღვანელობა?

- დიაგნოსტიკის გასამარტივებლად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შუასაყრის სიმსივნეების უპირატესი ანატომიური ლოკალიზაცია.

  • მაგალითად, ზედა შუასაყარში უმეტესად ლოკალიზებულია თიმომა, მკერდუკანა ჩიყვი, ლიმფომა;
  • წინა შუასაყარში - თიმომა, მეზენქიმური სიმსივნე, ლიმფომა, ტერატომა;
  • შუა შუასაყარში - პერიკარდიუმის ცისტა, ბრონქოგენული ცისტა, ლიმფომა;
  • უკანა შუასაყარში - ნევროგენული სიმსივნეები, ენტეროგენული ცისტები.

შუასაყრის სიმსივნეებსა და ცისტებს უმეტესად არ გააჩნია სპეციფიკური სიმპტომები და შესაძლოა აღმოვაჩინოთ შემთხვევით, სხვა მიზეზით ავადმყოფის გასინჯვისას, ანდა ვიეჭვოთ მათი არსებობა მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის, სიმსივნის მიერ ჰორმონებისა და პეპტიდების გამოყოფის ნიშნების, ინფექციის საფუძველზე.

- როგორია მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის ნიშნები?

- გულმკერდშიდა ორგანოთა კომპრესიის ნიშნები დამოკიდებულია სიმსივნის ზომებზე, ახლომდებარე ორგანოებზე ზეწოლის ხარისხსა და სტრუქტურაზე, სიმსივნის ან ცისტის ლოკალიზაციაზე. ამ დროს მოსალოდნელია ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა, ქოშინი, სუნთქვისა (სტრიდორი) და ყლაპვის გაძნელება, ზედა ღრუ ვენის სინდრომი, ნევროლოგიური სიმპტომები ჰორნერის სიმპტომები, დიაფრაგმული ან შებრუნებული ნერვების პარეზი ან დამბლა. დიდი სიმსივნის გულზე მნიშვნელოვანი ზეწოლისას თავს იჩენს ტკივილი გულმკერდის არეში, მარცხნივ, ხშირად - გულის რიტმის დარღვევაც. უკანა შუასაყრის სიმსივნეები, რომლებიც აღწევს მალათაშორის სივრცეში, ზურგის ტვინის არხში, იწვევს კიდურების პარეზსა და დამბლას, მენჯის ორგანოთა ფუნქციის მოშლას. სამწუხაროდ, ავთვისებიან სიმსივნეებს აქვს ხანმოკლე უსიმპტომო პერიოდი, იზრდება საკმაოდ სწრაფად და ხშირად იწვევს საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების კომპრესიას. პაციენტთა 40%-ზე მეტს ექიმთან მიმართვისას შორეული მეტასტაზები უვლინდება. საკმაოდ ხშირად შეინიშნება გამონადენი პლევრის ღრუში, ჰიპერთერმია. მხოლოდ ზოგიერთი სახეობის სიმსივნეს (მათ შორის - თიმომას და პარაგანგლიომას) ახასიათებს სპეციფიური კლინიკური ნიშნები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, კვლევის დასაწყისშივე დავსვათ წინასწარი დიაგნოზი. შუასაყრის სიმსივნეების ზოგიერთი სიმპტომი მათ მიერ ჰორმონებისა და ბიოლოგიურად აქტიური პეპტიდების გამოყოფით არის განპირობებული. მაგალითად, შუასაყრის კარცინოიდული სიმსივნე არ იწვევს კარცინოიდულ სინდრომს, მაგრამ გამოყოფს ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს, რომელიც კუშინგის სინდრომს უდებს სათავეს. ზოგიერთ ნევროგენულ, განგლიებიდან და პარაგანგლიებიდან წამოსულ სიმსივნეს (განგლიონევრომა, ნეირობლასტომა) შეუძლია ნორადრენალინის, იშვიათად ადრენალინის პროდუცირება, რასაც თან ახლავს ჰიპერტენზიის ეპიზოდები, როგორც ფეოქრომოციტომის დროს. ზოგჯერ ეს სიმსივნეები გამოიმუშავებს ვაზოინტესტინურ პოლიპეპტიდს, რაც დიარეას იწვევს, ხოლო თიმომის დროს გამორიცხული არ არის აუტოიმუნური დაავადების - მიასთენიის, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის განვითარება.

- როგორ შეიძლება შუასაყრის სიმსივნეების დიაგნოსტიკა?

- შუასაყრის სიმსივნეების უმრავლესობის დიაგნოსტიკაში ძირითად როლს კვლევის ინსტრუმენტული მეთოდები ასრულებს. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევისას (რენტგონოსკოპია, ფლუოროგრაფია, პოლიპოზიციური რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია) ვლინდება სიმსივნის დამახასიათებელი ლოკალიზაცია, ფორმა და ზომა. ანამნეზი და კლინიკური სიმპტომებიც გვეხმარება სწორი დიაგნოზის დასმაში. კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ახალწარმონაქმნის ლოკალიზაციის დაზუსტების, გარშემო მყოფ ორგანოებთან სიმსივნის კავშირის დადგენის საშუალებას იძლევა. ამ გზით შესაძლებელია შედარებითი რენტგენოლოგიური სიმკვრივის დადგენაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიფერენციული დიაგნოსტიკისათვის. საჭიროებისამებრ შეიძლება ანგიოგრაფიის ჩატარება გულისა და მსხვილი სისხლძარღვების ანევრიზმის გამოსარიცხავად, ზედა ღრუ ვენის კომპრესიის ხარისხის განსაზღვრა ვენური სისხლის მიმოქცევის კოლატერალური გზების შესაფასებლად. თორაკოსკოპია საშუალებას გვაძლევს, დავათვალიეროთ პლევრის ღრუ და ჩავატაროთ წინა ან უკანა შუასაყრის ლიმფური კვანძების, ასევე უშუალოდ მედიასტინური პლევრის ქვეშ განლაგებული სიმსივნის ბიოფსია. ტრანსთორაკალური ასპირაციული ბიოფსია გამოიყენება შუასაყრის იმ სიმსივნეების დიაგნოსტიკისას, რომლებიც უშუალოდ გულმკერდის ყაფაზის სიახლოვეს მდებარეობს და რენტგენოსკოპიისას კარგად ჩანს. ასევე გამოიყენება მედიასტინოსკოპია, პარასტერნული მედიასტინოტომია.

- როგორ მკურნალობენ შუასაყრის სიმსივნეებს?

- მალიგნიზაციისა და კომპრესიული სინდრომის განვითარების პრევენციის მიზნით შუასაყრის ყველანაირი სიმსივნე რაც შეიძლება ადრეულად უნდა ამოიკვეთოს. შუასაყარში ავთვისებიანი პროცესის არსებობისას ხორციელდება სიმსივნის რადიკალური ან პალიატიური ამოკვეთა შუასაყრის ორგანოების დეკომპრესიის მიზნით. ქიმიო- და სხივური თერაპიის საკითხი დაისმის სიმსივნური პროცესის ხასიათის, გავრცელებისა და მორფოლოგიური თავისებურების გათვალისწინებით. ქიმიო- და სხივური თერაპია გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე კომბინაციაში ოპერაციულ მკურნალობასთან ერთად.