ჩვილი და დიეტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვილი და დიეტა

განასხვავებენ პარატროფიის სამ ხარისხს:

  • I - სხეულის მასა ნორმაზე 10-20%-ით მეტია;
  • II - 25%-ით მეტი;
  • III - 40-45%-ით მეტი.

- როგორ გამოიყურება ჭარბწონიანი ჩვილი?

- ჭარბად ნაკვებ ბავშვებს ხშირად აქვთ დამახასიათებელი აღნაგობა: მოკლე კისერი, განიერი გულმკერდი, ვიწრო მხრები, სხეულის მრგვალი ფორმები. ბავშვი ჩასუქებულია, ნაკვები, მაგრამ ფერმკრთალი, კანის ელასტიკურობა და კუნთების ტონუსი დაქვეითებული აქვს. მუცლის, წელის, გულმკერდისა და დუნდულების მიდამოს კანქვეშა შრეში აღენიშნება ზედმეტი ცხიმოვანი ჩანართები.

- რას გულისხმობს ბალანსირებული კვება?

- ბალანსირებული კვებაა საკვები ინგრედიენტების - ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სწორი თანაფარდობა. სამწუხაროდ, ეს ხშირად ვერ ხერხდება.

ნახშირწყლების სიჭარბე

თუ ბავშვს ურჩევნია ცომეული, ნაკლებად ჭამს ცილოვან და მცენარეულ საკვებს, უყვარს რძიანი ფაფები, ტკბილი წვენები, კარტოფილი, ბანანი, მურაბა, ნამცხვრები - ამას ადრე “ცომეულის დაავადებას” უწოდებდნენ.

ნახშირწყლების სიჭარბე იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტული სისტემის განლევას, მატულობს ინსულინის გამოყოფა, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას ნახშირწყლებზე. იქმნება მანკიერი წრე. გარდა ამისა, ნახშირწყლებისგან წარმოქმნილი ცხიმი ორგანიზმში აკავებს სითხეს. ბავშვი მიდრეკილია შეშუპებისადმი.

რაციონში ბოსტნეულის, ხორცის ნაკლებობა იწვევს მინერალური ცვლის დარღვევასა და ავიტამინოზს. A, D, E, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი შესაძლოა ანემიისა და რაქიტის, ასევე იმუნიტეტის დაქვეითებისა და ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევის მიზეზი გახდეს.

ცილების სიჭარბე

ცილების სიჭარბე მაშინ ვითარდება, თუ ბავშვმა გვიან დაიწყო ხილისა და ბოსტნეულის მიღება, სამაგიეროდ, დღეში რამდენჯერმე ჭამს ხაჭოს, კვერცხის გულსა და ხორცს. ცილების სიჭარბე არღვევს საჭმლის მონელებას, ჩვილს აწუხებს შეკრულობა, იზრდება დატვირთვა თირკმელებსა და ღვიძლზე, კუჭის წვენის მჟავიანობის გამო ფერხდება რკინის ათვისება.

- ბუნებრივ ან ხელოვნურ კვებაზე მყოფ წლამდე ბავშვებს რატომ ემუქრებათ ჭარბი წონა?

- ზედმეტი წონა ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებშიც აღინიშნება. ასეა, როდესაც იმის შიშით, რომ ჩვილი მშიერი არ დარჩეს, დედა ხშირად - ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აწოვებს ძუძუს. ჩვილის მცირე ტევადობის კუჭი ვერ ასწრებს წინა ულუფისგან დაცლას, ახალი ულუფის მისაღებად კუჭის კედლები იჭიმება და პატარა ეჩვევა ჭარბ ულუფებს. ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი 1,5სთ-ზე ნაკლები ინეტრვალებით არ უნდა იკვებებოდეს.

კუჭი არც ხელოვნური კვების დროს უნდა მიაჩვიოთ ზედმეტ ულუფას, თუმცა, ამ შემთხვევაში, კვებათა შორის ინტერვალი 2-3 საათი მაინც უნდა იყოს.

- რა ურჩევთ წლამდე ასაკის ბავშვის მშობელს კვების შესახებ?

- თუ ბავშვი ხელოვნურად იკვებება, მკაცრად უნდა დაიცვათ ინსტრუქცია. მითითებულზე მეტი ფხვნილის გამოყენება არ შეიძლება - ნორმები ასაკის მიხედვითაა გამოთვლილი.

ჭარბი ულუფისგან დასაცავად სწორად უნდა შეარჩიოთ საწოვარა, მისი ნახვრეტის ზომა. თუ საკვები ბოთლიდან თავისუფლად გადმოედინება და ბავშვი დატვირთვის გარეშე იღებს საკვებს, ის დანაყრებას ვერ გრძნობს, ჭარბი ულუფა კი კუჭ-ნაწლავს დატვირთვით მუშაობას აიძულებს.

იდეალურ შემთხვევაში საწოვარას იმ ზომის ნახვრეტი უნდა ჰქონდეს, რომ ბოთლის დაყირავებისას წვეთები გულის პულსაციის შესატყვისი სიჩქარით წამოვიდეს.

არსებობს წესები, რომელთა დაცვა რეკომენდებულია:

  • დამატებითი საკვების მიცემა დაიწყეთ ექიმის კონსულტაციით მითითებულ ასაკში
  • თუ ჩვილს ასაკთან შედარებით ზედმეტი წონა აქვს, დამატებითი კვება დაიწყეთ ბოსტნეულით, ის ნაკლებკალორიულია, ვიდრე დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი;
  • ფაფა მოამზადეთ ბოსტნეულის ნახარშზე და მიეცით დღეში ერთხელ, არა უმეტეს 130-150 გრამისა;
  • უფრო კალორიული საკვები მიეცით დღის პირველ ნახევარში.

ზოგ მშობელს ჰგონია, რომ ფაფა და ბოსტნეულის პიურე ბავშვს არ ანაყრებს, ამიტომ უფრო მეტს აჭმევს ხაჭოს, კვერცხს, ხორცს. ეს კი ცილოვანი საკვების სიჭარბეს იწვევს.

თუ პატარა ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი, ნუ აიძულებთ ულუფა ბოლომდე შეჭამოს. თუ თეფშზე რამდენიმე ლუკმა დარჩა, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ დანაყრებულა. ნუ მიაჩვევთ მას საკვების მარაგის დაგროვებას. დაიხსომეთ, ბავშვი ჭამს იმდენს, რამდენსაც ორგანიზმი სთხოვს.

- შესაძლოა თუ არა, დედის რძის ზედმეტმა ცხიმიანობამ ჩვილი გაასუქოს?

- დედის რძის ცხიმიანობის გასაგებად სპეციალური ლაბორატორიული კვლევა არც არის საჭირო - ნახევარი ჩაის ჭიქა გამოწველილი რძე გააჩერეთ რამდენიმე წუთით. თუ ზედაპირზე ცხიმის თხელი ფენა გაჩნდა, ეს ნორმალურია, სქელი ცხიმოვანი ფენის წარმოქმნა კი რძის მაღალ ცხიმიანობაზე მიუთითებს.

მომატებული ცხიმიანობის შემთხვევაში ჩვილი ძირითადად რძის პირველი, წინა ულუფებით უნდა კვებოთ, ანუ ძუძუ ბოლომდე არ დააცლევინოთ; რძის ბოლო ულუფები გაცილებით ცხიმიანია. დარჩენილი რძე გამოიწველეთ, რათა დამატებითი პრობლემები არ შეგექმნათ.

- როგორ კონტროლდება წონა?

- წონას ჩვილის ყოველთვიური აწონით ვაკონტროლებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ორი მაჩვენებლის - წონისა და სიგრძის პროპორციული შესატყვისობა. თუ ჩვილი ნორმაზე მეტი სიგრძისაა, წონაც მეტი ეკუთვნის.

სწორი დასკვენების გამოსატანად ყოველთვიური აწონა-გაზომვის მაჩვენებლები და მათი თანაფარდობა უნდა აღინუსხოს.

- როდის არის საგანგაშო ჩვილისთვის წონის მომატება?

- ნორმალური ჩვილი ყოველთვე იმატებს წონას, ეს პროცესი მისი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია; როდესაც ჩვილი აქტიურ მოძრაობას იწყებს, ე.ი. დაახლოებით 6 თვიდან, ის ადრინდელივით ვეღარ იმატებს.

თუ ხელოვნურ ან ბუნებრივ კვებაზე მყოფმა ჩვილმა 6 თვიდან აქტიურად განაგრძო წონის მატება, ეს უკვე საგანგაშოა და ექიმის კონსულტაციას გირჩევთ. უნდა გაკონტროლდეს წონის მატების დინამიკა, სისხლში შაქრის დონე, ჰორმონები და ბიოქიმიური მაჩვენებლები.

- როგორ მოვიქცეთ, თუ პატარამ მეტისმეტად გაუსწრო წონით თანატოლებს?

- პატარებს აქტიური მოძრაობის ბუნებრივი მოთხოვნილება აქვთ. ნუ დაუშლით, ნუ აიძულებთ მანეჟში ან ეტლში ჯდომას, იხოხოს, იხტუნოს, ირბინოს. მოძრავი თამაშების დროს უამრავი კალორია იხარჯება. თქვენ მხოლოდ ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოგეთხოვებათ.

ეცადეთ, მიაჩვიოთ ბავშვი მრავალფეროვან მოძრაობებს, ხშირად დააწვინოთ მუცელზე, რომ თავისით გადმობრუნდეს, დაეხმარეთ გვერდზე გადაბრუნებისას, გაუკეთეთ მასაჟი, ავარჯიშეთ, ყოველდღე აბანავეთ.

გაითვალისწინეთ! ორსულობისას დედის მიერ მომატებული ყოველი ზედმეტი კილოგრამი ახალშობილის მასას საშუალოდ 22,4გ-ით ზრდის.

ამრიგად, თუ დედა 10კგ-ს მოიმატებს, ახალშობილის მასა ნორმაზე 224გ-ით მეტი იქნება, ყურადღება მიაქციეთ ორსულობისას საკუთარ წონას!

- შეიძლება თუ არა ჩვილის დიეტა?

- თუ ექიმს დიეტა აუცილებლად მიაჩნია, ის უნდა შესრულდეს, მაგრამ რამდენიმე საფეხურად:

I ეტაპი - განტვირთვა. გრძელდება 7-10 დღე. მაღალკალორიული საკვებიდან ბავშვს ეძლევა მხოლოდ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. კვებათა რაოდენობა ასაკზეა დამოკიდებული. საკვების ულუფა შეძლებისდაგვარად მცირდება. ბუნებრივი კვების ხანგრძლივობა თითო ჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 3-5 წუთს. ხელოვნური და შერეული კვებისას ორი ულუფა იცვლება რძემჟავა ნარევებით. დამატებით ნებადართულია მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის (სტაფილო, კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, ვაშლი, მსხალი) პიურეს მიცემა.

ნუ მიაჩვევთ ბავშვს დამტკბარ ხილფაფას, მაწონს, ხაჭოს. გაუსინჯეთ გემო. თუ ნაკლებად ტკბილი მოგეჩვენათ, ასეთი სიტკბო ჩვილისთვის საკმარისია.

II ეტაპი - გარდამავალი. გრძელდება 2-4 კვირა. ხილსა და ბოსტნეულს ემატება ცილა ასაკის შესაბამისად. ნახშირწყლები და ცხიმები უნდა შეიზღუდოს. ბურღულიდან უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულის ნახარშში უცხიმოდ მოხარშულ წიწიბურასა და შვრიას.

ცილის დეფიციტ რომ არ განვითარდეს, ჩვილის რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ დაბალპროცენტიანი ხაჭო, მოხარშული ხბოს ხორცი, 9 თვიდან - თევზის ფილე.

III ეტაპი - ოპტიმალური კვება. ესაა ასაკის შესატყვისი დაბალანსებული, სრულფასოვანი კვება. თუმცა საკვების კალორიულობა - ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა ქვედა ზღვარზეა.

ნუ შეიცოდებთ ჩვილს დიეტის დროს - დაინდეთ მხოლოდ მისი მომავალი. დაფიქრდით, რა ელის მას სიმსუქნის შემთხვევაში...