როგორ ვასწავლოთ ბავშვს ძილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ძილი

პატარას აწუხებს საკუთარი ორგანიზმი, რომელიც ჯერ “ნორმაში არ ჩამდგარა” - მიმდინარეობს ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ადაპტაცია ახალ გარემოსთან, აქტიურად ფორმირდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვის ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესშია, ძალზე მნიშვნელოვანია, ამ ეტაპიდანვე დაეთმოს ყურადღება ჩაძინების რიტუალს და იმას, როგორ აწვენთ ბავშვს დასაძინებლად. თუ ძილის წინ დროის სწორ ორგანიზებას სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე ისწავლით, შემდგომ ეს ჩაძინების პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. პატარა ბავშვის ნორმალურ ძილზე სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ვიწყებთ ზრუნვას. ამისთვის რეკომენდებულია, ბავშვს ვაგრძნობინოთ დღისა და ღამის განსხვავება - დღისით ის ბუნებრივი განათების პირობებში უნდა დავაძინოთ და არც ხმაურთან განსაკუთრებული ბრძოლაა საჭირო, ღამით კი შუქი გამორთული უნდა იყოს და სიჩუმე სუფევდეს. სულ მალე ბავშვი თავად დაუკავშირებს ღამეს მოსვენებასა და ძილს, ხოლო დღეს - აქტიურობას. რამდენიმე თვის შემდეგ ბავშვი ნელ-ნელა მიეჩვევა რეჟიმს, თუმცა ის შეიძლება ღამის განმავლობაში რამდენჯერმე იღვიძებდეს. 3-დან 6-მდე გაღვიძება სავსებით ნორმალურია. თუ პატარა იმაზე ხშირად იღვიძებს, ვიდრე ჭამისათვის არის აუცილებელი, უნდა ვეცადოთ, ის დამოუკიდებლად დაძინებას მივაჩვიოთ. მართალია, ალერსი აუცილებელია, მაგრამ რწევა არ უნდა იყოს ძილისათვის აუცილებელი სიგნალი. ძილის სპეციალისტები, სომნოლოგები, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ადრეულ ასაკში ძილის დარღვევები, წესისამებრ, ქცევით სტერეოტიპებთან არის დაკავშირებული. სიცოცხლის პირველ პერიოდში ბავშვი ხშირად იღვიძებს კვებისათვის და ჩაიძინებს ხოლმე მხოლოდ დანაყრებისა და დედის ხელებში რწევის შემდეგ. დროთა განმავლობაში ასეთი ხშირი კვების აუცილებლობა ქრება და გაღვიძება ერთგვარი ჩვევის სახეს იღებს. ჩვევად იქცევა ჩაძინებაზე უარი, სანამ მშობელი მას არ აჭმევს და არ დაარწევს. ეს პატარას ბრალი არ არის - ის მშობლებმა მიაჩვიეს, რომ ძილი გარკვეული დამამშვიდებელი სიგნალების შემდეგაა საჭირო. ეს გარემოება ისევ მშობლებმა უნდა შეცვალონ. საკმარისია, თანდათან ვცვალოთ ქცევის არასწორი სტერეოტიპები და სწორად გავატაროთ დრო დაძინების წინ. 3-6 თვიდან აუცილებელია, გადავიდეთ დღის მკვეთრ რეჟიმზე. კვება, საწოლში დაწვენა, გაღვიძება - ეს ყველაფერი ერთიან განრიგს უნდა ემორჩილებოდეს. ამის წყალობით დროთა განმავლობაში ბავშვს ჩამოუყალიბდება ჩვევა, რომელიც სწრაფად და ადვილად ჩაძინებაში დაეხმარება. რასაკვირველია, რეჟიმი არ უნდა იყოს მეტისმეტად მკაცრი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები, თუმცა აუცილებელია მისი იზოლაცია იმ ყველაფრისაგან, რასაც მისი აღგზნება შეუძლია, ძილის წინ არ უნდა წამოიწყოთ ხმაურიანი თამაში. ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის დამოკიდებულება საწოლის მიმართ. ის მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა გამოვიყენოთ, ანუ კვებისა და თამაშის ადგილად არ ვაქციოთ. საწოლი ბავშვისათვის უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ ძილსა და სიმშვიდესთან. შეძლებისდაგვარად კომფორტული და სტაბილური უნდა იყოს ოთახის ტემპერატურა, განათება, ხმიანობა. თუ ბავშვს ხელში ვარწევთ, საწოლში ჩაძინების პროცესში მყოფი უნდა ჩავაწვინოთ და არა ჩაძინებული. მერე კი მოვცილდეთ, რათა პატარამ დამოუკიდებლად დაიძინოს. ასე იქცევა დამოუკიდებლად ჩაძინება მისთვის ნორმად. თუ ღამით გაიღვიძა, მაშინაც დამოუკიდებლად დაიძინებს და მშობლების ყურადღებას აღარ მოითხოვს. სომნოლოგები ამას “თვითდამშვიდების ხელოვნებას” უწოდებენ.  მოიგონეთ ძილისწინა რიტუალი და ეცადეთ,  დაიცვათ ის. ყოველი ოჯახისათვის ასეთი რიტუალი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჩვევებზე, ბავშვის ასაკზე, ჯანმრთელობაზე. წლამდე ასაკის ბავშვისთვის ეს შეიძლება იყოს აბაზანა, დამამშვიდებელი მასაჟი, ბოლო კვება, ძილისპირული. ამ მარტივი და სასიამოვნო ყოველდღიური ქმედებების წყალობით პატარა ბავშვი 1-2 კვირაში მიეჩვევა რეჟიმს და ნაცნობი პროცედურების შემდეგ ადვილად განეწყობა ძილისათვის.