რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდისთვის
რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდისთვის

იშვიათია ბავშვი, წვენი რომ არ უყვარდეს. მაგრამ საინტერესოა, რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდი ორგანიზმისთვის. ამის შესახებ პედიატრი ინგა იოსავა გვესაუბრება.


- ახალგამოწურული წვენი ჩვილისთვის ყველაზე მეტად სასარგებლოა და, ეჭვგარეშეა, სჯობია მაღაზიაში ნაყიდ მზა წვენს. როგორ გამოვწუროთ ხილი ისე, რომ წვენმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები?

 

- წვენის გამოწურვა ორგვარად შეიძლება: ტრადიციულად - სახეხზე გახეხვით და შემდეგ დოლბანდში გაწურვით - და ელექტრონული წვენსაწურით. თანამედროვე ტექნიკის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ხილ-ბოსტნეულის ლითონთან შეხებისას ვიტამინები აქტიურად იშლება, პროგრესის მომხრენი კი საპასუხო არგუმენტს გვთავაზობენ: როდესაც ხილსა თუ ბოსტნეულს თუნდაც პლასტმასის (და არა ლითონის) სახეხზე ვხეხავთ, მერე კი მიღებულ მასას ხელით ვწურავთ, პროდუქტს უფრო მეტხანს უხდება ჰაერთან კონტაქტი, რაც ასევე უკარგავს სასარგებლო თვისებებსო. თანაც ყოველგვარი ხილის გახეხვა ვერ მოხერხდება, - მაგალითად, ციტრუსისა, ალუბლისა.... მეორე მხრივ, ელექტროწვენსაწურის უახლესი მოდელიც კი ვერაფერს უხერხებს ბროწეულს - მისი წვრილი კურკები აპარატს აზიანებს. ამრიგად, ორივე მეთოდს აქვს ნაკლი; სასარგებლო თვისებების დაკარგვა ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია. ჩვენი ამოცანაა, ეს დანაკარგი მინიმუმამდე დავიყვანოთ.


- როგორ შევარჩიოთ გასაწური ხილი თუ ბოსტნეული?
- კარგ წვენს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისგან მიიღებთ. ნუ დაგენანებათ დაზიანებული, დამპალი ვაშლი თუ სტაფილო - გამოწურვა მას სასარგებლო თვისებებსა და სასიამოვნო გემოს ვერ დაუბრუნებს. გამოსაწურად საუკეთესოა საკუთარ ბაღსა თუ ნაკვეთში მოწეული ხილი და ბოსტნეული. უცხოეთიდან შემოტანილი, ასევე ნაადრევად დამწიფებული ხილ-ბოსტნეული ბევრ ნიტრატს შეიცავს - დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტს.


- ხილი შევარჩიეთ, წვენიც გამოვწურეთ, მაგრამ როდის და როგორ უნდა დავალევინოთ იგი პატარას?
- ახალგამოწურული წვენის მიცემას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა წვენმა სარგებლობა მოუტანოს პატარას. წესი პირველი: წვენი არ უნდა შევურიოთ საკვებს, ანუ არ უნდა მივცეთ ბავშვს ჭამის დროს. უმჯობესია, დავალევინოთ კვებიდან კვებამდე არსებულ შუალედში, თუნდაც ჭამამდე 30 წუთით ადრე. წესი მეორე: ახალგამოწურული წვენი უნდა განვაზაოთ წყლით, თანაფარდობით 1:1. ეს იმიტომ, რომ კონცენტრირებული, განუზავებელი წვენი თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ხოლო განზავებული, პირიქით, ასტიმულირებს. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება კი კუჭის ფერმენტული აქტივობის შემცირებას იწვევს. წესი მესამე: წვენებს მხოლოდ სარგებლობის მოტანა როდი შეუძლიათ - ზოგჯერ მათ ზიანიც მოაქვთ. სხვადასხვა წვენი უკუნაჩვენებია სხვადასხვა დაავადების დროს. აკრძალვები უმთავრესად კუჭ-ნაწლავის (გასტრიტი), თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის დროს წესდება. ზოგიერთი წვენის მიღება არამც და არამც არ შეიძლება წამლებთან, მაგალითად, ანტიბიოტიკებთან ერთად. არსებობს მონაცემები, რომ გრეიპფრუტის წვენი მედიკამენტის ეფექტზე უარყოფით გავლენას ახდენს. წესი მეოთხე: ბავშვებისთვის, ისევე როგორც მოზრდილებისთვის, არ არის რეკომენდებული უზმოზე მჟავე - ვაშლის, ციტრუსის - წვენის მიღება. მის მაგივრად ჯობს მისცეთ სტაფილოს, გოგრის, გარგარის წვენი ან სხვა ტკბილი წვენების ნარევი. მეხუთე - მეტად მნიშვნელოვანი - წესი: წვენი გამოწურვისთანავე უნდა დალიოთ. თუ 30 წუთზე მეტხანს შეინახავთ, იგი დაკარგავს სასარგებლო თვისებების უმეტესობას. ბუნებრივი კონსერვანტია ლიმონის წვენი, ამიტომ თუ

You must have Flash Player installed in order to see this player.
მის რამდენიმე წვეთს დაუმატებთ, სასმელი 30 წუთის შემდეგაც შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეტამფეტამინი - წამალი, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და რომელსაც სერიალ "გაბოროტებულის" მთავარი გმირი უოლტერ უაითი ამზადებს. სერიალის მთელი სცენარი ამ წამლის გარშემო ტრიალებს და კარგად ჩანს, თუ რა ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია მის გამოყენებას.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით, A, E ვიტამინებით. მოიპოვება მასში, თუმცა შედარებით ნაკლები, D და K-ც. უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.
ჩემი შვილი 2,5 წლისაა. შინ ჩემი გამომცხვარი ფუნთუშებით ვანებივრებ. მაინტერესებს, როგორი სიხშირით შეიძლება ცომეულის მიცემა ბავშვისთვის და რომელ ცხიმზე დამზადებული უფრო სასარგებლოა. მე ყოველგვარ ცომეულს ნაღების კარაქით ვაცხობ, - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი.
ხორცის პიურე

რა ასაკიდანაა სასურველი ჩვილისთვის ხორცის მიცემა? ჩემი შვიდი თვის შვილი სუფრაზე ხორცის დანახვისას მისკენ იწევს. შეიძლება საერთო მაგიდიდან მივცეთ ხორცი?

დამატებით კვებაში ხორცის შეტანა დასაშვებია შვიდი თვიდან. ხორცის პიურე უნდა მომზადდეს ისე, რომ ის ერთგვაროვანი და ადვილად გადასამუშავებელი იყოს. პირში არ უნდა ხვდებოდეს უხეშად, რომ პატარამ ადვილად შეძლოს გადაყლაპვა.

ბავშვისა თუ მოზრდილის მენიუში იოდის შემცველობა საგანგაშოა. მისი დეფიციტი კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ორგანიზმს. გვესაუბრება პედიატრი ელენე ერეკლიშვილი.

- რატომ არის სახიფათო იოდის დეფიციტი?

ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სოკო არ უნდა ვაჭამოთ, უფრო დიდი ასაკის ბავშვებს კი - დიდი სიფრთხილით.
ცნობილ ზღაპარში კეთილმა ფერიამ ჯადოსნური ჯოხის შეხებით გოგრა ეტლად აქცია. მოდი, ჩვენი ბავშვები ჩავსხათ კონკიას ეტლში და ერთად ვიმოგზაუროთ ზღაპრულ სამყაროში, გოგრისგან მომზადებული ნაირნაირი კერძით შე­ვუქმნათ პატარებს გემრიელი მენიუ. გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.

- რატომ არის სასარგებლო გოგრა ბავშვის ორგანიზმისთვის?

- გოგრა - ვიტამინებისა (ბეტა-კაროტინის, C და E, B ჯგუფის ვიტამინების) და მიკროელემენტების (რკინის, კალიუმის, მაგნიუმის) საბადოა.

16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.