დანაყრდა თუ არა პატარა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დანაყრდა თუ არა პატარა

მათი შეშფოთება გასაგებია - რძე ხომ ყველაზე სრულფასოვანი საკვებია და სიცოცხლის პირველ თვეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარას ზრდა-განვითარებისთვის.

როგორ მივხვდეთ, ჰყოფნის თუ არა პატარას დედის რძე და როგორ მოვიქცეთ, თუ არა?

დაუკმაყოფ ილებლობის ნიშნები

ადეკვატური კვების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია სხეულის მასა. სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბავშვმა ყოველთვე 500-დან 700 გრამამდე უნდა მოიმატოს, კვირაში - საშუალოდ 125 გრამი.

მეორე ნიშანია შარდვის სიხშირე. წლამდე ბავშვი დღე-ღამეში 15-ჯერ მაინც უნდა შარდავდეს. იშვიათი შარდვა იმაზე მეტყველებს, რომ პატარას საკვები არ ჰყოფნის.

საკვების უკმარისობას მრავალი მიზეზი აქვს. ერთი მათგანია ჰიპოგალაქტია - დედის რძის უკმარისობა. ჰიპოგალაქტიის მიზეზი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს:

  • ძუძუთი კვების არასწორი ტექნიკა (ძუძუსთან გვიან მიყვანა, იშვიათი ან ხანმოკლე კვება, დამატებითი საკვების ნაადრევი მიცემა, მატყუარას ხშირი გამოყენება);
  • სტრესი, გადაღლილობა, მოუსვენრობა, ძუძუთი კვების სურვილის უქონლობა.

ჯანმოს მონაცემების მიხედვით, ქალების მხოლოდ 1%-ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, რომლებიც ძუძუთი კვებას ხელს უშლის.

ნუ დავივიწყებთ, რომ ქალი დედობისთვისაა შექმნილი. ჰიპოგალაქტიის დაძლევა უმეტესად შესაძლებელია, საჭიროა მხოლოდ სურვილი და მოთმინება.

ლაქტაციის მოწესრიგება

ლაქტაციის მოწესრიგება შესაძლებელი გახდება, თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ ცხოვრების წესს. ახალბედა დედამ რაც შეიძლება კარგად უნდა დაისვენოს, თავი არიდოს სტრესულ სიტუაციებს და მეტი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე. ეცადეთ, ისეირნოთ პარკში, სკვერში, ხმაურიანი მაგისტრალებისგან მოშორებით. ბავშვთან ერთად დასასვენებლად მყუდრო და გამწვანებული ადგილები შეარჩიეთ.

ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბალანსირებული კვება. იმისთვის, რომ ჩვილმა ჰარმონიული ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები მიიღოს, საჭიროა, დედა სრულფასოვნად იკვებოს და დღე-ღამეში სვას 2 ლიტრამდე სითხე.

რძის უკმარისობისას საუკეთესოა ლაქტაციის მასტიმულირებელი ბუნებრივი საშუალებები, მაგალითად, ფუტკრის რძე.

ფუტკრის რძე შეიცავს ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინმჟავებს, ვიტამინებს, მაკრო- და მიკროელემენტებს, საჭმლის მონელებისთვის აუცილებელ ფერმენტებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გულის მუშაობას და, რაც მთავარია, სარძევე ჯირკვლების სტიმულაციას ახდენს.

სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე!

ლაქტაციისთვის მნიშვნელოვანია განწყობაც. ძუძუთი კვება დედა-შვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დროს ყალიბდება მათი ურთიერთმიჯაჭვულობა, იყრება მომავალი ურთიერთდამოკიდებულების ფუნდამენტი.

კვების დროს სიმშვიდე ქალის იდეალური პოზიციაა. ენდეთ საკუთარ თავს, ყველაფერი გამოგივათ. იამაყეთ, რომ ხართ მეძუძური დედა. თავდაჯერება სიმშვიდის საწინდარია, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია ლაქტაციის გაუმჯობესებისთვის.

ჩვილმა თავი მშვიდად რომ იგრძნოს, კარგად უნდა დანაყრდეს, ამისთვის კი დედის სიმშვიდეა აუცილებელი.

შევცვალოთ თუ არა კვებისას ძუძუ?

ზოგ ქალს ეჩვენება, რომ ნაკლებცხიმიანი, მოცისფრო რძე აქვს, ჰგონია, ბავშვი მშიერი რჩება და კვების დროს ძუძუს ცვლის.

“ცისფერი” რძე პირველი ულუფაა, უფრო წყლიანი და რძის შაქრით (ლაქტოზით) უფრო მდიდარი. ამ ულუფას წინა რძესაც უწოდებენ. თუ ჩვილმა დიდი ოდენობით მიიღო წინა რძე, ლაქტოზის სიჭარბის გამო მუცლის ტკივილი, კოლიკა შეაწუხებს.

ამის თავიდან ასაცილებლად ზოგი ქალი კვებამდე ძუძუს იწველის. ამ შემთხვევაში პატარა წინა რძეში არსებულ ვიტამინებს ვეღარ მიიღებს. გარდა ამისა, გამოწველა ლაქტაციის სტიმულაციას იწვევს, რძის ჭარბი გამომუშავება კი დამატებით პრობლემებს უქმნის დედას.

წინა და უკანა რძეს შორის დისბალანსის თავიდან ასაცილებლად საკმარისია, ძუძუ გამოიცვალოს არანაკლებ სამ საათში ერთხელ.

ჩვილმა შესაძლოა ამაზე ხანმოკლე ინტერვალით მითხოვოს ჭამა. ამ შემთხვევაში სხვადასხვა ძუძუს ნუ მოაწოვებთ. ასე ის წინა რძესაც მიიღებს და ადვილად მოსანელებელ უკანა რძესაც, რომელიც ცხიმითაა მდიდარი. სამი საათის შემდეგ კი ძუძუ შეცვალეთ და ახლა მეორიდან მოაწოვეთ პატარას წინა და უკანა რძე.

როცა ჩვილი წამოიზრდება და უფრო დიდ ულუფას მოითხოვს, პრობლემაც გაქრება - ის ბოლომდე გამოცლის ძუძუს.