რა მოვუმზადოთ თევზისგან ბავშვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მოვუმზადოთ თევზისგან ბავშვს

გავუკეთო თევზის პიურე, მაგრამ უხალისოდ ჭამს. კიდევ რა შეიძლება მოვუმზადოთ თევზისგან ბავშვს?

თევზი ძალიან სასარგებლოა ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის. მასში უხვადაა ცილა, ფოსფორი და კალციუმი. თევზი განსაკუთრებით ფასეულია უჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსის ომეგა-3-ის შემცველობის გამო. ის მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე აუცილებელია, ვინაიდან თავის ტვინისა და მხედველობის განვითარებას უზრუნველყოფს.

თევზის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინისმაგვარი ნივთიერება ქოლინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის მეხსიერებისა და აზროვნების განვითარებაში, ხოლო კალციფეროლი (D ვიტამინი) ზრდის გამძლეობას ვირუსული ინფექციების მიმართ.

ალერგიული ბავშვების რაციონში თევზი 1 წლის შემდეგ უნდა შეიტანოთ, ისიც - ნელ-ნელა, მცირე ულუფებით. თავდაპირველად მეოთხედი ჩაის კოვზი გავასინჯოთ. თუ ორგანიზმმა ის რექციის გარეშე მიიღო, შეგვიძლია, თანდათან გავზარდოთ ულუფა.

თევზი ბავშვს კვირაში ერთხელ უნდა მივცეთ, ისიც - ნაკლებცხიმიანი და ახალი. საუკეთესოა ორაგულის ფილე, კალმახი, ქაშაყი, თინუსი, სკუმბრია. გაყინული თევზი გასალღობად ცივ მარილწყალში უნდა მოათავსოთ, რათა კვებითი ღირებულება შეინარჩუნოს.

რითი დავიწყოთ?

10-12 თვემდე საუკეთესოა თევზის პიურე, მერე კი რაციონი თანდათან უნდა გავამრავალფეროვნოთ, რომ ბავშვს ერთი და იგივე კერძი არ მობეზრდეს. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს.

თევზის ბურთულები

საჭიროა:

  • 300 გ თევზის ფილე;
  • 1/3 ჭიქა ანუ დაახლოებით 50-60 მლ რძე;
  • 80 გ ფუნთუშა;
  • 50 გ ნაღების კარაქი;
  • 1 კვერცხი;
  • დაფქული ორცხობილა ან საფანელი.

თევზის ფილე ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ ამავე მანქანაში გაატარეთ რძეში დამბალი ფუნთუშა. შეურიეთ ფარშს. დაამატეთ კვერცხი, მარილი, გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთულები, რომლებსაც გულში ჩააყოლებთ კარაქის ნაჭერს, ამოავლეთ საფანელში, დააწყვეთ ორთქლის ქვაბის საცხაურზე, დაახურეთ თავზე და ორთქლში მოხარშეთ. თეფშზე გადაღებულს, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

ორაგულის სალათა

საჭიროა:

  • 200 გ ორაგულის ფილე;
  • თითო წითელი, ყვითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა;
  • 2-3 ღერი მწვანე ხახვი;
  • ამდენივე კამა;
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის (მზესუმზირას, სიმინდის) ზეთი;
  • 1 ცალი ლიმონის წვენი;
  • მარილი.

ფილე მოვხარშოთ და კუბიკებად დავჭრათ. დავუმატოთ მსხვილად დაკეპილი ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა. ავურიოთ. ცალკე მოვამზადოთ სოუსი ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენისგან და მოვასხათ სალათას.

თევზის მობრაწულა

საჭიროა:

  • 300 გ ორაგულის ფილე;
  • 4-5 ცალი მოზრდილი სტაფილო;
  • 1 თავი ხახვი;
  • 150-200 გ სულგუნი;
  • 2 სადილის კოვზი ზეთი;
  • რამდენიმე ღერი კამა და ოხრახუში.

დაჭერით თევზი მოგრძო თხელ ნაჭრებად. კარტოფილი ისე მოხარშეთ, რომ არ ჩაიშალოს და დაჭერით მრგვალად. გახეხეთ სტაფილო, ალყა-ალყა დაჭერით ხახვი და ზეთში მოშუშეთ. ეს ყველაფერი ფენებად ჩაალაგეთ ცხიმწასმულ ფორმაში: ჯერ - კარტოფილი, შემდეგ - სტაფილოსა და ხახვის ნარევი, თევზი, წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში, ზემოდან - სტაფილო და ხახვი, კარტოფილი, დაახეხეთ ყველი, მოასხით 1/2 ჩაის ჭიქა წყალი და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 40 წუთით. მიირთვით გაგრილებული.

თევზი ლიმონით

საჭიროა:

  • 500 გ თეთრი ჯიშის თევზის ფილე;
  • 200 მლ რძე;
  • 100მლ მცენარეული ზეთი (შესაწვავად);
  • 3 კვერცხი;
  • 200 გ პურის ფქვილი;
  • დაფქული ყვითელი ყვავილი;
  • 1 ცალი ლიმონი;
  • მარილი.

დაჭერით თევზი ულუფებად, მოაყარეთ მარილი და დატოვეთ. ცალკე მოამზადეთ ბლინის კონსისტენციის ცომი - ათქვიფეთ კვერცხი, შეათქვიფეთ მარილი და ყვითელი ყვავილი, რძე და ფქვილი. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

თევზის ნაჭრები სათითაოდ ამოავლეთ ამ მასაში და შეწვით ზეთში, სანამ ოქროსფერ-მოვარდისფრო ქერქი არ გაუჩნდება. ამოიღეთ თეფშზე, მოასხით ლიმონის წვენი და გაგრილებული მიიტანეთ სუფრასთან. გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ ბოსტნეულის სალათა.