ბალი და ალუბალი ბავშვის მენიუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბალი და ალუბალი ბავშვის მენიუში

ბლისა და ალუბლის მთავარი სიმდიდრე კი კუმარინები გახლავთ. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობისგან დასუსტებულ ადამიანებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ნივთიერებათა შემცველობით ბალი და ალუბალი ჩამორჩება მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს. ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები - ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას. დედების საყურადღებოდ: ბოსტნეულის მწნილს მომზადებისას ალუბლის რამდენიმე ფოთოლი დაამატეთ - თქვენი ნახელავი მთელი ზამთარი არ გაფუჭდება. თუ პატარა მიდრეკილია სიმსუქნისკენ და უყვარს ჭამა, ჭამის წინ 50-100 გრამი ბალი შესთავაზეთ - ის იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, თუმცა კალორიებით ღარიბია. გარდა ამისა, შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. დაბოლოს, ბალსა და ალუბალს აქვთ სუსტი შარდმდენი ეფექტი და შეგიძლიათ, წნევის დასაწევად გამოიყენოთ.

 

საშინაო აფთიაქი

ღვიძლისა და თირკმლის პრობლემების დროს კარგია ალუბლის წვენი - 1 ჭიქა ყოველ დილით.

თუ პატარას შეკრულობა აწუხებს, სასარგებლოა ნაყოფიც და წვენიც. ბალი შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს - ის, ალუბლისგან განსხვავებით, არ იწვევს გულძმარვას და კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას. თავის ტკივილის დროს რბილობი შეგიძლიათ ათქვიფოთ და ეს ფაფა 10-15 წუთით დაიდოთ შუბლზე. გაციებისა და ყელის ტკივილის დროს გამოგადგებათ შემდეგი რეცეპტი: 1 კგ ალუბალს დაასხით 1 ლ მშრალი წითელი ღვინო და 5-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ გემოვნებისამებრ დაამატეთ შაქარი. მიიღეთ დღეში 50 მლ 1-2-ჯერ.

 

საზამთრო თადარიგი

ბლისა და ალუბლის საზამთროდ შენახვა სხვადასხვანაირად შეიძლება - შეგიძლიათ, მოამზადოთ მურაბა, კომპოტი, გაყინოთ, მაგრამ ბუნებრივი არომატისა და სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნება ყველაზე უკეთ ამგვარად შეიძლება: კარგად გარეცხეთ ნაყოფი და ფოთლები. კარგად გარეცხილ და მშრალ მინის ქილაში ფენა-ფენად ჩააწყვეთ ნაყოფი და ფოთლები. აავსეთ ქილა, დაახურეთ პოლიეთილენის სახურავი და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ასე ალუბალი ზამთრამდე შეინახება და ყველა სასარგებლო თვისებას შეინარჩუნებს.