რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ბავშვის კვება
ჩვენ მრავალგზის ვისაუბრეთ პატარა ჯიუტების შესახებ. დღეს შევეცდებით ამ სიჯიუტის მიზეზები გავარკვიოთ.ბავშვი საკუთარი ნების გამოვლენას 3-4 თვიდან იწყებს. უხშირესად ეს არის პროტესტი უფროსების არასასიამოვნო თუ მოულოდნელ ქმედებებზე. მაგალითად, პატარა ჭამს ან სათამაშოს უყურებს, მისი ყურადღება კი სხვა რამეზე გადაიტანეს. ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება სხვა მიზეზები – დედამ გაიარა და ის არ აიყვანა, აიძულა ჭამა, დალევა, დაძინება მაშინ, როცა ეს ბავშვს არ უნდოდა. ხომ აქვს ასეთ დროს პატარას პროტესტის გამოხატვის საბაბი? აბა, საკუთარი თავი წარმოიდგინეთ, მოგეწონებათ, ვინმემ ისეთი რამის კეთება რომ გაიძულოთ, რაც არ გსიამოვნებთ?
ნაჩვენებია მე-1 გვერ 29 - დან
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.