კივი ბავშვის მენიუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კივი ბავშვის მენიუში

მათი ნაყოფი სხვადასხვა ზომისა და შეფერილობისაა - მოოქროსფრო-ყავისფრიდან მომწვანო-ყავისფრამდე. დიდი, მწიფე კივი საოცრად გემრიელი და არომატულია. მასში ერთდროულად იგრძნობა მარწყვის, ბანანის, ნესვისა და ანანასის არომატი. საქართველოში მოყვანილი კივის ნაყოფი შედარებით მომცრო ზომისაა, თუმცა გემოთი და შემადგენლობით უცხოურ ჯიშებს არ ჩამოუვარდება. კივი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, რაც მისწრებაა გაზაფხულზე, როდესაც ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას - ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის - გაციების, მიმართ. კივიში C ვიტამინი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერ ციტრუსში! კივის სოუსი შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან ხორციან კერძთან ერთად - C ვიტამინი ხორცში არსებული რკინის ათვისებას შეუწყობს ხელს. კივი სხვა ვიტამინებსაც უხვად შეიცავს. E ვიტამინი ბლოკავს ორგანიზმში არსებულ თავისუფალ რადიკალებს, აძლიერებს უჯრედების მემბრანას და ანელებს მათ დაბერებას, გარდა ამისა, იცავს ფილტვებს დაბინძურებული ჰაერისაგან, ხსნის დაღლილობას. რაც შეეხება B ჯგუფის ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავა (B2) ჩანასახის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხელს უშლის თანდაყოლილი პათოლოგიების განვითარებას. ვიტამინი B9 ხელს უწყობს ჯანსაღი ფსიქიკისა და ინტელექტის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ წლებში. ორიდან ხუთ წლამდე ბავშვმა სასურველია მიირთვას მხოლოდ მწიფე, ტკბილი კივი. თუ პატარა ალერგიული არ არის, შეგიძლიათ, უფრო ადრეულ ასაკშიც მისცეთ. ჯერ ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი კივის წვენი გაასინჯეთ. თუ ალერგიული რეაქცია არ განვითარდა, შეგიძლიათ, ის სტაფილოსა და ვაშლის წვენში გააზავოთ და ისე ასვათ. კივის პესტიციდებით ამუშავებენ, ამიტომ გაფცქვნამდე ნაყოფი კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლის ქვეშ. ძალიან სასარგებლოა კივისა და რომელიმე ტკბილი ხილის, მაგალითად, ბანანის, ვაშლის, მსხლის, მუსი - დაჭერით, ერთმანეთში აურიეთ და დააბლენდერეთ. სამი წლიდან შეიძლება კივითი ხორცის კერძების მომზადებაც. გთავაზობთ ერთი ასეთი კერძის რეცეპტს:

ქათამი ხილით

საჭიროა:

500 გ ქათმის (თეთრი) მოხარშული ხორცი;

2 ცალი მწიფე კივი;

200 გ შავი ქლიავი ან მისი ჩირი;

მწვანე სალათის ფურცლები;

2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი;

1 ფორთოხლის წვენი;

მარილი - გემოვნებით.

მოხარშული ქათმის ხორცი დაკეპეთ და დაალაგეთ სალათის ფურცლებზე. კივი და შავი ქლიავი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად და შეურიეთ ხორცს. ცალკე მოამზადეთ სოუსი ზეითუნის ზეთისა და ფორთოხლის წვენისგან, მოასხით ხორცს. მოაყარეთ წვრილად დაკეპილი კამა.  გვერწმუნეთ, ეს კერძი თქვენს პატარას ძალიან მოეწონება.