პანკრეასის სიმსივნის საწინააღმდეგო 447 პრეპარტი ჯერ კიდევ შესწავლისა და სრულყოფის სტადიაზეა
დღეისათვის მეცნიერები აქტიურად შეისწავლიან პანკრეასის სიმსივნის სამკურნალო 447 პრეპარატს. მათგან 75 %-ი კვლევის საწყის სტადიაზეა - იუწყება Drug Discovery & Development.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პანკრეასის კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ მედიკამენტთა 52 % ინოვაციური საშუალებაა და შესაძლოა ჩაითვალოს პირველ პრეპარატად შესაბამის კლასში. 447 სამკურნალო საშუალებიდან პრეკლინიკურ კვლევას გადის 58 შენაერთი, 17 % კლინიკური კვლევის პირველ, ხოლო 21 % კი მეორე ეტაპზეა.
GBI Research კომპანიის ანალიზურ ანგარიშში ისიც მითითებულია, რომ ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალებების 41 % ბიოლოგიური პრეპარატების კლასს მიეკუთვნება. როგორც სამუშაოს ავტორები აღნიშნავენ, დღეისათვის ფარმაცევტულ ბაზარზე მოწოდებულ პანკრეასის კიბოს სამკურნალო 209 სხვადასხვა დასახელების პრეპარატს შორის მხოლოდ 9 პროცენტია ბიოლოგიური, ხოლო 91 % - სინთეტური.
თინათინ გოცაძე