თუ ბავშვი საკვებზე უარს ამბობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ბავშვი საკვებზე უარს ამბობს

 

ბავშვებსაც გადავცემთ. ხშირად ამ განწყობის ბრალია არასწორი დამოკიდებულება საკვების მიმართ, უმადობა, ჭირვეულობა მაგიდასთან, ხოლო მოგვიანებით - ნაწლავური პრობლემები.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთ მეტად ტიპურ პრობლემაზე. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, რა არის შიმშილი და საკვების დეფიციტი (კოლექტივიზაცია, ომი, გადასახლება...). 80-იან წლებში დეფიციტი ჩვენც ვიწვნიეთ.

90-იან წლებზე საუბარიც აღარ გვსურს... ამ ყოველივემ კი საკვებისა და კვების მიმართ თავისებური დამოკიდებულება ჩამოაყალიბა: ბავშვს კარგად უნდა ვაჭამოთ, ხოლო თუ არ სურს, ინდაურივით ჩავტენოთ. ამ მიდგომას გენეტიკურად გადავცემთ თაობებს. უპირველესად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბავშვი ჭამს არა დედის ან მამის ხათრით, არამედ საკუთარი ჯანმრთელობისთვის. ეს საკმაოდ სერიოზული ფაქტორია, რაც ძლიერ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. თუ პატარა იგრძნობს, რომ მშობლების სიამოვნებისთვის ჭამს, მისი ფსიქიკური თუ ფიზიკური განვითარებისათვის დადებით შედეგს ვერ მივიღებთ. რასაკვირველია, ბებიების გარდაქმნა შეუძლებელია - მათი ერთადერთი მიზანია, ბავშვს კარგად აჭამონ. მშობლებს კი თავის წვრთნა ნამდვილად მართებთ. პირველი ნაბიჯი ამ თვალსაზრისით პრობლემის გაცნობიერებაა, მეორე კი სხვაგვარად ფიქრი. თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რა არ შეიძლება:

 

  • ძალით კვება. ეს საშიშია არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქიკური თვალსაზრისითაც. უპირველესად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დადებითი განწყობით კვებისას ორგანიზმი კარგად გამოიმუშავებს საკვების მონელებისა და სასარგებლო ნივთიერებების ასათვისებელ ფერმენტებს. თუ ადამიანი ძალდატანებით ჭამს, ტვინი გასცემს “მავნე ნივთიერების” უარყოფის სიგნალს, რამაც შესაძლოა დაარღვიოს კვების პროცესი. სწორედ ამიტომ არ არის სასურველი საკვები ძალით ჩავტენოთ ბავშვს. გარდა ამისა, მუდმივი ძალადობისას ჭამის წინ პატარას იპყრობს შიში, უმწეობის შეგრძნება, არჩევანის უქონლობა, რაც მისი ფსიქიკისთვის მავნეა.
  • შანტაჟი. უკვე ყველამ იცის, რომ რაიმე პირობის სანაცვლოდ ჭამა არასასურველია. ეს ტაქტიკა ბავშვს ზნეობრივად ამახინჯებს.
  • ნორმა. თავი უნდა დაანებოთ იმის ძიებას, რა არის ნორმა კონკრეტული ასაკისათვის და უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ არ არის აუცილებელი ბავშვს ყოველთვის ერთნაირი მადა ჰქონდეს. შესაბამისად, მის მიერ მიღებული საკვების რაოდენობაც პერიოდულად განსხვავებული იქნება.
  • ბოლომდე ჭამა, თეფშის მოსუფთავება. ბავშვს აუცილებლად უნდა მივცეთ ულუფის რაოდენობის არჩევის საშუალება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიღებული საკვების რაოდენობას ადამიანის წონა განსაზღვრავს. ასე რომ, თუ სადილის დროს ბავშვი იმდენ წვნიანს ან კატლეტს ვერ შეჭამს, რამდენსაც თქვენ, ნუ გაგიკვირდებათ.
  • არ შეიძლება საკვებით თამაში. ეს შეხედულებაც მცდარია. გარკვეულ ეტაპზე, მაგალითად, 3 წლამდე, ეს აუცილებელიცაა. ბავშვი საკვების ხელით გასინჯვისას ეცნობა ახალ სუბსტანციას. როცა მისი პატარა თითები პიურეში აღმოჩნდება ან მაკარონს გასრესს, ჩვენ მშვიდად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს სავსებით ნორმალურია. ბავშვი სამყაროს ეცნობა ტაქტილური შეგრძნების მეშვეობით. ის ასე შეისწავლის საკვებს, გამოიმუშავებს მის მიმართ დადებით განწყობას, რაშიც სპეციალური ტაქტილური რეცეპტორებიც მონაწილეობენ. ნუ იფიქრებთ, რომ ამ ასაკშიც აუცილებელია ეტიკეტის დაცვა. მალე შეუმჩნევლად გაქრება წვნიანში ხელის ჩაყოფის სურვილი და ყველაფერი მოწესრიგდება, მთავარია, დედას ეყოს მოთმინება და ისტერიულად არ იყვიროს დაღვრილი წვნიანის გამო. უფრო მეტიც, სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ სათანადო სურვილის შემთხვევაში, ბავშვს არ უნდა დავუშალოთ ხელით ჭამა. რომ გაიზრდება, ისწავლის კოვზის, ჩანგლის, დანის გამოყენებას, ჯერ კი აუცილებელია აქამდე უცნობი პროდუქტების გაცნობა. საამისოდ ბავშვს არ ჰყოფნის საკვების გემო, აუცილებელია ახალი ტაქტილური შეგრძნებებიც.
  • დედის დიეტა. როცა მშობელი რაღაცას ზღუდავს, ის შვილს გადასცემს ნეგატიურ განწყობას საკვებისადმი. პატარა საკვებს მავნედ და საშიშად აღიქვამს. რაც უფრო ხშირად ილაპარაკებს დედა დიეტაზე, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ბავშვს ცუდი მადა ექნება და ამრეზით შეხედავს მრავალ პროდუქტს. მართლაც, რატომ უნდა ჭამოს ბავშვმა წვნიანი და კატლეტი, როცა დედა მაწონს და შავ პურს მიირთმევს?
  • ბავშვი მშიერია. ეს დაუჯერებელია. თუ მშობლებს დეტალურად გამოვკითხავთ, გაირკვევა, რომ მისი შვილი ვაფლის, ნამცხვრის, ჩიფსისა და შოკოლადის გარდა არაფერს ჭამს. რასაკვირველია, ასეთი მენიუს შემდეგ პატარა ბოსტნეულის წვნიანს აღარ მიეკარება. ასეთი წახემსებები უნდა აიკრძალოს, ბავშვი ფიზიკურად დაიტვირთოს, ხშირად ისეირნოს სუფთა ჰაერზე. თუ ამ ღონისძიებების შემდეგ კვება არ მოწესრიგდა, მაშინ მართლაც ყურადღებაა საჭირო.

თუ ბავშვი უარს ამბობს აუცილებელი პროდუქტის მიღებაზე, ნუ ინერვიულებთ, სჯობს მოითმინოთ. დადგება დრო და პატარა აუცილებლად იგემებს მას. ბავშვის კვება სწრაფი კვების ობიექტებში და ნახევარფაბრიკატებით არასასურველია. დიდხანს რომ გაძლოს, ასეთი საკვები მდიდარია დანამატებითა და კონსერვანტებით, ასეთი ნივთიერებების შემცველი საკვების ხშირი მიღება კი არ არის კარგი. ეს რეკომენდაცია რომ შეასრულოთ, საკუთარი მენიუს გადახედვაც მოგიწევთ. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ბავშვი უპირველესად მშობელს ბაძავს. თქვენი პატარა ნამდვილად უარს იტყვის ბოსტნეულის სალათსა და ტოლმაზე, თუ დედ-მამა გაზქურაში გაყინულ პიცას დებს და მოუთმენლად ელის მის მომზადებას. ეცადეთ, სახლში ბავშვისთვის თვალში საცემ ადგილას შოკოლადისა თუ ჩიფსების ნაცვლად ჩირი და ახალი ხილი ეწყოს. რასაკვირველია, ზოგიერთი მშობელი აღშფოთებული იტყვის, რომ ამ რჩევების გათვალისწინება შეუძლებელია, მაგრამ მთავარი მონდომებაა.