სასარგებლო მწვანილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო მწვანილი

- მწვანილს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. როდის და როგორ ჩავრთოთ ის ბავშვის კვებაში?

- ბავშვის მენიუში მწვანილის ჩართვა ერთი წლიდან შეიძლება. ოხრახუში შეიცავს ბევრ კალიუმს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და ფოსფორს. კალიუმი განსაკუთრებით ბევრია ოხრახუშის ფესვებში, ფოთლები კი უფრო ვიტამინებითაა მდიდარი. 100 გრამი ოხრახუში ბავშვის ორგანიზმს 15 მგ ასკორბინის მჟავათი - C ვიტამინით ამარაგებს. ოხრახუში მდიდარია აგრეთვე B1, B2, PP ვიტამინებით და კაროტინით, რის წყალობითაც ის არაჩვეულებრივი საშუალებაა სასუნთქი სისტემის სეზონური ვირუსული დაავადებების საპროფილაქტიკოდ. ყოველივე ამასთან ერთად, ოხრახუში აღძრავს მადას, ააქტიურებს და ხელს უწყობს საკვების მონელებას. ოხრახუშის ფესვები სასარგებლოა მომავალი დედისთვისაც - ის შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა და ორგანიზმიდან ჭარბი მარილები გამოაქვს. მადის აღმძვრელი თვისება აქვს ქინძსაც. ის ამდიდრებს კერძს C ვიტამინითა და კაროტინით. მის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები ამცირებს ნაწლავთა შებერილობას (მეტეორიზმს), რომელიც პატარა ბავშვების ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა. კამა განთქმულია არა მხოლოდ განუმეორებელი არომატით, არამედ C ვიტამინის შემცველობითაც. 100 გ კამა 100 მგ C ვიტამინს შეიცავს. საზოგადოდ, ეს მცენარე მინერალებისა და ვიტამინების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კამა ააქტიურებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას და პატარას დაგროვილი აირებისგან ათავისუფლებს. შეგიძლიათ, წვრილად დაკეპილი კამა მოაყაროთ მზა კერძს - წვნიანს, პიურეს. თუ ჭამის შემდეგ დაალევინებთ ბავშვს სააფთიაქო ფორმის C ვიტამინს (დრაჟეს, წვეთებს), ორგანიზმს მისი ათვისება გაუადვილდება. საზოგადოდ, C ვიტამინის ბუნებრივი “თანამგზავრების” - რუტინის, რკინის, ჰესპერიდინის - შემცველობის წყალობით კამა და ქინძი აადვილებს სააფთიაქო ფორმის C ვიტამინის ათვისებას. ამიტომაც არის რეკომენდებული C ვიტამინის მიცემა კვების შემდეგ. ნიახური მდიდარია PP, K, C, E და B ვიტამინებით, ასევე - კალიუმის, ნატრიუმის, რკინის, თუთიის, მანგანუმის მარილებით. გარდა ამისა, შეიცავს სელენს, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდშემცველი ჰორმონების წარმოქმნისთვის. მასში უხვად არის ეთერზეთები. მის მკვეთრ გემოსა და სუნს განაპირობებს სეანის მჟავას ნაერთები, რომლებიც არც ერთ სხვა ბოსტნეულსა თუ მწვანილში არ მოიპოვება. ნიახური დაბალკალორიულია და ამიტომ არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. კვებისას მისი შეზღუდვა საჭირო არ არის - ის ჰგვრის დანაყრების შეგრძნებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ხორციანი კერძებისთვის ნიახური აუცილებელია. იგი შეიცავს სასარგებლო საკვებ ბოჭკოს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

ჩაშუშული სტაფილო ნიახურით

დაგჭირდებათ:

  • 100 გ ნიახურის ძირი (ფესვი),
  • 100 გ სტაფილო,
  • 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი,
  • კამა, ოხრახუში, ქინძი, მარილი - გემოვნებით.

სტაფილო და ნიახურის ძირები კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივ წყალში, დაჭერით რგოლებად და ჩაშუშეთ ზეთში, როცა დარბილდება, შეაზავეთ მარილით, გადმოიღეთ თეფშზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და ქინძი.

ვიტამინოვანი სოუსი

200 გ არაჟანი ან ნაღები ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი, ოხრახუში, 1-2 კბილი მარილთან ერთად დანაყილი ნიორი. კარგად აურიეთ. ეს სოუსი მოასხით შემწვარი ქათმის ან თევზის ფილეს, მოხარშულ კარტოფილს.

მოზრდილი ბავშვებისთვის სოუსს შეგიძლიათ დაუმატოთ უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, 10 წვეთი ღვინის ძმარი, ბალზამიკო.