რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
განვითარების ეტაპები
განვითარების ეტაპები

მე, ისევე როგორც ყველა მშობელს, მსურს ჩემი შვილის მომავალი ნათელ და ლამაზ ფერებში დავინახო. ეს ნატვრა რომ ამიხდეს, ალბათ როგორღაც უნდა დავეხმარო ბავშვს, გამოავლინოს ყველაფერი საუკეთესო. როგორ გავაკეთო ეს?


ყველას ესმის, რომ ბავშვები სხვადასხვაგვარად ვითარდებიან. არსებობს ტემპერამენტის, ნერვული სისტემის, მიდრეკილებების, ნიჭის თანდაყოლილი თავისებურებები. ხასიათის შეძენილი განსხვავებები ჩვილებშიც კი შეიმჩნევა. მაგრამ არსებობს ზოგადი კანონზომიერებებიც. მიიჩნევა, რომ ადამიანი განვითარების რამდენიმე ასაკობრივ საფეხურს გაივლის და თითოეულ ამ პერიოდში განსხვავებულ ამოცანას წყვეტს. რამდენი ასეთი პერიოდი არსებობს და როდის იწყება თითოეული მათგანი? მეცნიერები მათ სხვადასხვაგვარად აღწერენ, იმისდა მიხედვით, პიროვნების რომელ თეორიას ეყრდნობა მკვლევარი.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ამერიკელი ფსიქოლოგის ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური კრიზისების ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის თეორია. ადამიანის ცხოვრებაში ერიქსონი რვა პერიოდს და ამდენივე კრიზისს გამოყოფს. ექვსი მათგანი დაბადებიდან სრულწლოვანებამდე გრძელდება. სხვა ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ კრიზისები ემთხვევა ბავშვობისა და ადრეული სიყმაწვილის წლებს. მიუხედავად ამისა, ყველა მშობლისთვის სასარგებლოა იცოდეს, მოცემულ მომენტში განვითარების რომელ პერიოდს გადის მისი შვილი და რომელი ფსიქოლოგიური ამოცანის გადაწყვეტაა საჭირო. ეს საშუალებას მისცემს ოჯახს, თავიდან აიცილოს შეცდომები ბავშვის აღზრდაში, ხოლო ბავშვს - განვითარდეს მაქსიმალურად ეფექტურად და კომფორტულად. საიდუმლო როდია, რომ ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობა ძალიან რთულია (ავიღოთ თუნდაც ყველასთვის ცნობილი `საზღვრების დადგენის~ დრო. დაახლოებით წლინახევრიდან სამ წლამდე). როცა ბავშვი შეძლებს მიჯნის გავლებას და საბოლოოდ აითვისებს, რა შეიძლება და რა - არა, მომთმენ დედებსა და მამებს ჯილდო ელით. სამი წლის საზღვრის გადალახვით თქვენი შვილი შეაბიჯებს გარშემო მყოფთათვის ძალზე საინტერესო განვითარების პერიოდში - კრეატიულობაში.


რა არის ეს?
კრეატიულობა შემოქმედებისკენ მიდრეკილებას მოიაზრებს, თუმცა ის უფრო ფართო ცნებაა. ეს არის სხვადასხვა ამოცანის არასტანდარტულად გადაჭრის უნარი (მათ შორის - სტანდარტულისაც კი). თუ გსურთ, თქვენი შვილიც ასეთი უნარის მქონე გაიზარდოს, უნდა განსაზღვროთ, საიდან იღებს სათავეს კრეატიულობა ან სად უქრება შემდგომ ადამიანთა უმრავლესობას ეს უნარი.  მთავარია, პატარას ხელი არ შევუშალოთ. ფსიქიკურად ჯანმრთელი ყველა ბავშვი, რა საოცარიც უნდა იყოს, კრეატიულია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ბავშვის განვითარების პროცესი სწორი გზით მიდის. სამიდან ექვს წლამდე ასაკობრივი პერიოდი თითქოს საგანგებოდ არის გამოყოფილი პიროვნების ამ უნარის განსავითარებლად. შემდგომ ბავშვი სკოლაში მიდის, სადაც მას მაშინვე ასწავლიან სხვადასხვა ამოცანის სტანდარტული მეთოდით ამოხსნას (ორჯერ ორი ყოველთვის ოთხის ტოლია და ა.შ.). ასეთ პირობებში კრეატიულობა მაშინვე ჩაქრობას იწყებს, ხოლო თუ მან სკოლამდელ ასაკში მოასწრო განვითარება, აუცილებლად წამოყოფს თავს საშუალო სკოლაში ან სკოლის დამთავრების შემდეგ. როგორ განვსაზღვროთ, რომ კრეატიულობის განვითარების პერიოდი უკვე დადგა? სულ უბრალოდ: პატარას ლექსიკონში გაჩნდა კითხვების მეფე - `რატომ?~ ვიდრე საზღვრების დადგენის პერიოდი გრძელდება, ბავშვმა უნდა იცოდეს: რა, სად, როგორ გავაკეთო, რა მოხდება, თუ... სწორედ ამას კითხულობს ის გამუდმებით. ზედმეტია, როცა მშობლები დაწვრილებით უხსნიან წლინახევრის ან ორი წლის პატარას, რატომ მოდის თოვლი ზამთარში ან რატომ არ შეიძლება ელექტროქსელში ლურსმნის

You must have Flash Player installed in order to see this player.
შერჭობა - ბავშვი ჯერ არ მომწიფებულა ასეთი ახსნა-განმარტებებისთვის და ყველაფერს ერთი ყურიდან მეორეში უშვებს. პატარას მთავარი ამოცანა, რომლის გადასაწყვეტადაც არის მომწიფებული მისი გონება, იმის გარკვევაა, რა მოხდება, რა შეიძლება და რა-არა. კარდინალურად იცვლება სურათი კრეატიულობის პერიოდის დადგომისთანავე. ბავშვები უამრავი კითხვის დასმას იწყებენ. კითხვები ძალიან უცნაური და მოულოდნელია: რატომ დაფრინავენ ჩიტები? რატომ არის ცა ცისფერი? რატომ ვიძინებთ ღამე? რატომ ვიცინით? ფსიქოლოგთა რეკომენდაციები ერთმნიშვნელოვანია: თუ გსურთ, თქვენი შვილი კრეატიული გაიზარდოს, მის ამ ბავშვურ კითხვებზე აუცილებელია პასუხის გაცემა! არავითარ შემთახვევაში არ უგულებელყოთ ეს კითხვები. თუ პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ ან არ გსურთ, არაფერია - კაცნი ვართ, საკუთარი პრობლემებითა და განწყობილებით. უთხარით ბავშვს, რომ მის კითხვებს აუცილებად გასცემთ პასუხს მოგვიანებით. თუ თქვენი მეხსიერების იმედი არ გაქვთ, შეგიძლიათ კითხვების ჩასაწერად სპეციალური წიგნაკი შემოიღოთ. როცა თქვენი შვილი გაიზრდება, ეს წიგნაკი მოგითხრობთ, როგორ ხდებოდა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბება, როგორ ვითარდებოდა მისი ინტელექტი, როგორ ყალიბდებოდა მისი ქცევები. თქვენი პასუხები პატარას კითხვებზე არ უნდა იყოს არც ზედმიწევნითი (პატარას მოსწყინდება და ყურადღება გაეფანტება) და არც ფორმალური (ჩაიკეტება და საერთოდ გაუქრება კითხვის დასმის სურვილი). მაგალითად, კითხვაზე `რატომ არის ცა ცისფერი?~ არსებობს პასუხის ორი ვარიანტი:

1. ჩვენი პლანეტა კოსმოსში მდებარეობს და გარშემორტყმულია ატმოსფეროთი, ჰაერით. მზის სხივები გაივლიან ჰაერის ფენებს და ცისფრად აფერადებენ ცას. მთვარეზე ატმოსფერო არ არის, ამიტომ ღამით ცა ყოველთვის შავია.
2. ცა ცისფერია იმიტომ, რომ ეს ძალიან ლამაზია. დიდი ხნის წინ ღმერთმა შექმნა ჩვენი სამყარო და ისე გააფერადა, რომ არასოდეს მოგვბეზრდეს მისი სილამაზით ტკბობა. აი, რა ლამაზია თეთრი ღრუბლები, რომლებიც მზით არის განათებული ცისფერ ცაზე!

ყოველ მოზრდილ ადამიანს თავისი მსოფლმხედველობა აქვს; სხვადასხვა ინტელექტისა თუ პროფესიის ადამიანებს პასუხებიც სხვადასხვაგვარი ექნებათ. მთავარია, მშობელი გულწრფელი იყოს - ბავშვი მიიღებს თქვენს პასუხს, რათა კიდევ უფრო გაიფართოოს თავის მიერ აღქმული სამყაროს საზღვრები.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
თურმე, თუ დარიჩინშერეულ თაფლს პურს წაუსმევთ და ყოველდღიურად საუზმეზე მიირთმევთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას თავიდან აიცილებთ. თაფლში შერეული დარიჩინი არტერიებში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს და განამტკიცებს გულის კუნთს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კერძის მომზადების ბოლო აკორდი გემრიელი სოუსია. ის განსაკუთრებით პიკანტურს ხდის კერძს. საბავშვო კულინარიაში კი სოუსი დაგეხმარებათ გაალამაზოთ და გაამრავალფეროვნოთ ბავშვის, განსაკუთრებით უჭმელი პატარის მენიუ. რა სახის სოუსების მომზადება შეგვიძლია ბავშვისთვის - ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.

რა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვი მაგიდასთან დამოუკიდებლად ჯდომას და საკვების თავისი ხელით ჭამას? ჩემი 1 წლის შვილი ძალიან ცუდად იქცევა, ყველაფერს იატაკზე ყრის - ჭურჭელს, საკვებს. როგორ გადავაჩვიო?

თანამედროვე ბავშვების ჰარმონიული განვითარება საფრთხის ქვეშაა. როგორც კვლევამ აჩვენა, 3-5 წლის ბავშვების 58% სმარტფონებს შესანიშნავად ფლობს, მაგრამ
ყველა ბავშვის განვითარების გზა ინდივიდუალურია. ფიზიკურ ზრდასთან ერთად პატარას უყალიბდება თვითშეფასება და წარმატებისკენ სწრაფვის სურვილი. ხშირად მშობლები სცოდავენ ამ პროცესში არასწორი ჩარევით - უნებურად ხელს უშლიან შვილის ნორმალურ განვითარებას და თავადვე ხდებიან მათი დაბალი თვითშეფასების მიზეზნი.

დეტალურად განვიხილოთ მშობელთა ძირითადი შეცდომები:

1. ყოველდღიური განმავითარებელი თამაშები ყველაზე პატარებისათვის
დაბადებიდანვე პატარები აქტიურად ეცნობიან გარემომცველ სამყაროს. მაგრამ სწორედ 1,5-დან 5 წლამდე ხდება ძირითადი ჩვევებისა და ცოდნის ფორმირება, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება. ამიტომ ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია განმავითარებელი გარემოს შექმნა და დღის რეჟიმის სწორად ორგანიზება:

ჩვენ მრავალგზის ვისაუბრეთ პატარა ჯიუტების შესახებ. დღეს შევეცდებით ამ სიჯიუტის მიზეზები გავარკვიოთ.

ბავშვი საკუთარი ნების გამოვლენას 3-4 თვიდან იწყებს. უხშირესად ეს არის პროტესტი უფროსების არასასიამოვნო თუ მოულოდნელ ქმედებებზე. მაგალითად, პატარა ჭამს ან სათამაშოს უყურებს, მისი ყურადღება კი სხვა რამეზე გადაიტანეს. ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება სხვა მიზეზები – დედამ გაიარა და ის არ აიყვანა, აიძულა ჭამა, დალევა, დაძინება მაშინ, როცა ეს ბავშვს არ უნდოდა. ხომ აქვს ასეთ დროს პატარას პროტესტის გამოხატვის საბაბი? აბა, საკუთარი თავი წარმოიდგინეთ, მოგეწონებათ, ვინმემ ისეთი რამის კეთება რომ გაიძულოთ, რაც არ გსიამოვნებთ?

23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.