კიბოთი დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოთი დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღე

და 40-ზე მეტ ქვეყანაში, ბავშვთა ონკოლოგების საერთაშორისო საზოგადოების პატრონაჟით ტარდება.

პრობლემის აქტუალობა, სამწუხაროდ, იზრდება. სამედიცინო სტატისტიკის თანამად, ყოველწლიურად მსოფლიოში, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ავადდება კიბოთი და მათგან ნახევარი კვდება.

ონკოლოგიური დაავადებების წარმატებული მკურნალობის საწინდარი დროული დიაგნოსტიკაა. თუ დაავადება პირველ ან მეორე სტადიაზე დიაგნოსტირდება, მკურნალობა ხშირად წარმატებულად სრულდება. თუმცა კიბოს შემთხვევათა ნაწილი ვლინდება მესამე-მეოთხე სტადიაზე. სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ ონკოლოგიური დაავადების 200-მდე ფორმა არსებობს, რომელიც ნებისმიერ ორგანოში შეიძლება განვითარდეს. ბავშვებში უფრო ხშირია ლეიკემია ან სისხლის კიბო.

განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ექიმებს გააჩნიათ აუცილებელი სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა, დღეისათვის კიბოთი დაავადებული ოთხი ბავშვიდან, სამი იკურნება. განვითარებად ქვეყნებში საპირისპირო მდგომარეობაა. სწორედ ასეთ სახელმწიფოებში ცხოვრობს ონკოლოგიური დაავადებებით დასნებოვნებული ბავშვების 80%.

მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, დაავადებული ბავშვების 70%-ის განკურნების საშუალებას იძლევა. ბევრის გადარჩენა ვერ ხერხდება ფულის, დონორის სისხლის და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ნაკლებობის გამო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვთა დღის აქტივისტები მოუწოდებენ ყველა გულისხმიერ ადამიანს დახმარებისკენ. კერძოდ, საჭიროა სისხლის ჩაბარება, შესაბამის ფონდებში საქველმოქმედო შენატანის გაკეთება, საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარება და სხვ.

15 თებერვალი არ არის უიმედობის დღე. ის პატარების, დიდების, ექიმების, დაავადებულთა ნათესავებისა და გულისხმიერი ადამიანების საშინელ დაავადებაზე, კიბოზე გამარჯვების ზეიმია.

ლალი ჩხიკვაძე