ჰერპესის ვირუსი მელანომის წინააღმდეგ მიმართეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰერპესის ვირუსი მელანომის წინააღმდეგ მიმართეს

ჯერ კიდევ ბოლო პერიოდამდე კანის კიბოსთან ბრძოლა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამი მეთოდით: ქირურგიული ჩარევით, ქიმიო და სხივური თერაპიით. უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მუშავდებოდა სიმსივნის მკურნალობის პრინციპულად ახალი მეთოდი, ონკოლიზური ვირუსების დახმარებით. აღნიშნული ვირუსები შერჩევითად მოქმედებენ განსაზღვრულ სიმსივნეებზე.

ექსპერიმენტულ თერაპიაში ჩართული იყო 436 პაციენტი, რომელსაც არაოპერაბელური მელანომა აღენიშნებოდა. ყოველი მათგანი მკურნალობდა პრეპარატით T-VEC, რომელიც შეიქმნა დასუსტებული, 1 ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსის საფუძველზე. აღნიშნულ ვირუსს გამოცლილი აქვს რამდენიმე გენი, რაც განაპირობებს სწორედ ვირუსის ლოკალურ მოქმედებას და რაც მთავარია, ხელს უშლის მის ორგანიზმში გავრცელებას. მოდიფიცირებული ჰერპეს-ვირუსი მომაკვდინებლად მოქმედებს მელანომის უჯრედებზე.

პრეპარატმა მაღალი ეფექტურობა გამოავლინა: პაციენტებს სიცოცხლე საშუალოდ 41 თვით გაუხანგრძლივდათ, მაშინ როცა საკონტროლო ჯგუფის წარმომადგენლებში, რომლებიც მხოლოდ სტანდარტულ მკურნალობას გადიოდნენ, ეს პერიოდი 22 თვეზე ნაკლები ვადით შემოიფარგლებოდა.

კიბოს კვლევის ინსტიტუტის (ICR) სპეციალისტთა დასკვნით: ვირუსული იმუნოთერაპია მუშაობს ორი მიმართულებით - ჯერ ერთი, ვირუსული ნაწილაკების დაგროვება და რეპლიკაცია უშუალოდ კიბოს უჯრედებში ხდება, რაც შესაბამისად, სიმსივნური უჯრედების განადგურებას იწვევს; და მეორე, ვირუსი ააქტივებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომელიც ასევე აქტიურად იწყებს სიმსივნურ წარმონაქმნთან ბრძოლას.

თინათინ გოცაძე