რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ყველაზე სასარგებლო კერძი
ყველაზე სასარგებლო კერძი

ყველაზე სასარგებლო კერძი ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის - ეს არის არომატული, ნოყიერი და ცხლად მისართმევი სუპი. ნუ გეგონებათ, რომ მისი მომზადება ყველამ იცის - მასში ხომ შენარჩუნებული უნდა იყოს ყველა კომპონენტის სასარგებლო თვისებები. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.


- რატომ უნდა მივირთვათ სადილად სუპი?




- ვკითხოთ ჩვენს თავს - "ხშირად გვაქვს სუპი სადილად?" მრავალი თქვენგანი გულახდილად გვიპასუხებს, რომ არა. უფროსი თაობის ყოველდღიური რაციონი კი აუცილებლად შეიცავდა წვნიანს. ოჯახი, სადაც სადილობისას სუფრასთან პირველ თავ კერძად სუპი არ მოჰქონდათ, ხელმოკლედ ითვლებოდა. წვნიანის სასარგებლო თვისებებზე საუბარი დავიწყოთ იმით, რომ იგი ნაკლებკალორიულია, ვიდრე, თუნდაც, ყველასთვის საყვარელი ხორციანი მაკარონი. მართალია, არსებობს საკმაოდ კალორიული სუპებიც, მაგალითად, სუპ-ხარჩო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა აქვს კერძის არა მხოლოდ შემადგენლობას, არამედ სახეობასაც. ამერიკაში ასეთი გამოკვლევა ჩაატარეს: ადამიანებს აძლევდნენ ერთსა და იმავე საკვებს, ოღონდ სხვადასხვანაირად მომზადებულს (მაგალითად, წვნიანი მაკარონითა და ხორცით და ხორციანი მაკარონი). ის, ვინც წვნიანს მიირთმევდა, 27 კალორიით ნაკლებს იღებდა, ვიდრე ის, ვინც იმავე ინგრედიენტებისგან მომზადებულ მშრალ კერძს გეახლებოდათ. პირველ შემთხვევაში სიმაძღრის შეგრძნება უფრო მალე იჩენს თავს და ადამიანიც უფრო მცირე ულუფას სჯერდება. გარდა ამისა, წვნიანს აქვს სამკურნალო მნიშვნელობაც. მაგალითად, თუ კუჭი გაწუხებთ (სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა, დაბალი მჟავიანობა), იგი ძალზე სასარგებლოა. ბოსტნეულის წვნიანი საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, ხოლო უხორცო სუპი არაჟნით აძლიერებს კუჭში ცილების დამშლელი ფერმენტების წარმოქმნას. დაბოლოს, ყოველგვარი სუპი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, კუჭის ფერმენტულ აქტიურობას, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საკვების უკეთ მონელებას. მეცნიერები ვარაუდობენ, - და ამისთვის საკმაო საფუძველი აქვთ, - რომ ყოველდღიურ რაციონში სუპის შეტანა ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. დადგენილია, რომ ქათმის უცხიმო ბულიონი უხდება სისხლძარღვებს - ხელს უშლის მათი კედლის გასქელებას (სკლეროზულ ცვლილებებს). წვნიანს სასარგებლო თვისებებს სძენს სანელებლებიც. მაგალითად, დაფნის ფოთოლი, წიწაკა, ოხრახუში, ნიახური, კამა აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების აქტიურობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ბურღულით მომზადებული სუპი. ბურღული მდიდარია ბოჭკოთი; მასში შემავალ პექტინს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები, ხოლო უჯრედისი ქოლესტერინის სისხლში შეწოვას უშლის ხელს. ასე რომ, სუპი უნდა მიირთვათ და არა მხოლოდ სადილად, არამედ ვახშმადაც და, რაც მთავარია, შვილები პატარაობიდანვე შეაჩვიოთ წვნიანის ჭამას პირადი მაგალითით.


- რომელი წვნიანია ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო?
- ამის თაობაზე, უმჯობესია, თქვენს პედიატრს გაესაუბროთ - ის, ბავშვის ჯანმრთელობის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად შეგირჩევთ რაციონს. ძალიან სასარგებლოა ბოსტნეულის სუპი, ქათმის ნაკლებად ცხიმიანი ბულიონი, თევზის სუპი. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც თევზის ძალიან გემრიელ და სასარგებლო წვნიანს მოამზადებთ. დაგჭირდებათ:

  • 100 გ თევზის ფილე;
  • 1 თავი ხახვი;
  • 1 ცალი სტაფილო;
  • 400 მლ წყალი;
  • 3 ს. კ. რძე;
  • ერთი ნაჭერი (15გ) თეთრი პური;
  • 1 ჩ. კ. ნაღების კარაქი;
  • 1 ცალი კვერცხი;
  • მწიკვი მარილი;
  • რამდენიმე ღერი კამა და ოხრახუში.

თევზი მოხარშეთ ხახვთან, სტაფილოსა და მწვანილთან ერთად. როდესაც გაცივდება, გაატარეთ წინასწარ რძეში დამბალ პურთან ერთად, დაუმატეთ კარაქი, ათქვეფილი კვერცხი, გემოვნებით - მარილი,

You must have Flash Player installed in order to see this player.
ხელით მიეცით ბურთების ფორმა და ჩაუშვით თევზის ნახარშში. ადუღეთ 10-15 წუთი.


- როგორ მოვამზადოთ სუპი ისე, რომ მის ინგრედიენტებს სასარგებლო თვისებები შევუნარჩუნოთ?
- ყველა დიასახლისს აქვს კერძის მომზადების საკუთარი საიდუმლო, მაგრამ ხორცმა და ბოსტნეულმა სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა:

  • სუპი არ უნდა ვადუღოთ დიდხანს - ასე იკარგება ვიტამინები და მცირდება მისი კვებითი ღირებულება.
  • სტაფილო უმჯობესია გავხეხოთ - ასე მას ორგანიზმი უკეთესად აითვისებს კერძის ცხიმთან ერთად, თანაც გახეხილი სტაფილო კერძს სასიამოვნო შეფერილობას აძლევს.
  • ხარშვის დროს წვნიანს ვურიოთ ხის კოვზით, ნელა, ერთი მიმართულებით, რომ ბოსტნეული არ დაიშალოს.
  • უმჯობესია, მოამზადოთ ერთი დღის სამყოფი წვნიანი - მაცივარში შენახული კერძი გაცხელებისას კარგავს ყველა წყალში გახსნილ ვიტამინს, პირველ რიგში კი ასკორბინმჟავას - ჩ ვიტამინს. გამონაკლისია მჟაუნას სუპი და სხვა მჟავე წვიანები, რომლებიც მეორე დღეს უფრო გემრიელია.
  • პარკოსნებისგან (ლობიო, სოია) მომზადებული წვნიანი კალორიულობთ ხორციანს არ ჩამოუვარდება. მათთვის, ვისაც ნაწლავები აწუხებს, ასეთი კერძების ხშირად მიღება არ არის რეკომენდებული.
  • ბოსტნეული ნაწილ-ნაწილ ჩაუშვით ადუღებულ წყალში, იმისდა მიხედვით, რომელ მათგანს უფრო მეტხანს სჭირდება ხარშვა. მაგალითად, კომბოსტო ყველაზე გვიან იხარშება, ამიტომ ქვაბში ჯერ ის ჩაუშვით, მერე - კარტოფილი, სტაფილო და ხახვი, მწვანილი კი მომზადებამდე 5-7 წუთით ადრე ჩაამატეთ. პომიდორი და ბულგარული წიწაკა, ჯობს, სულ 1-2 წუთი იხარშოს, ჭარხლისა და მჟაუნას ფოთლები - 5 წუთამდე.
  • ხორციანი წვნიანის მომზადებისას ქვაბს მიეცით მაღალი ცეცხლი, ბულიონისთვის კი დაბალიც საკმარისია - ასე უფრო გამჭვირვალე და გემრიელი გამოდის. თუ ძლიერ ცეცხლზე დიდხანს ადუღეთ, ბულიონი აიმღვრევა.
  • თუ ბულიონი საკმარისი არ გამოვიდა, შეგიძლიათ დაუმატოთ ადუღებული ცხელი წყალი. გაითვალისწინეთ: მხოლოდ და მხოლოდ ცხელი! ცივი წყალი მას გემოს უცვლის.
  • ბოსტნეულის, ასევე - სოკოს სუპს მარილი ბოლოს ჩაამატეთ, თევზის სუპს - თავიდანვე, ხორციან წვნიანს - ხარშვის დასრულებამდე 30 წუთით ადრე.
  • მწვანილი და სხვა სანელებლები წვნიანს ხარშვის დასრულებამდე 5-7 წუთით ადრე ჩაამატეთ - არც გემოს დაკარგავს და წვნიანიც უფრო მიმზიდველი გამოვა.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვისა თუ მოზრდილის მენიუში იოდის შემცველობა საგანგაშოა. მისი დეფიციტი კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ორგანიზმს. გვესაუბრება პედიატრი ელენე ერეკლიშვილი.

- რატომ არის სახიფათო იოდის დეფიციტი?

ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სოკო არ უნდა ვაჭამოთ, უფრო დიდი ასაკის ბავშვებს კი - დიდი სიფრთხილით.
ცნობილ ზღაპარში კეთილმა ფერიამ ჯადოსნური ჯოხის შეხებით გოგრა ეტლად აქცია. მოდი, ჩვენი ბავშვები ჩავსხათ კონკიას ეტლში და ერთად ვიმოგზაუროთ ზღაპრულ სამყაროში, გოგრისგან მომზადებული ნაირნაირი კერძით შე­ვუქმნათ პატარებს გემრიელი მენიუ. გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.

- რატომ არის სასარგებლო გოგრა ბავშვის ორგანიზმისთვის?

- გოგრა - ვიტამინებისა (ბეტა-კაროტინის, C და E, B ჯგუფის ვიტამინების) და მიკროელემენტების (რკინის, კალიუმის, მაგნიუმის) საბადოა.

წელიწადის ცხელ პერიოდში ბავშვების უმრავლესობა საკვებზე უარს ამბობს, აქვს უმადობა. მშობლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული ყოველდღიური ტრაპეზის დღესასწაულად ქცევა. ზაფხულისა და შემოდგომის ნაირფერი ხილ-ბოსტნეული ნამდვილად იძლევა ბავშვის რაციონის გამრავალფეროვნების საშუალებას. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.

- სიცხეში ხორციანი საკვები ძნელად მოსანელებელია და ბავშვებიც ხშირად უარს ამბობენ მასზე. თუმცა ხორცი აუცილებელია ბავშვის ყოველდღიურ რაციონში. გატარებული ხორცი კი გაცილებით იოლი მოსანელებელია. რა შეიძლება მოვუმზადოთ ბავშვებს ხორცის ფარშისგან?

- რა შეიძლება შევთავაზოთ ბავშვებს ზაფხულში საკვებად, რომ გემრიელიც იყოს და სასარგებლოც. ცხელ დღეებში ტრადიციული საკვები მოსაბეზრებელი ხდება, თითქოს მადაც იკარგება. გთხოვთ, შეგვირჩიოთ საზაფხულო საკვები.
ერთგული მკითხველი

- ზაფხულში საკვები უნდა იყოს მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი, ფერადი და მხიარული, გუნება-განწყობის შესაფერისი. გამოიყენეთ ფანტაზია და გაუხალისეთ ბავშვებს ცხელი სეზონის დღეები. გთავაზობთ რამდენიმე ადვილად მოსამზადებელ რეცეპტს:

ბავშვი მაძღარი და ჯანმრთელი რომ იყოს, საჭიროა კვებისადმი სწორი დამოკიდებულება. ჭარბწონიანი ჩვილი ჯანმრთელობის კრიტერიუმად არ შეიძლება ჩაითვალოს. გვესაუბრება პედიატრი ლია სხირტლაძე.

- პარატროფია იგივე სიმსუქნეა. ამ ტერმინს სამ წლადე ასაკის ბავშვების მიმართ ვიყენებთ. რა შემთხვევაში ითვლება ბავშვი პარატროფიკად?
- პარატროფიის განვითარებას ხელს უწყობს ენდოკრინული დარღვევები, კვების დეფექტი - პატარა ან მეტისმეტად ბევრს ჭამს, ან არაბალანსირებულად იკვებება.

09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.