ვაჭამოთ თუ არა პატარას ბანანი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაჭამოთ თუ არა პატარას ბანანი?

ბანანი რომ ტროპიკული ხილია, ყველამ იცის, მაგრამ მისი სამშობლო რატომღაც ყველას აფრიკა ჰგონია, არადა იგი ტროპიკული აზიის, ჩინეთისა და ინდოეთის მკვიდრია. აფრიკაში მისი მოშენება გაცილებით გვიან დაიწყეს. კანარის კუნძულებზე, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ბანანი XVI საუკუნიდან გავრცელდა, ევროპის ტროპიკულ რეგიონებში კი მხოლოდ XIX საუკუნიდან. ამგვარად, ბანანი მეტად სათუთი ხილია. მისი მოსავლის აღება, შენახვა და ექსპორტი რთული და სპეციფიკური პროცესია. ბანანს მკვახეს კრეფენ, რადგან ბუნებრივად დამწიფებული ნაყოფი მალე ზიანდება. ნაადრევად მოკრეფილ ნაყოფში, რომელიც ხელოვნურად შექმნილ სათანადო ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში მწიფს, რთული და მრავალფეროვანი გარდაქმნები მიმდინარეობს. ამ გარდაქმნათა წყალობით ბანანის გული ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდრდება და მაღალ კვებით ღირებულებას იძენს. ბუნებრივ პირობებში დამწიფებულ ბანანს სწორედ ამ ნივთიერებათა გამო ეტანებიან პარაზიტები, ბაქტერიები და სოკოები. დაავადებულ ქერქთან ერთად შიგთავსიც ზიანდება, იცვლის კონსისტენციას, ფერს, გემოს, ქიმიურ თვისებებს და საკვებად უვარგისი ხდება. ამიტომაც არის საჭირო ბანანის მოკრეფისთანავე დამუშავება სპეციალური ხსნარებით, რომლებიც მას ტრანსპორტირების დროს შესაძლო დაზიანებისგანაც იცავს.

როგორ გავარჩიოთ - საღია თუ არა?

ალბათ გინახავთ ბანანი ყავისფერლაქებიანი, დაწინწკლული ქერქით. მისი რბილობი რბილი, ფაფისებური და წყლიანია. სხვაგვარი აქვს ფერი და გემოც. ამ გადამწიფებული რბილობის ქიმიური შედგენილობა სხვაგვარია, ვიდრე ყვითელი, პრიალა, გლუვზედაპირიანი ბანანისა - მასში დაშლილი და სახეცვლილია თითქმის ყველა ღირებული ნივთიერება, ბიოქიმიურ გარდაქმნათა შედეგად დარღვეულია პროპორციული და პროცენტული თანაფარდობა იმ მნიშვნელოვანი კომპონენტებისა, რომლებიც ბანანის კვებით ღირებულებას განაპირობებს.

რატომ უნდა ვაჭამოთ პატარას ბანანი?

ბანანი შეიცავს:

* ნახშირწყლებს: სახამებელს, მონოსაქარიდებს, უჯრედისს;

* თავისუფალ მჟავებს (ვაშლის მჟავას);

* ვიტამინებს: C, A, B ჯგუფის (B1 და B2);

* მინერალურ მარილებს: კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინას და სხვა;

* ეთერზეთებს, რომლებიც ნაყოფს სასიამოვნო სუნსა და არომატს აძლევენ.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბანანი შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ძალიან სჭირდება ორგანიზმს სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვის (ფაღარათის, პირღებინების) შემდეგ. ნაწლავთა გახშირებული მოქმედების დროს ბანანი მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტია. ასე რომ, გირჩევთ, პატარა თანდათან შეაჩვიოთ ბანანის მიღებას. შეარჩიეთ საღი, ერთგვაროვანი, გლუვზედაპირიანი ყვითელი ნაყოფი, თქვენ თვითონ გაფცქვენით, შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ, რომ რბილობი არ დაბინძურდეს და პატარას ხილფაფა მოუმზადეთ.