ონკომარკერები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ონკომარკერები

კლინიკურ დიაგნოსტიკაში ონკომარკერების განსაზღვრის მთავარი მიზანია:

  • დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • ჩატარებული რადიო-, ქიმიო-, ჰორმონოთერაპიის, ქირურგიული მკურნალობის ეფექტურობის შემოწმება;
  • საჭიროებისამებრ - თერაპიის სხვა სქემის შემუშავება, პროგნოზული ინფორმაციის მიღება, კონსერვატიული მკურნალობის შეწყვეტისა თუ გაგრძელების საკითხის გადაჭრა.

ონკოლოგიურ დაავადებებს სხვადასხვა სიმპტომები და მიმდინარეობა ახასიათებს, ამიტომ მათი ადრეული დიაგოსტიკა მეტად აქტუალურია. გარდა ამისა, რეციდივი და მეტასტაზები ყველაზე ადრეული და რადიკალური ოპერაციების შემდეგაც კი არ არის გამორიცხული.

ონკომარკერების დონის მატების სიჩქარე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის დაავადების არსებობასა და განვითარებაზე. მარკერების დონის დინამიკა უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი ერთჯერადი მაჩვენებელი. განსაზღვრული ლოკალიზაციის სიმსივნისთვის ინფორმაციულ მარკერებზე რეგულარული დაკვირვებისას მეტასტაზების აღმოჩენა მათ კლინიკურ გამოვლენამდე 4-6 თვით ადრეა შესაძლებელი. ქიმიოთერაპიის დაწყების შემდეგ ონკომარკერის კონცენტრაციის მყარი დაქვეითება თერაპიის ეფექტურობაზე მეტყველებს, ხოლო ცვლილებების არარსებობა ან მაჩვენებლის მატება საფუძველს იძლევა, თერაპია უეფექტოდ მივიჩნიოთ და მიდგომა შევცვალოთ. თუ მკურნალობის პროცესში ან ოპერაციის შემდეგ ონკომარკერების დონე უცვლელი დარჩა, უნდა ვიფიქროთ, რომ მკურნალობის არჩეული მეთოდი უეფექტოა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ონკომარკერები უნდა განისაზღვროს მკურნალობის პირველ წელს თვეში ერთხელ, მეორე წელს - 2 თვეში ერთხელ, მესამე წელს - 3 თვეში ერთხელ.

სამწუხაროდ, არც ერთ ონკომარკერს, გარდა პროსტატის სპეციფიკური ანტიგენისა, არ გააჩნია 100%-იანი სპეციფიკურობა რომელიმე ორგანოსთან მიმართებით, თუმცა ცნობილია საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელისა და ტანის, სარძევე ჯირკვლის, წინამდებარე ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, ფილტვისა და სხვა ორგანოების კიბოს სიმსივნური მარკერები.

ონკომარკერები, რომლებიც ყველაზე ხშირად განისაზღვრება

პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი

პსა-ს - პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის - გამოკვლევას პროსტატის კიბოს მონიტორინგისა და მკურნალობისთვის მიმართავენ. უნდა გვახსოვდეს, რომ პსა-ს ნორმალური დონე ასაკთან ერთად იმატებს. მატება შეინიშნება აგრეთვე ისეთი პროცედურების შემდეგ, როგორებიცაა რექტალური გასინჯვა თითით, ცისტოსკოპია, კოლონოსკოპია, სითბური პროცედურები, ტრანსურეთრული ბიოფსია, ლაზერული თერაპია. ამ შემთხვევაში პსა-ს განსაზღვრისთვის სისხლის აღება უნდა მოხდეს პროცედურიდან არანაკლებ 5-6 დღისა და პროსტატის ან საშარდე გზების ინფექციის მკურნალობიდან არანაკლებ რამდენიმე კვირის შემდეგ.

ამჟამად წინამდებარე ჯირკვლის კიბო პირველ-მეორე ადგილებს იკავებს სიმსივნით ავადობის სტრუქტურაში და მეორე-მესამეს - განვითარებულ ქვეყნებში ონკოდაავადებებით გარდაცვლილ მამაკაცთა სიკვდილის მიზეზებს შორის.

სიმსივნოემბრიონული ანტიგენი

სეა - სიმსივნოემბრიონული ანტიგენი - სწორი ნაწლავის სიმსივნის ონკოლოგიური მარკერია. СА15-3-ს კვლევას უმთავრესად სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის მონიტორინგისა და რეციდივების დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ. მისი მცირედი მატება ზოგჯერ ციროზის, ჰეპატოიმუნური და აუტოიმუნური დარღვევების, საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებების დროსაც შეინიშნება. სხვა სიმსივნეების შემთხვევაში, მაგალითად, ისეთებისა, როგორებიცაა საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის, ენდომეტრიუმის კარცინომა, СА15-3-ის დონე დაავადების მოგვიანებით სტადიაში იმატებს.

სარძევე ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქალური დაავადებაა. ხანდაზმულ ასაკში მისი განვითარების რისკი უფრო მაღალია. ლიმფურ კვანძებსა და შორეულ ორგანოებში ჩვეულებრივი კლინიკური მეთოდებით მიკრომეტასტაზების აღმოჩენა ძალიან ძნელია, ამიტომ ონკომარკერების ადრეულ სტადიაზე განსაზღვრას სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

СА 125 — საკვერცხის კიბოს მარკერი

საკვერცხის კიბოთი დაავადებულთა 70%-ს დიაგნოზის დასმისას სიმსივნის მესამე ან მეოთხე სტადია აქვს, რადგან დაავადების კლინიკური სურათი უმეტესად წაშლილია. ამჟამად ცნობილია ონკომარკერების ორი ჯგუფი, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებს საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტიკაში: ონკოფეტალური ანტიგენი (ალფა-ფეტოპროტეინი და ქორიონული გონადოტროპინი) და სიმსივნეასოცირებული ანტიგენები (СА125, СА19-9). სისხლში СА125-ის კონცენტრაციის სკრინინგული განსაზღვრა საბოლოო დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ გვეხმარება საკვერცხის კიბოს მაღალი რისკის მქონე პირთა გამოვლენაში.

UBC

შარდის ბუშტის სიმსივნის ერთ-ერთი პერსპექტიული ონკომარკერია UBC (ურინარყ ბლადდერ ცანცერ). მისი განსაზღვრისას მცირდება ცისტოსკოპიის საჭიროება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მონიტორინგისთვის.

β2-მიკროგლობულინი

β2-მიკროგლობულინის გამოკვლევა რეკომენდებულია მრავლობითი მიელომისა და არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზის დასადასტურებლად და მონიტორინგისთვის.

მარკერის კონცენტრაციის მატება დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, ავთვისებიანობის ხარისხსა და უჯრედების ტიპზე. ცილის მაღალი დონე ცუდი პროგნოზის ნიშანია. გარდა ამისა, ქრონიკული ლიმფოლეიკოზით დაავადებულებთან შეინიშნება კორელაცია პერიფერიულ სისხლში ლიმფოციტების რაოდენობასა და β2-მიოგლობულინის მაჩვენებელს შორის.

ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებთან თავზურგტვინის სითხეში β2-მიოგლობულინის დონის მომატება პათოლოგიურ პროცესში ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვაზე მეტყველებს.

ვინაიდან β2-მიოგლობულინის დონე იმატებს აუტოიმუნური დაავადებებისა და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევის, მათ შორის - შიდსის, დროს, ასევე - ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, ტესტს ამგვარ ავადმყოფებზე დასაკვირვებლადაც მიმართავენ.

სხვა ონკომარკერები

ჩყფრა 21-1 დამოუკიდებელი პროგნოზის მარკერია ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს.

NSE ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს დამოუკიდებელი პროგნოზის მარკერად მიიჩნევა.

SCC ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ანტიგენია. მისი მაჩვენებელი ინფორმაციულია საშვილოსნოს ყელის კიბოს მონიტორინგისა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შეფასების, ასევე - პროგნოზისა და რეციდივების კლინიკამდელი გამოვლენის კუთხით.

უკანასკნელ ათწლეულში შეინიშნება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა მატება. საშვილოსნოს ყელის ავთვისებიან სიმსივნეთა 90% ბრტყელუჯრედოვანი კარცინომაა. მკურნალობის დაწყებამდე შჩჩA მარკერის მაღალი დონე ცუდი პროგნოზის ნიშნადაა მიჩნეული.