ერთად შევხვდეთ ახალ წელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთად შევხვდეთ ახალ წელს

ეს საჩუქარი შეიძლება იყოს თუნდაც ღია ბარათი, ოღონდ მისალოცი ტექსტი ბავშვმა უთუოდ საკუთარი ხელით უნდა დაწეროს. დადეთ ბარათი გამოსაჩენ ადგილას. ჰკითხეთ ბავშვს, სურს თუ არა ლექსის თქმა ან სიმღერის შესრულება - თოვლის ბაბუა ალბათ სთხოვს ამას პატარა მასპინძელს. შეგიძლიათ, წინასწარ რეპეტიცია ჩაატაროთ. სტუმრების მოსვლისთვის ბავშვთან ერთად შეგიძლიათ საახალწლო კოსტიუმში თქვენც გამოეწყოთ.

ვინ იმღერებს და იცეკვებს?

სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოდგება მოძრაობითი ამოცანა: ხელიხელჩაკიდებულებმა ნაძვის ხეს შემოუარეთ და თან ტაში დაუკარით. შეიძლება, პატარამ განასახიეროს, როგორ დახტის ბეღურა ან როგორ სძინავს დათუნიას. სამიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მისაღებია თამაშები და კონკურსები, მათთვის მნიშვნელოვანია შეჯიბრება და გამარჯვება. ერთმანეთს შეუნაცვლეთ დავალებები მოხერხებულობის ("ვინ უფრო მეტხანს გაჩერდება ცალ ფეხზე") და საზრიანობის ("მე ვიცი ასო "ა"-ზე ყველაზე მეტი ცხოველის სახელი") წარმოსაჩენად. 6-7 წლის და ამაზე უფროს ბავშვებს უკვე წარმოდგენებში მონაწილეობაც შეუძლიათ. მაგალითად, განძის ძებნა, ფიფქიას გადარჩენა, მეკობრეებთან ბრძოლა. თუ გარეთ თოვლი დევს, შეგიძლიათ, ბატალიები ეზოში გამართოთ.

გარდასახვის ხელოვნება

არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი:

1. კომბინირება. თვალი გადაავლეთ ძველ კოსტიუმებს. შეგიძლიათ, ისინი მოხერხებულად გადააკეთოთ და საჭიროებისამებრ დაამატოთ დეტალები. მეფის ასულის კოსტიუმისთვის შეგიძლიათ რეზინზე მარტივად აასხათ ლამაზი ქსოვილი, გაუკეთოთ საინტერესო ქამარი და კაბაც მზადაა. კოსტიუმის განსაკუთრებულად რთული ნაწილები, მაგალითად, მგლის ან დათვის ნიღაბი, შეგიძლიათ იყიდოთ. რაც შეეხება ტანს, კუდსა და ბრჭყალებს - მათ თავადაც დაამზადებთ, რა თქმა უნდა, ბავშვის დახმარებით.

2. უნივერსალური გადაწყვეტილება. შეუკერეთ ბავშვს მოსასხამი: ბიჭს - მუქი ნაცრისფერი ან მწვანე ქსოვილისაგან, ხოლო გოგონას - ნახევრად გამჭვირვალე ორგანზისგან ან ფარჩისგან. გამოჭერით ნახევარწრე (რადიუსი - ბავშვის სიმაღლეს გამოკლებული 20სმ), შეუკეცეთ ბოლოები და გაუკეთეთ მრგვალი ამონაჭერი თავის ამოსაყოფად. თუ დრო გაქვთ, შეგიძლიათ კაპიუშონიც მიაკეროთ, თუ არა, ეფექტური ბალთა ან ლამაზი თასმებიც საკმარისია. ერთი და იგივე მოსასხამი შეიძლება სხვადასხვა როლისათვის გამოიყენოთ: უფლისწულისა, ზღვის ყაჩაღისა, რაინდისა, ბეტმენისა, ჯადოქრისა... პატარა ქალბატონის მოსასხამი კი რამდენიმე დეტალის დამატებით შეიძლება პრინცესას ან ზღაპრული ფერიის სამოსად ვაქციოთ.

საოჯახო წარმოდგენა

შეკრიბეთ თქვენი შვილის მეგობრები და საოჯახო წარმოდგენა გამართეთ, სხვა მშობლებიც დაიხმარეთ, ბოლოს კი სადღესასწაულო სუფრა გაშალეთ და პატარა მსახიობებს ტკბილეულით გაუმასპინძლდით. თოვლის ბაბუის როლი შეიძლება რომელიმე ყოჩაღ მამიკოს დააკისროთ. ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ გრიმს. კოსტიუმიც კარგად უნდა იყოს მორგებული. თუ თოვლის ბაბუას შემთხვევით წვერი ჩამოუვარდა და ბავშვებმა მასში მეგობრის მამა ამოიცნეს, გული დასწყდებათ. მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სცენარიც. ზეიმის ყველა მონაწილე, განურჩევლად ასაკისა, აქტიურად უნდა იყოს მასში ჩართული, ყველას თავისი როლი უნდა ჰქონდეს და მოსაწყენად არავის უნდა ეცალოს.