კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა რეალური გახდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა რეალური გახდეს

კვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მიღებული შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ვაქცინაციამ გაააქტიურა იმუნური სისტემა და სიმსივნესთან ბრძოლა. ამასთან, სიმსივნეს ლოკალიზაციას მნიშვნელობა არ აქვს. ვარაუდობენ, რომ ასეთ ვაქცინას კიბოთი დაავადებულ ადამიანებს გაუკეთებენ. თითოეული პაციენტისთვის ვაქცინა იდივიდუალურად შეიქმნება დაავადებულის სიმსივნის უჯრედებიდან აღებული რნმ-ის გამოყენებით.

ასეთი ვაქცინის დამზადება ძალიან სწრაფად მოხდება და ფასიც არ იქნება მაღალი. ახალი მეთოდიკა შეიძლება პაციენტის იმუნური უჯრედების მოდიფიკაციის ალტერნატივა გახდეს, რომელიც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მეცნიერებმა წარმატებულად გამოსცადეს ვაქცინა თაგვებზე. ერთი ინექცია საკმარისი აღმოჩნდა, რომ ორგანიზმი შებრძოლებოდა აგრესიულად მზარდ სიმსივნეს. ვაქცინა ასევე გაუკეთდა მელანომით დაავადებულ სამ პაციენტს.

ჯერჯერობით ეს კლინიკური კვლევის პირველი ეტაპია, რომლის მიმდინარეობისას ირკვევა ვაქცინის უსაფრთხოება და არა მისი ეფექტურობა. მკვლევარებმა უკვე დაადგინეს, რომ ვაქცინას პაციენტები კარგად იტანენ, მაგრამ დაკვირვება კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.

ლალი ჩხიკვაძე