ფეტვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფეტვი

- რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის რაციონში ფეტვის ჩართვა?

- სამი წლიდან უკვე შეიძლება, ბავშვს ფეტვის კერძები მოვუმზადოთ.

- რომელ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ის?

- ფეტვი განსაკუთრებით მდიდარია ცხიმით. მისგან მცენარეული ზეთი მზადდება. ფეტვის გაწმენდილი მარცვალი შეიცავს იოდს, მაგნიუმს, თუთიას, ნატრიუმს, კალიუმს, ბრომს, ასევე - ვიტამინებსაც, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - B ჯგუფისას. ასეთი შემადგენლობის წყალობით ფეტვი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდისგან, რადიონუკლიდებისგან, ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების სრულფასოვან მუშაობას, სასარგებლოა ჭარბი წონის დროს, უხდება კანს, განსაკუთრებით - ეგზემით დაზიანებულს. ყოველივე ამასთან ერთად, ფეტვი ნაკლებად ალერგიულია, ვიდრე სხვა მარცვლეული კულტურები. ფეტვის ღივი კარგია ანემიისა და ავიტამინოზის დროს. მასში ვიტამინებისა და მინერალების დიდი მარაგია. კერძოდ, ბევრია რკინა, ჰემოგლობინის წყარო, ჩ ვიტამინი - გრიპისა და სხვა გაციებითი ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის უცვლელი კომპონენტი. გარდა ამისა,  ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ მიმდინარეობას. ღივი განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც მისი მწვანე ნაწილის ზომა მიაღწევს 1-2 მმ-ს. ამ სასარგებლო “წამლის” მომზადება შინაც შეიძლება შემდეგი წესით:

  • ფეტვი ორჯერ გარეცხეთ გამდინარე წყლით;
  • გაფინეთ სველ ბამბაგადაფარებულ ბრტყელ თეფშზე, დროდადრო დანამეთ, რომ ბამბა მუდამ ნოტიო იყოს.

ორი დღის შემდეგ მარცვლიდან თავს ამოყოფს ღივი. სწორედ მას ვიყენებთ სამკურნალოდ. გაატარეთ ღივი ხორცსაკეპ მანქანაში და მიირთვით. მოზრდილებისთვის საკმარისია კვირაში 100 გრამი, ბავშვებისთვის - 25-50 გრამი. შეძენისას დააკვირდით ფეტვის მარცვალს. მუქი ფერისა არ გამოგადგებათ - მას მომწარო გემო დაჰყვება. გთავაზობთ რამდენიმე  რეცეპტს ბავშვებისთვის.

ფაფა გოგრით

საჭიროა: 0,5 კგ გოგრის რბილობი; ჭიქა-ნახევარი რძე; ჭიქა-ნახევარი წყალი; 1 სადილის კოვზი შაქარი; 1,5 ჭიქა ფეტვი; 1 სადილის კოვზი ნაღების კარაქი; მარილი - გემოვნებით.

ქვაბში ერთად აადუღეთ რძე და წყალი, დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი გოგრა, მარილი, შაქარი და წამოადუღეთ. დაუმატეთ ფეტვი, ურიეთ და ასე ადუღეთ შესქელებამდე. ამის შემდეგ შედგით ღუმელში 25-30 წუთით. გადმოიღეთ თეფშზე, ჩაუდეთ შუაგულში კარაქი და ისე მიართვით ბავშვს. ყაბზობის დროს ძალიან სასარგებლოა ფეტვის ფაფა შავი ქლიავით.  მზადდება ზემოთ აღწერილი წესით, ოღონდ გოგრის ნაცვლად ვიყენებთ ნახევარ ჭიქა შავ ქლიავს უკურკოდ.

სუპ-პიურე

საჭიროა: 1 სადილის კოვზი ფეტვი (კარგად გარეცხილი); 3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი; 1 ცალი სტაფილო; 0,5 ლ რძე; 1 სადილის კოვზი არაჟანი; ოხრახუში, მარილი - გემოვნებით.

ცალ-ცალკე ქვაბში კარგად მოხარშეთ ცერცვის მარცვალი და ბოსტნეული, შემდეგ ორივე დააბლენდერეთ, დაუმატეთ ცხელი რძე და წამოადუღეთ, შეანელეთ მარილით. გადაიღეთ თეფშზე და ჩადეთ შიგ 1 სადილის კოვზი არაჟანი.