იცით, რას აჭმევთ შვილებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით, რას აჭმევთ შვილებს?

მაგრამ აქ წამოიჭრება მეორე, არცთუ მარტივი საკითხი - რამდენად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის სინთეზურად მიღებული მიკროელემენტებისა და ვიტამინების კომპლექსი? სად ვეძებოთ გამოსავალი? არსებობს კი ალტერნატიული გზა? გვესაუბრება კიბოს პრევენციის მსოფლიო კოალიციის რეგიონული დირექტორი, ძნელად დიაგნოსტირებადი დაავადებების დედუქციურ-დიფერენციული დიაგნოსტიკის ექიმი, ბუნებრივ მეცნიერებათა ევროპული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, იტალიის ბუნებრივ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მაგისტრი, გულმკერდის ქირურგი დავით ნანობაშვილი.

- რას წარმოადგენს მინერალური ნივთიერებები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის შემადგენლობაში შედის?

- ორგანიზმში დიდი ოდენობითაა კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი და ფოსფორი. მათ მაკროელემენტები ეწოდება. მიკროელემენტები ორგანიზმში ძალიან ცოტაა - ყველა, ერთად აღებული, სხეულის მასის მეხუთიათასედს შეადგენს, ხოლო საკვებში - კიდევ უფრო ნაკლები. ბავშვის ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მიკროელემენტების უკმარისობის მიმართ. მის ორგანიზმს არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ ზრდა და განვითარებაც სჭირდება, ამისთვის კი სწორედ ეს მიკროელემენტებია აუცილებელი. ადამიანის ორგანიზმისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი ბიოლოგიური ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად, აუცილებელია 86 ელემენტი, მათ შორის - რკინა, იოდი, სპილენძი, მანგანუმი, თუთია, კობალტი, მოლიბდენი, სელენი, ქრომი, ფთორი. საკვებში ნებისმიერი მათგანის უკმარისობა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

- რა გავლენას ახდენს რკინის ნაკლებობა ბავშვის ორგანიზმზე?

- რკინა შედის ჯგუფში, რომელიც მასთან ერთად აერთიანებს სპილენძს, კობალტს, მანგანუმსა და ჩ ვიტამინს და წარმოადგენს სისხლის წარმოქმნის პროცესის აუცილებელ რგოლს. რკინა მონაწილეობს ჰემოგლობინის აგებაში, ხოლო ჰემოგლობინი სისხლის წითელი ბურთულების, ერითროციტების, შემადგენელი ნაწილია. ჰემოგლობინი აწვდის ჟანგბადს ორგანიზმის ყველა უჯრედსა და ქსოვილს. საკვებში რკინის ნაკლებობისას ქვეითდება ჰემოგლობინის დონე, ჟანგბადის გადატანა ირღვევა, ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებში იწყება ჟანგბადის შიმშილი. ამ მდგომარეობას ეწოდება რკინადეფიციტური ანემია (ხალხში სისხლნაკლულობას უწოდებენ). სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში რკინის დეფიციტი ბავშვისთვის ყველაზე საშიშია. რკინის ნაკლებობისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჩვილი (წლამდე ასაკში). რკინის მარაგი, რომელსაც მუცლად ყოფნის პერიოდში დედისგან იღებს, ბავშვს სიცოცხლის მეორე-მესამე თვემდე ჰყოფნის. შემდეგ მაშველ რგოლად გვევლინება დედის რძე. იგი ძროხის რძეზე გაცილებით მეტ რკინას შეიცავს. სიცოცხლის პირველ ნახევარში (პირველი 6 თვე) ჩვილი, ჩვეულებრივ, არ განიცდის რკინის ნაკლებობას. 7 თვიდან დგება დამატებითი საკვების მიღების დრო და საჭიროა რკინით მდიდარი პროდუქტების შერჩევა.

- რომელი საკვები შეიცავს მეტ რკინას - მცენარეული თუ ცხოველური?

- მცენარეული პროდუქტები შეიცავს რკინის იმ ფორმას, რომელსაც ორგანიზმი ცუდად (მცირე რაოდენობით) ითვისებს. გარდა ამისა, მცენარეული რკინის შეწოვას აქვეითებს მსხვილბოჭკოვანი უჯრედისი. თუმცა მაინც არ არის აზრს მოკლებული დამატებით კვებაში რკინის მცენარეული წყაროს ჩართვა. ეს არის სატაცური, ვაშლი, ატამი, შვრია. რკინით გაცილებით მდიდარია ხორცი - ხბოსი, ინდაურისა, კურდღლისა. ის შეიცავს ჰემურ რკინას, რომელსაც კარგად ითვისებს ჩვილის ორგანიზმი. 8 თვიდან შეგიძლიათ რაციონს დაუმატოთ რკინა კვერცხის გულის სახით. სიცოცხლის პირველ წელს რკინის მოთხოვნილება სხეულის ყოველ კილოგრამზე გაანგარიშებით 7-8-ჯერ აღემატება ზრდასრული ორგანიზმის მოთხოვნილებას. ძუძუსთვის თავის დანებების შემდეგ ბავშვმა დღეში ერთხელ უნდა მიიღოს ხორციანი კერძი, კვირაში ორჯერ - შვრიის ფაფა, კვირაში ერთხელ - ისპანახის წვნიანი.


- გარდა სისხლწარმოქმნისა, კიდევ რომელ პროცესებში მონაწილეობს რკინა?

- რკინა უამრავ ფუნქციას ასრულებს ბავშვის ორგანიზმში. იგი ხელს უწყობს მის ოპტიმალურ ზრდას, დაავადებებისადმი წინააღმდეგობას, ფიზიკურ ამტანობას. რკინით სათანადო მომარაგება უზრუნველყოფს ორგანიზმში დამცველობითი ნივთიერებების - ლიზოციმისა და ინტერფერონის - სინთეზს. მათი მეშვეობით სისხლის პლაზმა შეუვალი ხდება ვირუსებისა და დაავადების გამომწვევი სხვა მიკროორგანიზმებისთვის, ბავშვი იშვიათად ავადმყოფობს, სწრაფად უხორცდება, არ უჩირქდება ნაკაწრები. გარდა ამისა, რკინა აქტიურად მონაწილეობს იმუნურ-თავდაცვით პროცესებში.

- როგორ უნდა მიხვდეს დედა, რომ ბავშვის ორგანიზმი რკინის ნაკლებობას განიცდის?

- რკინის დეფიციტის გამოვლენა შესაძლებელია სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზით, მაგრამ არსებობს კლინიკური ნიშნებიც, რომლებიც დედის თვალს არ უნდა გამოეპაროს:

  • ბავშვი უწინდელივით აქტიური აღარ არის, ერთ ადგილას ზის და ისე თამაშობს;
  • ეტანება ცარცს, თიხას, ქაღალდს, გაჯს;
  • ხშირად ცივდება, ტუჩის კუთხეები უსკდება, თმა თხელი და მყიფე უხდება;
  • უჭირს როგორც მყარი, ისე თხევადი საკვების ყლაპვა. ეს უკვე საგანგაშო სიგნალია და სასწრაფო კონსულტაციის საჭიროებაზე მიუთითებს.

- როგორც თავადაც ბრძანეთ, რკინის შეწოვისთვის საჭიროა სხვა მიკროელემენტებიც. რომლებია ეს “დამხმარე” ნივთიერებები?

- სპილენძი, კობალტი და მანგანუმი, ასევე - ჩ ვიტამინი. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ორგანიზმში რკინის უკეთ შეწოვას. ხორციან კერძთან ერთად მიეცით ბავშვს ჩ ვიტამინით მდიდარი პროდუქტიც: წითელი, ტკბილი ბულგარული წიწაკა, ქაცვი, ასკილი, ფორთოხალი ან კივი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რკინა ვერ შეძლებს ჰემოგლობინის შემადგენლობაში შესვლას ე.წ. გამცილებლების გარეშე, ამ როლს კი ასრულებს სპილენძი. ეს ელემენტი შეუცვლელია სისხლწარმოქმნისთვის. სპილენძის წყაროა ღვიძლი, ტვინი, კვერცხის გული, ზოგიერთი სახეობის თევზი, ხორბალი, შავი ქლიავი, პარკოსნები. სკოლამდელი ასაკის ბავშვს დღე-ღამეში 1,6-1,8 მგ სპილენძი სჭირდება.

- როგორ გავიმდიდროთ რაციონი კობალტითა და მანგანუმით?

- ამისათვის საგანგებო ძალისხმევა არ არის საჭირო, რადგან ეს მიკროელემენტები რკინასთან ერთად შედის ხორცში. კობალტს შეიცავს წიწიბურა, ხახვი, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, წითელი ბულგარული, ისპანახი, ბოლოკი, მანგანუმი კი შეიძლება დავუმატოთ საკვებს მწვანილისა და მწვანე მუხუდოს სახით.

- ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მიკროელემენტის ნაკლებობით გამოწვეულ დისბალანსზე ვისაუბრეთ, თუმცა ასეთი მიკროელემენტი ორგანიზმში, სულ ცოტა, 86-ია. იოლი მისახვედრია, რა შეიძლება მოჰყვეს გამოფიტულ ნიადაგზე მოწეული საკვებით ორგანიზმის არასრულყოფილ მომარაგებას. ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ორგანიზმს ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ფუნქციობისთვის ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დამატებით მიღება სჭირდება. რას გვირჩევთ?

- დღეს პოპულარულია ვიტამინოვან-მინერალური კომპლექსები, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ალერგიულ რეაქციებსაც იწვევს. ამ რეაქციების მიზეზი უმეტესად კომპლექსების შემადგენლობაში არსებული დანამატებია - საღებავები, არომატიზატორები, სხვადასხვა ემულგატორი. გამოდის, რომ ვიღებთ მეორე უკიდურესობას - ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად მიღებული სინთეზური კომპლექსი უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს ალერგიული რეაქციების (ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება) სახით.

- არსებობს თუ არა უსაფრთხო დანამატები ბავშვებისთვის?

- მსოფლიოში სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც უსაფრთხო პროდუქციას უშვებს. ნატურალური ნედლეული ძვირია, თანაც დედამიწაზე მისი რესურსები შეზღუდულია, ამიტომ კომპანიების უმეტესობა (სამწუხაროდ, მათ შორის არის ბავშვთა საკვების მწარმოებელი ბევრი ცნობილი კომპანია) უპირატესობას პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ანიჭებს და მის უსაფრთხოებას უგულებელყოფს. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე იყიდება და ბევრი გამოცდილი პედიატრი ურჩევს მშობლებს, გამოიყენონ იგი, განსაკუთრებით - ბავშვის აქტიური ზრდისა და გარდატეხის პერიოდებში. ეს უნიკალური პროდუქტი, რომლის ყველა კომპონენტი მზადდება ნატურალური ნედლეულისგან, არ შეიცავს ქიმიურ ინგრედიენტებს, არც საღებავებს, არც კონსერვანტებს, არც მძიმე მეტალებს. უფრო მეტიც - მისი ჭურჭელი დამზადებულია არა ქიმიური, არამედ ნატურალური მასალისგან - ცელულოზისგან. მოგეხსენებათ, ბევრი მედიკამენტი მოთავსებულია პლასტმასის ჭურჭელში, პლასტმასა კი შეიცავს ორგანიზმისთვის ძალიან საშიშ, კანცეროგენულ ტოქსინებს - ფტალატებს. ამ პროდუქტში შედის 74 შეუცვლელი მიკროელემენტი, ნატურალური ვიტამინების მთელი სპექტრი და 40 მცენარეული ანტიოქსიდანტი, გარდა ამისა - ფულვატები, რომლებსაც ორგანიზმში მოხვედრილი ეს პროდუქტი გადაჰყავს ნახევრად კოლოიდურ მდგომარეობაში, რაც მის ათვისება-შეწოვას აადვილებს. ალერგიის საუკუნედ მონათლულ ეპოქაში ასეთი უსაფრთხო, ნატურალური პროდუქტი ჩვენი შვილებისთვის ნამდვილად საჩუქარია.