დედის სწორი ქცევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედის სწორი ქცევა

რასაკვირველია, პატარა ვერ დაიმახსოვრებს, როგორი იყო მისი სიცოცხლის პირველი წელი, მაგრამ სწორედ ეს პერიოდი განსაზღვრავს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დამოკიდებულებას სხვა ადამიანების, კერძოდ კი დედის მიმართ. მედიკოსებსა და ფსიქოლოგებს აქვთ ტერმინი - "დედის სწორი ქცევა". ნორმალური დედა ბავშვს ძუძუს აწოვებს და საკუთარ ცხოვრებას ბავშვის საჭიროების მიხედვით ცვლის.

მთელი მისი ძალისხმევა და აზროვნება ჩვილის მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული, ამ მოთხოვნებს კი დედა შეუცდომლად ხვდება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არიან ისეთი ქალებიც, რომლებიც ასეთ ქცევას არა ნორმად, არამედ თავგანწირვად მიიჩნევენ. ზოგიერთი ქალი ვერ უძლებს იმ ცხოვრებისეულ გამოცდას, რასაც მას დედობა უმზადებს, ზოგიერთს კი ეს ყოველივე სულაც არ მიაჩნია საჭიროდ. არსებობს გამოკვლევები, რომელთა შედეგები ცხადყოფს, რომ დედების დიდი ნაწილი ბავშვის აღზრდის პროცესში არასწორად იქცევა, ამ ყოველივესთვის საზღაურის გადახდა კი ბავშვს უწევს. მეცნიერები ფიზიკურად ჯანმრთელ ორსულებს აკვირდებოდნენ. მშობიარობამდე მათ სპეციალური ტესტები ჩაუტარეს, ხოლო ბავშვის დაბადების შემდეგ სამი წლის განმავლობაში უწევდნენ მეთვალყურეობას დედა-შვილს. ყველა დედა ახალგაზრდა და განათლებული იყო. მათი ნაწილი ფსიქიკურად ჯანმრთელი გახლდათ, ნაწილს კი პიროვნული მოშლილობა ან ფსიქიკური პათოლოგია ჰქონდა. დამკვირვებლებმა გამოყვეს დედის ქცევის 3 ტიპი. დედების ნაწილი სათანადოდ იქცეოდა. მათ წყნარი, გარემოსადმი კეთილგანწყობილი, ფსიქიკურად ჯანსაღი პატარები გაზარდეს. საგულისხმოა, რომ ამ დედების მცირე ნაწილს ფსიქიკური მოშლილობა ჰქონდა. გამოიყო მშფოთვარე დედათა ჯგუფი. მათ ჰქონდათ შფოთვითი აშლილობა, ჰიპერტროფირებული პასუხისმგებლობის გრძნობა და მუდამ ეშინოდათ შეცდომის. მშფოთვარე დედები ზედმეტ ყურადღებას უთმობდნენ ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობას, რის შედეგადაც ფსიქიკა ზარალდებოდა - ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა დედების მღელვარებას იწვევდა. ასეთი დედების შვილები 6 თვემდე ნორმალურად ვითარდებოდნენ, მერე კი მშფოთვარენი ხდებოდნენ. თუ დედა ოთახიდან გავიდოდა, პატარები მთელი ხმით ჩხაოდნენ და ტირილს დედის დაბრუნების შემდეგაც განაგრძობდნენ. წლინახევრისთვის კი მშფოთვარე დედათა შვილები განვითარებით თანატოლებს შესამჩნევად ჩამორჩებოდნენ - ეშინოდათ უცხოების, ჩუმად იდგნენ კუთხეში, მეტყველი სახით უყურებდნენ მხოლოდ დედას. დედათა მესამე ტიპი საკუთარ პრობლემებზე იყო ორიენტირებული და ბავშვებს ცოტა დროს უთმობდა. ცოტათი წამოიზარდნენ თუ არა, მათი შვილები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ყურადღება მიეპყროთ. თავს აბეზრებდნენ უცხოებს, მცირე დაბრკოლებაც რომ შეხვედროდათ, ხმამაღლა ტიროდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ, ჯიბრით იქცეოდნენ ცუდად. ასეთი ბავშვები შემდგომ ცუდადაც სწავლობდნენ. მეოთხე ჯგუფში მხოლოდ ჯანმრთელი ფსიქიკის დედები მოხვდნენ. ისინი იყვნენ საქმიანი ქალები, რომლებიც თავიდანვე ჩამოსცილდნენ ბავშვების აღზრდას, თავი აარიდეს ბავშვის ძუძუთი კვებასაც და სასწრაფოდ დაუბრუნდნენ სამსახურს. ბავშვებთან ამ დედებს წყვეტილი ურთიერთობა ჰქონდათ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ბავშვს მათთვის ხელი არ შეეშალა. მკვლევართა აზრით, ამ დროს სისტემა "დედა-შვილი" არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ არასრულფასოვანი სისტემა "ძიძა-ბავშვი". შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა: პირველი წლის დასასრულისთვის ასეთი ბავშვები თანატოლებზე მეტს ავადმყოფობდნენ, ცუდად დადიოდნენ ან ჯერ არც კი აედგათ ფეხი. მათი უმრავლესობა იყო აპათიური, ღარიბი მიმიკით, იშვიათი ღიმილითა და ისტერიკებისკენ მიდრეკილებით. ხშირად ცდილობდნენ სასურველის მიღწევას ჭირვეულობით, იატაკზე გაგორებით, უფროსების ჩქმეტითა და ცემით. წლინახევრისთვის ისინი ჭარბ ინტერესს ამჟღავნებდნენ საკვების მიმართ, იტაცებდნენ სასუსნავს, ურეჟიმოდ ჭამდნენ... დედები, როგორც წესი, მეორე წლის დასასრულს და მესამის დამდეგს გამოხატავდნენ ბავშვების ქცევით უკმაყოფილებას. წინათ ბავშვის ქცევის თავისებურებებს აღზრდისადმი დედის დამოკიდებულებას არ უკავშირებდნენ, დღეს კი ცნობილია, რა დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდის ადრეულ ეტაპს, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ბავშვის ფსიქიკის არასასურველი თვისებები უკვე 8-12 თვის ასაკში იჩენს თავს, ანუ იმ პერიოდში, როცა ბავშვს უყალიბდება მიჯაჭვულობა დედისა და გარემოს მიმართ. თუ დედის ქცევა უკეთესობისკენ შეიცვალა, ვითარების გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.