საჭიროა თუ არა წყალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჭიროა თუ არა წყალი

- მშრალ და ცხელ ქვეყნებში ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილები უფრო ნაკლებად განიცდიან ორგანიზმის გამოშრობას, ვიდრე ისინი, რომლებიც დედის რძესთან ერთად სხვა სითხესაც იღებენ. ჩვილი შიმშილსა და წყურვილს დედის რძით იკლავს - მისი 85-90% ხომ წყალია. ის ოპტიმალური რაოდენობით შეიცავს ყველა საჭირო მინერალურ ნივთიერებას, რომელთა ბალანსის დარღვევასაც გამოშრობამდე მივყავართ. მეტიც - სიცოცხლის პირველ თვეებში დედის რძესთან ერთად წყლის მიცემა სახიფათოა, შესაძლოა, საკვებით დაუკმაყოფილებლობა გამოიწვიოს. ამ ასაკში ჩვილის კუჭს შეზღუდული ოდენობის საკვების მიღება შეუძლია. ეს ოდენობა სხეულის მასის 1/6-1/5-ს უდრის. ახალშობილის ნერვული სისტემის თავისებურება ისეთია, რომ წყალი მის ცრუ დაკმაყოფილებას იწვევს. გამოდის, რომ თუ ბავშვმა 100 მლ წყალი დალია, ამავე ოდენობის რძეს ვეღარ მოწოვს. ეს მაშინ, როდესაც რძეზეა დამოკიდებული მისი ზრდა-განვითარება, წყალს კი განსაკუთრებული სარგებლობა არ მოაქვს. გაითვალისწინეთ: ჩვენ ვსაუბრობთ თვეების ჩვილებზე, რომლებიც მხოლოდ დედის რძით იკვებებიან. ხელოვნურ და შერეულ კვებაზე მყოფ ბავშვებს, წყალი, რასაკვირველია, სჭირდებათ.

- კერძოდ, რითია საშიში სიცოცხლის პირველ თვეებში დედის რძესთან ერთად წყლის მიცემა?

- ახალშობილი სტერილური ნაწლავით იბადება რომელშიც 6 თვემდე სახლდება სასარგებლო მიკროორგანიზმები. დედის რძე ხელს უწყობს ბუნებრივი მიკროფლორის საჭირო ბალანსის შენარჩუნებას, დამატებითი საკვების ან წყლის მიღებისას კი სასარგებლო და მავნე მიკროორგანიზმების წონასწორობა ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ ირღვევა, ანუ ყალიბდება დისბიოზი. ჯანმოს გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩვილებს, რომლებიც დედის რძესთან ერთად სხვა სითხესაც იღებენ, სამჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, ვიდრე მხოლოდ დედის რძეზე მყოფებს. კიდევ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი - დედის რძე წოვის შედეგად გამომუშავდება, რამდენსაც მოწოვს ჩვილი, იმდენივე წარმოიქმნება შემდეგში. თუ ჩვილმა წყალი დალია, ნაკლებ რძეს მოწოვს, ამის კვალობაზე, ლაქტაციაც შემცირდება.

- რამდენი სითხე უნდა მიიღოს ჩვილმა დღე-ღამეში?

- თუ ძუძუზეა, პირველ სამ თვეს, როგორც გითხარით, დამატებით სითხე არ სჭირდება. თუ ხელოვნურ კვებაზეა:

  • პირველი 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს 80-150 მლ სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე;
  • 6 თვიდან 1 წლამდე - 130მლ/კგ;
  • 1-დან 3 წლამდე - 100მლ/კგ.

სითხის მოთხოვნილება გუნება-განწყობასა და ტემპერატურაზეა დამოკიდებული. თუ გარემოს ან სხეულის ტემპერატურა მაღალია ან ორგანიზმი სითხეს კარგავს, მაგალითად, ოფლიანობის, პირღებინების, დიარეის გამო, მოთხოვნილება, თავისთავად, მოიმატებს. სიცხეში ორგანიზმი ძალიან სწრაფად შრება, რაც სახიფათოა, მეტადრე - ბავშვისთვის. რაც უფრო მცირე ასაკისაა ჩვილი, მით მეტია წყალი მის უჯრედებსა და ქსოვილებში და უფრო აქტიურადაც კარგავს მას თირკმელების, ნაწლავების, კანისა და ამონასუნთქი ჰაერის საშუალებით.

- კიდევ რა სითხე შეიძლება შევთავაზოთ პატარას?

- წყურვილის მოსაკლავად, ორგანიზმის გასაგრილებლად და, ამავე დროს, ვიტამინებით მოსამარაგებლად კარგია ახალი, ოდნავ დამტკბარი კომპოტი, ასკილის ნაყენი. ასკილი ბავშვის ორგანიზმს ფასეული ნივთიერებებით - ბეტა-კაროტინით და ჩ ვიტამინით, რუტინითა და ჰესპერიდინით ავსებს. აიღეთ 1 სადილის კოვზი ასკილის ნაყოფი, გარეცხეთ გამდინარე წყალში და დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და გააგრილეთ, შემდეგ გადაწურეთ და ოდნავ დაატკბეთ. წლინახევრიდან უკვე შეიძლება დღეში 100-150 მლ ნაყენის 2-3 ულუფად მიცემა. ზაფხულში მისი კვირაში ორჯერ მიღება საკმარისია. გაითვალისწინეთ: ორგანიზმის სითხით შესავსებად ტკბილი გაზიანი სასმელები რეკომენდებული არ არის.