პომელო - გრაციოზული ციტრუსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პომელო - გრაციოზული ციტრუსი

ბევრს ჰგონია, რომ პომელო გრეიპფრუტისგან წარმოიშვა. ფორმითა და ზომით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა ახლო ნათესავებიც კი არ არიან. თავის სამშობლოში - ჩინეთში უძველესი დროიდან იყო ცნობილი, რასაც ძველი ჩინური ჟამთააღმწერლის ჩანაწერებიდანაც ვიგებთ. ევროპაში კი იგი XIV საუკუნეში შეიტანეს მოგზაურმა მეზღვაურებმა.

პომელოს კანი მკვეთრი ყვითელი ან მწვანე შეფერილობისაა, ისე პრიალებს, თითქოს ლაქითაა დაფერილი. არსებობს მოწითალო შეფერილობისაც.

გემო ტკბილი აქვს, ნაზი, ოდნავ მომჟავო, ფორთოხლის არომატით.

როგორ შევარჩიოთ ნაყოფი

ყიდვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ნაყოფის სუნს, რაც უფრო მძაფრი და სასიამოვნოა, მით მეტად მწიფე, წვნიანი და გემრიელი იქნება.

მართალია ჩვენამდე დაუმწიფებელი ნაყოფი მოდის, მაგრამ შესაძლებელია მისი დაყოვნება დამწიფების მიზნით, მწიფე კი კარგად ინახება მაცივარში. პომელოს წვენი სწრაფად კლავს წყურვილის გრძნობას.

პომელოს მოსავალს თებერვალ ში იღებენ, რადგან ამ დროს არის ყველაზე მწიფე და წვნიანი. ამიტომ უფროსებსაც და ბავშვებსაც გირჩევთ, ამ პერიოდში მიირთვათ ეს ციტრუსი.

ფორთოხლისგან განსხვავებით, პომელოსთვის კანის მოშორება ძალიან იოლია - საკმარისია დანით გაჭრა და ლებნები თავისუფლად სცილდება კანს.

რატომაა სასარგებლო?

პომელოს ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ც ვიტამინს, ბეტა-კაროტინს (პროვიტამინ A-ს), B ჯგუფის ვიტამინებს, მათ შორის - ფოლიუმის მჟავას.

მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით - კალიუმით, ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი მიკროელემენტები.

ნაყოფი კარგად ანაყრებს, თუმცა ცოტა კალორიას შეიცავს - 100 გ რბილობი 30-39 კკალ-ს. ამიტომ ხშირად იყენებენ გასახდომ დიეტებში.

თუ ადამიანი კვირაში სამი დღე მაინც მიიღებს პომელოს, მისი იმუნიტეტი სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ გაძლიერდება.

როგორი სახით მივირთვათ?

პომელოს ლებნები შეიძლება მიირთვათ ნატურალური სახით ან მოამზადოთ მისგან სადღესასწაულო სალათები.

სალათი პატარებისთვის

საჭიროა:

1 პომელო

2-2 ცალი კივი, ვაშლი, ბანანი

100 გ შავი ყურძენი (ალადასტური)

250 გ გახეხილი სულგუნი

100 გ ატმის იოგურტი

1 ლიმონი

2 ჩაის კოვზი თაფლი და გემოვნებით დარიჩინი.

დაჭრილ ხილს შეურიეთ თაფლისა და იოგურტის სოუსი ყველთან ერთად. 10-15 წთ-ით შედგით მაცივარში და მიირთვით.

სამარხვო სალათი

საჭიროა:

1 პომელო, დაჭრილი კუბებად

1 კონა მწვანე სალათი

1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი

მარილი გემოვნებით.

ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს, მოასხით ზეთი და მოაყარეთ მარილი. მიირთვით გემრიელად!