ფუტკრის შხამით მალე ძუძუს კიბოს დაამარცხებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფუტკრის შხამით მალე ძუძუს კიბოს დაამარცხებენ

ცნობილია, რომ კიბოს საწინააღმდეგო სტანდარტული პრეპარატები სერიოზულ გვერდით მოვლენებს იწვევს. მეტიც, ხშირად, სიმსივნე მათდამი შეგუებადობას ავლენს და გამძლეობას გამოიმუშავებს. აქედან გამომდინარე, არსებული ანტისიმსივნური თერაპია უძლურია.

აღმოჩნდა, რომ ფუტკრის შხამიდან გამოყოფილი პეპტიდი მეტად პერსპექტიული მიგნებაა. აღნიშნული პეპტიდი ერწყმის რამდენიმე ამინმჟავას, რითაც სპობს ძუძუს კიბოს უჯრედებს. პეპტიდი უჯრედულ მემბრანაში ქმნის ხვრელებს, აღწევს უჯრედში და იწვევს მის კვდომას, პროვოცირებას უწევს რა მის ნეკროზს ან აპოპტოზს (უჯრედის კოდირებულ, დაპროგრამებულ სიკვდილს).

ახალ მიგნებას გარკვეული შეზღუდვები აქვს, რადგანაც ფუტკრის შხამი მეტად ტოქსიკურია. ის აგრესიულობას ავლენს ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედისადმი. ამიტომაც მეცნიერებმა გადაწყვიტეს პეპტიდის მიწოდება უშუალოდ სიმსივნური წარმონაქმნისათვის, ჯანსაღი ქსოვილების შემოვლის გზით, მათთან შეხების გარეშე. ეს მეთოდი ეფუძნება გადამტან – პოლიმერს. ამ პოლიმერში გაერთიანებულია ერთის მხრივ კიბოს უჯრედის რეცეპტორთან დაკავშირებული პეპტიდი და მეორეს მხრივ ფუტკრის შხამიდან გამოყოფილი ციტოტოქსიკური პეპტიდი. ამ სახით შენაერთი უშუალოდ კიბოს უჯრედებში ლაგდება, ისე რომ არ ეხება ჯანსაღ ქსოვილებს.

მეცნიერები უახლოეს პერიოდში ამ მეთოდის ვირთაგვებზე გამოცდას გეგმავენ.

თინათინ გოცაძე

ფუტკრის შხამს სამკურნალო თვისებებით ანალოგი არ გააჩნია