კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2030 წლისთვის 8.2 მილიონიდან 13 მილიონზე მეტი გახდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2030 წლისთვის 8.2 მილიონიდან 13 მილიონზე მეტი გახდება

2016 წლის 4 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სლოგანით ჩვენ შეგვიძლია... მე შემიძლია…

კონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების ხელმძღვანელი პირები.

წარმოდგენილი იქნება კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 წლის პირველადი მონაცემების ანალიზი და კიბოს კონტროლის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩატარებული კიბოს კონტროლისა და საჭიროებების შეფასების მიმოხილვითი მისიის ანგარიში.

ონკოლოგიური დაავადებები მაღალი ავადობითა და სიკვდილიანობით საზოგადოებრივი ჯანდაცვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს გლობალურად. კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 1990 წლიდან თითქმის 40%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება. ჯანმო-ს ექსპერტთა პროგნოზით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის არსებული დონე, რომელიც დაახლოებით 8.2 მილიონს შეადგენს წელიწადში, გაიზრდება და 13 მილიონზე მეტი გახდება 2030 წლისთვის. კიბოს ახალი შემთხვევების ზრდის უმეტეს ნაწილს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ექნება ადგილი, სადაც ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა კვლავაც პრობლემად რჩება.

საქართველოში 2015 წელს დაინერგა კიბოს პოპულაციური რეგისტრი, რაც საშულებას იძლევა შედარებით ზუსტი მონაცემები მივიღოთ ონკოლოგიურ დაავადებათა ავადობის თავისებურებების შესახებ.

ეროვნული მონაცემების მიხედვით 2014 წელს ქალთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო ძუძუს კიბო (მაჩვენებელი 100 000 ქალზე 52), მეორეზე - საშვილოსნოს ყელის კიბო (მაჩვენებელი 100 000 ქალზე 9); ხოლო მომდევნო ადგილებზე კოლორექტალური, საკვერცხეების, კუჭის და საშვილოსნოს ტანის კიბო. 2014 წელს მამაკაცთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო ფილტვის კიბო (მაჩვენებელი 100 000 მამაკაცზე 21.8), მეორე ადგილზე პროსტატის კიბო (მაჩვენებელი 100 000 მამაკაცზე 12.6), ხოლო მომდევნო ადგილებზე კოლორექტალური, კუჭის, ხორხის და შარდის ბუშტის კიბო.

2016-2018 წლებში კიბოს მსოფლიო დღის მიზანია, ადამიანთა ინფორმირება, თუ როგორ შეუძლია ყველას - ერთობლივად ან ინდივიდუალურად - შეიტანოს საკუთარი წვლილი კიბოს გლობალური ტვირთის შემცირებაში. კიბოს მსოფლიო დღე მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობასა თუ მედიაში კიბოს პრობლემის გაჟღერებისა და კიბოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა და იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს გაზიარება თუ რა შეიძლება გააკეთოთ, რა ვალდებულებები აიღოთ და რით დაეხმაროთ სხვებს. რისი გაკეთებაც არ უნდა გადაწყვიტოთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი ძალისხმევა აუცილებლად წარმატებული იქნება.

კონფერენცია გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).