მივცეთ თუ არა ბავშვს ცომეული?
ექიმის პასუხი: - ნაღების კარაქი თავისთავად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, როცა მას ვუმატებთ ფაფებს, პიურეს ან პურზე ვუსვამთ. გამოცხობის დროს კი კარაქი თერმულად მუშავდება და ამ დროს უმაღლესი ხარისხის კარაქიც კარგავს სასარგებლო თვისებებს. იშლება A ვიტამინი და ემულგირებული ცხიმები, რომელთაც ყველაზე ადვილად ითვისებს ორგანიზმი. მაღალი ტემპერატურა შლის ცხიმოვან ემულსიას, სრულად იცვლება კარაქის ცხიმოვანი ნივთიერების სტრუქტურა, ის ხდება მომწამვლელი ბავშვის ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის.
ტკბილი ცომეულის მოყვარული პატარები ნაადრევად ხდებიან გასტროენტეროლოგების პაციენტები, მკურნალობა უწევთ ნაღვლის გამომყოფი სისტემის სხვადასხვა დარღვევის გამო, ხშირად - პანკრეასის ქრონიკული დაავადების მიზეზითაც.
დასკვნა ერთმნიშვნელოვანია - პატარებს სასარგებლო და ნატურალური საკვები სჭირდებათ.
ტკბილი ცომეული გემრიელია, მაგრამ აზიანებს კბილებს, კარაქი კი 120 გრადუსზე კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას.