ვაჭამოთ თუ არა ბავშვს მანგო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაჭამოთ თუ არა ბავშვს მანგო

რითია სასარგებლო მანგო?

ზამთარში, როდესაც ხილი გვაკლია, ის ორგანიზმს ვიტამინებით ამარაგებს და ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. მანგოს რბილობი შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და უჯრედისს. მდიდარია ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ჩ და B ჯგუფის ვიტამინებით, ყველაზე დიდი ოდენობით კი ბეტა-კაროტინს (პროვიტამინ A-ს) შეიცავს. სწორედ ბეტა-კაროტინის შემცველობის გამოა ის აუცილებელი პატარებისა და მომავალი დედებისთვის. მანგო გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს ძვირფასი მინერალური ნივთიერებებით, ისეთებით, როგორებიცაა კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი, ასევე - ორგანული მჟავებით, საქაროზითა და პექტინით, რომელიც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციობისთვის. კალიუმისა და ბეტა-კაროტინის მაღალი შემცველობის წყალობით მანგოს აქვს ანტიდეპრესიული ეფექტი - აუმჯობესებს განწყობას. ის შარდმდენი და ყაბზობის დროს ნაწლავთა მოქმედების გამააქტიურებელია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ორსულობის III ტრიმესტრში. თუ ერთი ცალი მანგოს წვენს დავუმატებთ 1 ცალ გახეხილ სტაფილოს და ხშირად მივირთმევთ, ეს თირკმელებში კენჭების წარმოქმნისგან დაგვიცავს. მანგოს ნაყოფი შეიცავს მნიშვნელოვან მიკროელემენტს - თუთიას, რომელიც დადებითად მოქმედებს გონებრივ განვითარებაზე და ხელს უწყობს სწავლას. კვირაში 2-3 ცალი მანგო ბავშვის ორგანიზმს სავსებით უზრუნველყოფს ამ მიკროელემენტით.

როგორ ავარჩიოთ

საკვებად ვარგისია ნაყოფი, რომელიც ხელის შეხებისას ოდნავ რბილია. მნიშვნელოვანია ფერიც. ის შეიძლება იყოს ყვითელი, მომწვანო, თუმცა ჩვენს მაღაზიებში და დახლებზე უმეტესად წითელი გვხვდება. შეიძინეთ ისეთი ნაყოფი, რომელიც ყუნწთან მწვანედ არ არის შეფერილი.

როგორ მივირთვათ

მწიფე ნაყოფი ადვილად იფქცვნება. გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკა. შემდეგ ნახევარმთვარისებურად დაჭერით და ისე მიართვით პატარას. გთავაზობთ სალათა-კოქტეილის რეცეპტს 1,5-2 წლის ბავშვებისთვის. აიღეთ:

  • 100 გ მანგოს რბილობი;
  • 100 გ ფორთოხალი;
  • 4 სადილის კოვზი შაქრის სიროფი;
  • 1 ცალი ფორთოხლის წვენი.

მანგოს რბილობი დაჭერით კუბიკებად, ფორთოხალი - მრგვალ ნაჭრებად, ჩააწყვეთ მინის ფიალაში, მოასხით შაქრის სიროფი და ფორთოხლის წვენი. სურვილისამებრ, მორთეთ პიტნის ფოთლებით.