დავუმეგობრდეთ სტაფილოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავუმეგობრდეთ სტაფილოს

სტაფილოს საიდუმლო

სტაფილოს აქვს მრავალი პატარ-პატარა საიდუმლო, რომელთა ცოდნა დედებისთვის აუცილებელია. თურმე ზედა ფენები გაცილებით მეტ კაროტინს შეიცავს, ვიდრე გული. სამაგიეროდ, გულში მეტია უჯრედისი. ამიტომ როცა სტაფილოს გაასუფთავებთ და გამდინარე ცივი წყლით გარეცხავთ, მთლიანად მიეცით პატარას, ნუ გაჭრით, გულს ნუ ამოუღებთ, გულიანად გახეხეთ. ორგანიზმი კაროტინს უკეთ აითვისებს, თუ სტაფილოს მივაყოლებთ არაჟანს ან კარაქიანი პურის ნაჭერს.

სტაფილოს წვენი - ჯანმრთელობის ელექსირი

სტაფილო ძალიან უხდება ნივთიერებათა ცვლას, მის ახალგამოწურულ წვენს კი გაცილებით სწრაფი ეფექტი აქვს. სტაფილოს წვენი ძალზე სასარგებლოა ბავშვებისთვის, ორსულებისა და მათთვის, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. წვენი ჩვილი ბავშვებისთვის პროვიტამინების შესანიშნავი წყაროა. გარდა ამისა, კარგია ნაწლავთა აშლილობისა და ჭიების (ჰელმინთების) დროს. სტაფილოს წვენი, გარდა კაროტინისა და A ვიტამინისა, მდიდარია მიკროელემენტებით - რკინით, ფოსფორითა და კალციუმით.

კიდევ რა სარგებლობა მოაქვს სტაფილოს წვენს?

  • აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას;
  • უხდება მხედველობას, კანს, ამაგრებს კბილებს;
  • აწესრიგებს ნერვულ სისტემას;
  • ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას;
  • ამაღლებს ტონუსს, იმუნიტეტს;
  • დადებითად მოქმედებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობაზე;
  • ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.

რომ არ გვავნოს

ბავშვისთვის მავნეა როგორც სტაფილოს დეფიციტი, ასევე მისი სიჭარბე. დღეში 1 ჭიქა (დაახლოებით 200 მლ) ახალგამოწურული სტაფილოს წვენი სავსებით საკმარისია. შეიძლება მისი ორად გაყოფაც, თუ პატარა ერთ ჯერზე ვერ მოერია. კარგი იქნება, თუ ჩაუტარებთ ათდღიან კურსს, მერე კი სამი კვირით დაასვენებთ. არ დაგავიწყდეთ სტაფილოსთვის არაჟნის დაყოლება! შუალედის დაცვა აუცილებელია, იმიტომ რომ თუ წვენის მიღება ათ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, შესაძლოს ბავშვი თვითონვე დაემსგავსოს სტაფილოს - კანი ნარინჯისფერ-ყვითლად შეეფეროს. პედიატრები ამას კაროტინულ (სტაფილოსმიერ) სიყვითლეს უწოდებენ. საბედნიეროდ, მას არაფერი აქვს საერთო ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიით გამოწვეულ სიყვითლესთან. სპეციფიკური მკურნალობაც კი არ სჭირდება. მოთმინებით დაველოდოთ - რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვს ჩვეული ფერი დაუბრუნდება. ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ სტაფილოს წვენის მიღებას შევწყვეტთ! წვენის მოსამზადებლად უმჯობესია შეარჩიოთ მსხვილი ძირხვენები. ახალგამოწურული წვენის შენახვა შეიძლება არა უმეტეს 30 წუთისა. ამის შემდეგ იგი კარგავს სასარგებლო თვისებებს, ეცვლება ფერი და გემო.

სასარგებლო რჩევები

უმადობის, საერთო სისუსტის, მინერალური ცვლის დარღვევის დროს კარგია 1 სადილის კოვზი სტაფილოს წვენი დღეში სამჯერ ჭამამდე, ერთი თვის განმავლობაში. ლაქტაციის გასაუმჯობესებლად მეძუძურმა დედამ დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოს 100 მლ სტაფილოს წვენი. უკეთესი შედეგისთვის შეგიძლიათ წვენს დაუმატოთ რძე (1 წილი 2 წილ წვენზე). რძიანი სტაფილოს წვენი ნერვული სისტემის დასამშვიდებლადაც კარგია, ოღონდ 1-2 ჩაის კოვზი თაფლი უნდა დაუმატოთ. ეს ნაყენი მიირთვით ყოველ საღამოს, ძილის წინ. თუ დილით, უზმოზე დალევთ 150-200 მლ სტაფილოს წვენს, აღარ შეგაწუხებთ შეკრულობა. ეს დოზა რეკომენდებულია მოზრდილებისთვის, პატარებს კი მიეცით 1 სადილის კოვზი ჭამამდე, დილა-საღამოს. სტაფილოს წვენის კომპრესები უხდება დამწვრობას, ჭრილობებს, ჩირქოვან პროცესებს. აყუჩებს ტკივილს, აქრობს ანთებას, ხელს უწყობს შეხორცებას. სტაფილოსა და ჭარხლის წვენი, ვიდრე ერთმანეთში აურევდეთ, 2-3 საათით უნდა გააჩეროთ მაცივარში. სტაფილოსა და კომბოსტოს წვენის ნარევი შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა. კარგია პირის ღრუში გამოსავლებად ღრძილების ანთებითი დაავადებების დროს. ხელს უწყობს პირის ღრუში ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას. განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავებისთვის. სტაფილოსა და ლიმონის წვენის შერევით მიღებული კოქტეილი ხელს უწყობს თმის ზრდას, ამაგრებს ფრჩხილებს. დაბოლოს, გირჩევთ: მთელი ოჯახით იმეგობრეთ სტაფილოსთან!