ავოკადო ბავშვის კვებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ავოკადო ბავშვის კვებაში

ვიტამინების წყარო

ავოკადო ხილია, თუმცა მას დესერტებში ისე ხშირად არ გამოიყენებენ, როგორც სალათებსა და პიკანტურ კერძებში.

მისი საუკეთესო ჯიშებია: “ფუერტე”, “ნობელი”, “ხასსი”. უმრავლესობას სწორედ ეს უკანასკნელი უფრო მეტად მოსწონს.

ავოკადოში ბევრი ცხიმია: 1 საშ. ზომის ნაყოფი 30გ ცხიმებს შეიცავს. ამიტომ იგი მაღალკალორიულია. მთავარი ღირებულება კი ამ ცხიმების ხარისხია. როგორც სხვა მცენარეული პროდუქტი, ისიც საერთოდ არ შეიცავს ქოლესტერინს.

ცხიმოვანი კომპლექსი, რომელსაც შეიცავს ავოკადო, სრულად უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიითა და E ვიტამინით.

E ვიტამინი აუმჯობესებს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, იცავს ორგანიზმს უჯრედულ დონეზე ჟანგვითი პროცესებისგან და ამით ზრდის მავნე ფაქტორებისადმი მდგრადობას. სწორედ E ვიტამინის გამო მიეკუთვნება ავოკადო იმ პროდუქტებს, მყარ იმუნიტეტს რომ უზრუნველყოფენ.

E ვიტამინი აჯანსაღებს სისხლძარღვების კედლებსაც.

მდიდარია ის F ვიტამინით, სიცოცხლისთვის აუცილებელი უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის საფარველისა და თმის ოპტიმალურ მდგომარეობას.

ცხიმოვანი ნივთიერებები დადებითად მოქმედებს კალციუმის ცვლაზე.

ცხიმოვანი მჟავები კალციუმს ორგანიზმისთვის უფრო ადვილად ასათვისებელს ხდის.

დიდი ოდენობით ცხიმების შემცველობა და მაღალი კალორიულობა ჭარბ წონას არაფერს მატებს. პირიქით, ხელს უშლის ცხიმების ჩალაგებას, წვავს ზედმეტ ნაჯერ ცხიმებს.

ავოკადო მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით.

შეიძლება თუ არა ბავშვისთვის?

ავოკადოს ნაზი რბილობის გამო მას განსაკუთრებული ღირებულება აქვს ბავშვისთვის. ცხიმების მაღალი შემცველობის მიუხედავად, მას ადვილად ითვისებს და ამუშავებს ორგანიზმი. ამიტომ მისი პიურე დასაშვებია პირველი დამატებითი კვების სახით. ეს ხილი ვერ იტანს თერმულ დამუშავებას.

ბავშვებს უნდა მივცეთ მხოლოდ კარგად დამწიფებული ნაყოფი. ამდენად, უნდა ვიცოდეთ მისი ამორჩევა.

ნაყოფის კანი უნდა იყოს გლუვი, თანაბარზედაპირიანი, დაუზიანებელი, გარეგნულად მომწვანო შეფერილობის - ღია მწვანიდან და მუქ მწვანემდე, რომელიც ძალიან სიმწიფეზე მიუთითებს. კანზე მუქი ლაქები არ უნდა ჰქონდეს.

თუ შეიძენთ ჯერ კიდევ დაუმწიფებელ ნაყოფს, შეგიძლიათ დაალაგოთ ბნელ ადგილას, რამდენიმე დღეში დამწიფდება.

რბილობი ნაზი, მომწვანო, კარაქისებურია. შუაში აქვს მყარი, დიდი ზომის კურკა.

როგორ ამოვიღოთ კურკა რბილობის დაუზიანებლად

ნაყოფი გაჭერით სიგრძეზე. მარცხენა ხელისგულზე მოათავსეთ ნაყოფი, მარჯვენა დაადეთ ზემოდან და შემოატრიალეთ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით. ზედა ნახევარი გათავისუფლდება კურკისგან, ქვედას კი დანის წვერის დახმარებით იოლად მოაშორებთ კურკას.

რა მოვამზადოთ

იტალიაში ავოკადოს რბილობს დააწყობენ გამომშრალი პურის ნაჭრებს, ზემოდან წითელი თევზის თხელ ნაჭერს, მოასხამენ პომიდვრის სოუსს და გააფორმებენ მწვანილის ერთი ტოტით. მისი მირთმევა საუზმეზე შეიძლება.

ავოკადოს უმატებენ წვნიანებს, სოკოსა და ბოსტნეულის გარნირებს, ზღვის პროდუქტებს.

გთავაზობთ მარტივ და ძალიან გემრიელ ცივ კერძს.

ბუტერბროდი ეგზოტიკა

ორ ულუფას სჭირდება:

  • 1 მოზრდილი ავოკადო;
  • ერთი სომხური ლავაში;
  • 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი;
  • 50გ ყველი ჩედერი გახეხილი წვრილ სახეხზე;
  • 1 სადილის კოვზი პომიდვრის პასტა ან არაცხარე კეტჩუპი გემოვნებით;
  • მარილი და შავი პილპილი.

ავოკადოს რბილობს დაუმატეთ ლიმონის წვენი, ყველი, კეტჩუპი, შეაზავეთ გემოვნებით, აურიეთ კარგად, გადაიტანეთ ლამბაქზე, გადაახვიეთ და მიირთვით გემრიელად.