ბანანი ალერგიული ბავშვის მენიუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბანანი ალერგიული ბავშვის მენიუში

- კიდევ რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს “სამოთხის ხილი”?

- ბანანი შეიცავს A, C, დ, E, B ჯგუფის ვიტამინებს. შესაძლოა, სხვა ხილში ეს ვიტამინები უფრო მეტი იყოს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ბანანი წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მიირთვათ. ბანანში ბევრია სეროტონინი. ეს ნივთიერება აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისი ზემოქმედების შედეგია კარგი განწყობა. ამასთან, სეროტონინი ბუნებრივი ტრანკვილიზატორიცაა და უნარი შესწევს, შექმნას მშვიდი ემოციური ფონი.

- შეიძლება თუ არა ბანანი მეძუძური დედისთვის? ხომ არ ავნებს ის ჩვილს?

- მეძუძური დედებისთვის ბანანი ნებადართულია. მეტიც - ის აუმჯობესებს რძის ხარისხს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ბანანი მავნეა, ვინაიდან მას ქიმიურად ამუშავებენ, რათა ტრანსპორტირებას გაუძლოს. შეგახსენებთ: თუ არ გარეცხეთ, არა მხოლოდ ბანანმა, არამედ ნებისმიერმა პროდუქტმა შეიძლება გავნოთ. ბანანი უხვად შეიცავს კალიუმს. ეს ელემენტი აუცილებელია გულის მუშაობისთვის, წყალმარილოვანი ცვლის ნორმალიზაციისთვის. გარდა ამისა, კალიუმი იცავს ქსოვილებს სითხის შეკავებისგან და ამით თავიდან გვაცილებს შეშუპებას. ბუნებრივი კალიუმი სასარგებლოა არა მხოლოდ დედისთვის, არამედ ჩვილისთვისაც. ის ხელს უწყობს ტვინის განვითარებას და მისი ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჟანგბადის უკეთ მიწოდების ხარჯზე, ასევე - ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური ნარჩენებისგან ორგანიზმის გაწმენდას. ერთი ბანანი საშუალოდ 555 მგ კალიუმს შეიცავს. ერთი წლის ბავშვისთვის დღეში ნახევარი ბანანი საკმარისია, მაგრამ თუ კარგად ინელებს, შეგიძლიათ მისცეთ მთელიც.

- შეიძლება თუ არა ბანანი ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვისთვის?

- ბანანი არ იწვევს ალერგიას, ამიტომ ის თამამად შეიძლება ჩავრთოთ ალერგიული ბავშვის რაციონშიც. მეტიც - იგი მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის. ბანანი მაგნიუმის წყაროდაც მიიჩნევა, მაგნიუმი კი კალციუმთან ერთად ხელს უწყობს მყარი ძვლოვანი სისტემისა და ჯანსაღი კბილების ფორმირებას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ასე რომ, ბანანი მხოლოდ სიამოვნებას კი არ გვანიჭებს, არამედ ჩვენი ჯანმრთელობის სამსახურშიც დგას.

- როგორ შევარჩიოთ ბანანი?

- საუკეთესოა მწიფე, ინტენსიური ყვითელი ფერის ნაყოფი. ერიდეთ გადამწიფებულ ნაყოფს, რომელსაც მუქი, მორუხო ფერის ქერქი აქვს. ასეთი ბანანი საკვებად გამოუსადეგარია. გთავაზობთ ბანანის დესერტს სადღესასწაულო სუფრისთვის. დაგჭირდებათ მწიფე ბანანი, ერთი ფილა შავი შოკოლადი, ნაყინი “პლომბირი”, სხვადასხვა ხილი. ბანანი გარეცხეთ, გაფცქვენით, მთელ სიგრძეზე ჩაჭერით, ამოღრუტნეთ და ნაყინი ჩადეთ. გარშემო შემოუწყვეთ სხვადასხვა ხილი - კივი, ფორთოხალი, ანანასი, მოასხით გამდნარი შოკოლადი. ისე ვერაფერი აგიმაღლებთ სადღესასწაულო განწყობას, როგორც ეს დესერტი, რომელიც სეროტონინისა და ენდორფინების - სიხარულის მომგვრელი ჰორმონების - მდიდარი წყაროა.