სკოლაში წასვლამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სკოლაში წასვლამდე

საუზმე

მოუმზადეთ ფაფა, ტაფამწვარი ან კატლეტი. გადამუშავებული საკვები კუჭ-ნაწლავიდან სისხლში გადადის, იქიდან კი ტვინს აღწევს, რომელიც სისხლიდან მიღებული “საწვავის” წყალობით უფრო აქტიურად მუშაობს, ბავშვი კი უფრო სხარტად აზროვნებს. სწავლისთვის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდებია დილის 9-დან 11 საათამდე და საღამოს 4-დან 6 საათამდე. ამრიგად, ბავშვისთვის აუცილებელია საუზმეც და სადილიც.

მეორე საუზმე (ლანჩი)

შუადღის 12 საათისთვის ურიგო არ იქნება მსუბუქად წახემსება - ხილით, ბუტერბროდით, ჩაით... თუ ბავშვი სკოლის საკვებზე უარს ამბობს, გაუხვიეთ და თან გაატანეთ, მაგრამ აუკრძალეთ დერეფანში ფეხზე მდგომელა ჭამა. აუხსენით, რომ სასადილოში, მაგიდასთან უნდა მიირთვას. შოკოლადით შიმშილის მოკვლა არ შეიძლება. ჯერ ერთი, ის სისხლში მოხვედრისას ტვინს აწვდის ცრუ ინფორმაციას, თითქოს ბავშვმა ისადილა, პასუხად კუჭი იწყებს კუჭის წვენის აქტიურ გამოყოფას, მაგრამ ამ დროს ბავშვს მადა უკვე გამქრალი აქვს. მეორე - ამ დროს პირის ღრუში მუდმივად ტკბილი გარემოა, რომელშიც იდეალურად გრძნობენ თავს მიკრობები.  კუჭს გამანადგურებელ დარტყმას აყენებს  Macdonalds-ის ტიპის სწრაფი კვების (Fast food) სასაუზმეები. შებოლილი და ცხარე საკვები ბავშვმა სასურველია 15 წლამდე არ მიირთვას, საუკეთესო შემთხვევაში კი 17 წლამდე. კეტჩუპი, მაიონეზი და ცხარე ძეხვეული საშინლად აღიზიანებს ბავშვისა და მოზარდის კუჭის ლორწოვანს - ცხარე საკვების საპასუხოდ კუჭის წვენში უფრო მეტი მარილმჟავა გამოიყოფა, რომელიც აზიანებს კუჭს. კუჭ-ნაწლავის პრობლემები უმეტესად დღესასწაულებსა და დაბადების დღეებზე მწვავდება, რადგან სადღესასწაულო სუფრებზე უხვად არის კრემიანი (ანუ ცხიმიანი) ნამცხვრები და გაზიანი სასმელები - ასეთ გასტრონომიულ შეტევას არათუ პატარების, დიდი ადამიანის გამოწრთობილი კუჭ-ნაწლავიც კი ვერ უძლებს.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

სიმპტომები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს:

1. ბოყინი - თუ ჭამის შემდეგ ბავშვს აბოყინებს, ეს შესაძლოა გასტრიტის პირველი სიმპტომი იყოს.

2. პირიდან ცუდი სუნი - ასევე კუჭ-ნაწლავში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს, თუ არ არის კბილების ან ღრძილების დაავადებების ბრალი.

3. ძლიერი ტკივილი გულის კოვზთან ან ჭამის შემდეგაც კი შიმშილის შეგრძნება - შესაძლოა გასტრიტის გამწვავებაზე მიუთითებდეს.

4. მჭრელი ტკივილი ჭიპის მიდამოში შესაძლოა ნაწლავთა დისკინეზიის ნიშანი იყოს.

5. ხშირი ფაღარათი ან, პირიქით, ყაბზობა - ხშირად დისბაქტერიოზზე მეტყველებს.

6. კბილების კრაჭუნი, რომელსაც ერთვის უმადობა, ძლიერი ნერწყვდენა - ჭიების ნიშანია.

ბავშვობაში განვითარებული და ნებაზე მიშვებული გასტრიტი მისი ქრონიკული ფორმის ჩამოყალიბების წინაპირობაა.