მეცნირებმა კიბოსგან თავდაცვის საიდუმლო გაშიფრეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნირებმა კიბოსგან თავდაცვის საიდუმლო გაშიფრეს

საშუალებას აძლევს თავი დაიცვან გადაგვარებისაგან (ანუ კიბოს განვითარებისაგან). შოტლანდიის  დანდის უნივერსიტეტისა და სინგაპურის ექსპერტთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია გამოცემაში Genes And Development.

 

ამ მეცნიერებმა შეისწავლეს p53 გენის ფუნქცია. ეს გენი აჩერებს (ბლოკავს) სიმსივნური უჯრედების განვითარებას. მის შესახებ მეცნიერებს უკვე 30 წელია აქვთ ინფორმაცია; დადგენილია, რომ ეს გენი დაზიანებულ უჯრედებს თვითგანადგურების ბრძანებას აძლევს. გარდა ამისა, მას შეუძლია შეაჩეროს დაზიანებულ უჯრედთა გამრავლება იმ მომენტში, როდესაც ორგანიზმში განახლების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, მათ მიერ შესწავლილ კიბოს შემთხვევათა 50 %-ში აღნიშნული გენი დაზიანებული ან უმოქმედო იყო, რის შედეგადაც დაზიანებული უჯრედები თავისუფლად მრავლდებოდნენ და სიმსივნურ წარმონაქმნებს აძლევდნენ დასაბამს.

მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს დანიო რერიოს თევზებზე, რომელთა p53  გენი ადამიანის იდენტურია. ექსპერიმენტების მსვლელობისას მათ ნახეს, რომ ეს გენი გამოიმუშავებს არა მხოლოდ აქამდე ცნობილ პროტეინს, არამედ მის დამატებით ვარიაციას, რომლის ფუნქციაც გენის მუშაობის მექანიზმთა ჩართვა-გამორთვაა. ჩვეულებრივ პირობებში დანიო რერიოს თევზებს შეუძლიათ რადიაციის მცირე დოზების გადატანა, ისეთი დოზებისა, რომლებიც აზიანებს დნმ-ს, რადგანაც მათი p53  გენი დასხივებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრა-აღდგენას უზრუნველყოფს. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ p53  გენი "ჩამრთველის" დაზიანების შემთხვევაში თევზები იღუპებოდნენ.

p53 გენის ფუნქციები მეტად მნიშვნელოვანია კიბოს მკურნალობაში. როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი დევიდ კეინი აცხადებს, ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია ნაწილობრივ იწვევს უჯრედთა თვითგანადგურებას დნმ-ის დაზიანების საპასუხოდ, ამიტომაც კიბოს უჯრედების აღმოცენების მექანიზმთა შესწავლისათვის აუცილებელია იმის ცოდნა, როგორ მუშაობს p53  გენი.

თინათინ გოცაძე