დამატებითი კვება 6-დან 12 თვემდე - ნახეთ ვიდეორეკომენდაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დამატებითი კვება 6-დან 12 თვემდე - ნახეთ ვიდეორეკომენდაცია

დასაწყისში გაგცნობთ საკვების დამატების 7 ძირითად პრინციპს.

პირველი - თითოეულ პროდუქტთან ნაცნობობა იწყება თანდათან - დღეში ნახევარი ჩაის კოვზიდან ბავშვის ასაკის შესაბამის ულუფამდე გაზრდით.

მეორე - ყოველი ახალი პროდუქტის დამატება ხდება 7-10 დღის შუალედით, ამ ხნის განმავლობაში უნდა შევაფასოთ ჩვილის გკანი, განავალი, უნება-განწყობა. თუ ბავშვის მდგომარეობა არ მოგეწონათ, დამატებითი საკვების მიცემისგან თავი შეიკავეთ და კონსულტაციისთვის პირად პედიატრს მიმართეთ.

მესამე - დამატება უნდა იყოს ერთკომპონენტიანი;

მეოთხე - ბავშვს ახალი საკვები არ უნდა მისცეთ ავადმყოფობის პერიოდში ან მაშინ თუ გეგმავთ მგზავრობას, მოგზაურობას ან სხვა აქტიობებს, რაც პატარას ჩვეული დღის რეჟიმს არღვევს.

მეხუთე - სასურველია დედა ან ოჯახის სხვა წევრი ბავშვთან ერთად ჭამდეს, რადგან ბავშვებს სჩვევიათ მიმბაძველობა.

მეექვსე - დამატებითი საკევბი უნდა მისცეთ დედის რძის ან ადაპტირებულ ნარევის მიცემამდე. თანდათან ერთი კვება მთლიანად ჩანაცვლდება დამატებითი საკვებით.

მეშვიდე - ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ ყოველი ახალი საკვების მიცემამდე კონსულტაცია გაიარეთ პედიატრთან.

როგორც წესი, დამატება იწყება ბოსტნეულით, ესენია: ყაბაყი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, კვახი, კარტოფილი.

ბოსტნეულის პიურესთან ნაცნობობა იწყება 6 თვის ასაკიდან, ნახევარი ჩაის კოვზი (5გრ) ოდენობით. კვირის მანძილზე კუთვნილ ულუფამდე გაზრდით.

6-7 თვის ასაკში ბოსტნეულის პიურის რეკომენდებული მოცულობაა 100-120გრ დღის მანძილზე.

8 თვის ასაკში - 150გრ;

9 თვის ასაკში -170გრ.

10-12 თვის ასაკში 180-200გრ დღეში.

ხილის პიურე შეგიძლიათ შესთავაზოთ 6,5 – 7 თვის ასაკში. დაიწყეთ ვაშლით, მსხლით, ქლიავით, გარგლით, ატმით.

ახალი პროდუქტის შეტანის პრინციპი რჩება იგივე.

7-8 თვის ასაკში სასურველია პატარას მისცეთ არაუმეტეს 50-60 გრ. ხილის პიურე დღეში.

9 თვის ასაკში - 70-80გრ.

10-12 თვის ასაკში 100-120გრ დღეში.

ფაფის დამატება შეგიძლიათ 6-7 თვის ასაკში. როგორც წესი, პირველი ფაფა - წიწიბურის, შვრიის, ბრინჯის, სიმინდის - უნდა იყოს ურძეო ან დედის რძეზე მომზადებული. 9-10 თვიდან შეიძლება რძიანი ფაფების მიცემა.

6-7 თვის ასაკში ფაფის რეკომენდებული ულუფა დღეში 100-150გრ-ია.

8-9 თვის ასაკში 150-180გრ. დღეში.

10-12 თვის ასაკში 200გრ დღეში.

ვაშლის, მსხლის, ვაშლი-გარგრის, ვაშლი-ატმის წვენის დამატება შეიძლება 6 თვიდან, ძირითადი კვებისგან დამოუკიდებლად.

6-9 თვის ასაკში დღეში 50მლ-ზე მეტი წვენი არ არის სასურველი.

10-12 თვის ასაკში არაუმეტეს 100მლ. დღეში.

8 თვიდან რეკომენდებულია უცხიმო ხორცი: ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი.

8 თვის ასაკში ხორცის პიურეს საშუალო მოცულობა დღის მანძილზე 10-30გრ-ია.

9 თვის ასაკში - 30-70გრ.

10-12 თვის ასაკში 70-100გრ დღეში.

მცენარეული ზეთის დამატება შეიძლება 6-7 თვის ასაკში ერთი ჩაის კოვზი ოდენობით.

8-12 თვის ასაკში ზეთის მოცულობის გაზრდა შეიძლება 3-4 ჩაის კოვზამდე დღეში.

ნაღების კარაქი შეიძლება 8 თვის ასაკიდან, 1 ჩაის კოვზი დღეში.

9-12 თვის ასაკში 3-4 ჩაის კოვზი დღეში.

კეფირის და ხაჭოს დამატება უმჯობესია 8 თვის ასაკიდან. კეფირი იწყება 10-30გრ-დან დღეში და 12 თვემდე 150-200გრ-მდე გაზრდა ხდება.

8-9 თვის ასაკში ხაჭოს ნორმა 10-30 გრ-ია. 10-12 თვის ასაკში - 40-50გრ დღეში.

კვერცხის გული დღეში მეოთხედი უნდა გაასინჯოთ 9-10 თვის ასაკში და ნახევარი - 11-12 თვის ასაკში.

საბავშვო პეჩენია და ხორბლის პური შეგიძლიათ მისცეთ 9-10 თვის ასაკში, 5-10გრ. მხოლოდ.

და ბოლოს, ბავშვის კვების საკითხებზე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან.