საზაფხულო საკვები ბავშვებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო საკვები ბავშვებისთვის

ტრადიციული საკვები მოსაბეზრებელი ხდება, თითქოს მადაც იკარგება. გთხოვთ, შეგვირჩიოთ საზაფხულო საკვები.

ერთგული მკითხველი

- ზაფხულში საკვები უნდა იყოს მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი, ფერადი და მხიარული, გუნება-განწყობის შესაფერისი. გამოიყენეთ ფანტაზია და გაუხალისეთ ბავშვებს ცხელი სეზონის დღეები. გთავაზობთ რამდენიმე ადვილად მოსამზადებელ რეცეპტს:

საზაფხულო სუპი - “ზურმუხტის” გასპაჩო

ეს არის ბოსტნეულის მსუბუქი სუპი, რომელიც გაგაგრილებთ და აგავსებთ ენერგიით.

  • საჭიროა: მწვანე სალათის ფურცლები - 1 დიდი შეკვრა;
  • კიტრი - 2-3 ცალი;
  • 100გ - მწვანე ბარდა, ახალი;
  • ისპანახი - ერთი შეკვრა (500გ);
  • 1 კბილი ახალი ნიორი;
  • რამდენიმე ძირი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა;
  • 4-5 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი;
  • მარილი გემოვნებით, წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი.
  • კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, გათალეთ კიტრი, ცხელ წყალში ჩაყარეთ მწვანე ბარდა და წამოადუღეთ 1-2 წუთით;
  • ნიორი დანაყეთ მარილთან ერთად, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და კოვზით შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
  • ბლენდერში ჩაუშვით ბოსტნული - სალათის ფურცლები, ისპანახი, მწვანე ბარდა, კიტრი, ოხრახუში და ნივრის მასასთან ერთად დააბლენდერეთ;
  • გადაიტანეთ მინის გამჭვირვალე ფიალებში, მოაყარეთ ზემოდან წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი, კამა.

ეს არის ძალიან ლამაზი, გემრიელი, სასარგებლო და გამაგრილებელი სუპი მთელი ოჯახისთვის.

მინი-პიცა ხილით

  • საჭიროა: 1 ცალი ფენოვანი გაყინული ცომი;
  • 300გ ალუბალი, 300გ წითელი მოცხარი, 300გ ჟოლო;
  • 2 კვერცხი, 100გ შაქრის ფხვნილი;
  • 10გ ხაჭო, 100გ არაჟანი ან ნაღები.
  • გამლღვალი ცომი გააბრტყელეთ საშუალო სისქემდე, ამოჭერით ჭიქით ან სხვადასხვა ფორმის რგოლებით;
  • ბლენდერში გათქვიფეთ კვერცხი, შაქრის ფხვნილი, ხაჭო, არაჟანი (ან ნაღები);
  • გარეცხეთ ხილი და კენკრა, ალუბალს გამოაცალეთ კურკები;
  • ამოჭრილ ცომს კიდეები აუწიეთ ზევით, რომ მიიღოთ კალათის ფორმა, წაუსვით ჯერ ბლენდერით გათქვეფილი მასა, შემდეგ ჩაალაგეთ ხილი და შედგით წინასწარ გახურებულ აირღუმელში 150-200 გრადუსზე. ცხვება ძალიან სწრაფად.

გაცივებულს მოაყარეთ შაქრის პუდრა. შეგიძლიათ მორთოთ პიტნის ფოთლებით.

ხილის სალათა “პიკნიკი”

ეს სალათა შეგიძლიათ მოამზადოთ წინასწარ, გააცივოთ მაცივარში და პიკნიკზე წაიღოთ.

  • საჭიროა: 1 მოზრდილი ნესვი, კარგად დამწიფებული;
  • 1კგ მარწყვი ან მაყვალი ან ჟოლო;
  • 5-6 ცალი კივი;
  • 1 ცალი ფორთოხალი;
  • 50გ შაქრის პუდრა და 2 სადილის კოვზი წყალი;
  • 50გრ თხილი, არაქისი ან ნიგოზი - დაჭრილი;
  • გაჭერით შუაზე ნესვი, ამოასუფთავეთ თესლებისგან;
  • მოამზადეთ ხილის შიგთავსი - კარგად გარეცხეთ ხილი, დაჭერით მრგვალად კივი; გამოწურეთ ფორთოხალი;
  • დაჭრილი თხილი, არაქისი ან ნიგოზი ჩაუშვით შაქრისა და წყლისგან მომზადებულ კარამელში;
  • ხილისა და თხილის კარამელი მოათავსეთ გაჭრილ ნესვში, მოასხით ფორთოხლის წვენი. შედგით მაცივარში გასაცივებლად. სუფრაზე გატანისას არ დაგავიწყდეთ მოზრდილი კოვზის ჩადება ნესვის “ნავში”. თეფშზე გადმოღებისას ხილთან ერთად ნესვის რბილობიც გადმოიტანეთ.

სალათა გემრიელია და ძალიან ლამაზია, ერთნაირად მისაღები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

ნაყინი “სიამოვნება”

ეს ნაყინი გაცილებით გემრიელია და სასარგებლო, ვიდრე მაღაზიაში შეძენილი რძის ნაყინი. ის დასაშვებია მცირე ასაკის ბავშვებისთვისაც.

  • ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 300-400გ გარგარი;
  • 250გ (1 ჩაის ჭიქა) ნაღები;
  • 1 ჩაის ჭიქა იოგურტი ხილის გარეშე;
  • 100-150გ შაქრის პუდრა;
  • 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი;
  • 1 ჩაის კოვზი არაჟანი;

გარგარს ამოაცალეთ კურკა, დააყარეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ პიურე. გაცივებული გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი, არაჟანი, ისევ გათქვიფეთ და შედგით საყინულეში 1სთ-ით.

ნაღები გათქვიფეთ მიქსერით შაქრის პუდრასთან ერთად, შეურიეთ იოგურტი და ასევე შედგით საყინულეში 1 საათით.

ორივე მასას პერიოდულად უნდა მოურიოთ ხის კოვზით.

მინის გამჭვირვალე, მაღალ ჭიქებში მონაცვლეობით გადაიტანეთ ორივე მასა, მიიღებთ თეთრი და მზისფერი რგოლების მონაცვლეობას. შედგით ამის შემდეგ კიდევ 2 საათით საყინულეში.

სუფრასთან გატანამდე ჭიქებში ჩაარჭეთ ნაყინის ხის ჯოხები. მიირთვით და ისიამოვნეთ არომატული ხილის ნაყინით.

გარგარის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლატამა, ატამი.

ალუბლის კოქტეილი

  • საჭიროა: 250გ კურკაგამოცლილი ალუბალი;
  • 2 ჩაის ჭიქა ნაღები;
  • 3 სადილის კოვზი შაქარი, 3 ჩაის კოვზი წყალი.
  • შაქრისა და წყლისგან მოამზადეთ სიროფი (ვაჟინი);
  • მიქსერში გათქვიფეთ ალუბალი, დაუმატეთ სიროფი და გადაიტანეთ ფუჟერებში (ფართოპირიან მინის ჭიქებში), ზემოდან მოასხით ნაღები, 30 წუთით შედგით მაცივარში.

სუფრასთან მიტანისას ფუჟერებში ჩადეთ კოქტეილის საწრუპი ჯოხები.

გაიფერადეთ სუფრა ზაფხულის მზიან დღეებში და ისიამოვნეთ ოჯახთან ერთად.