ანგარიში გაუწიეთ ბავშვის აზრს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანგარიში გაუწიეთ ბავშვის აზრს

რამდენად ფასეულია აკრძალვები

ბავშვი - ეს არის პატარა ადამიანი თავისი მოთხოვნილებებითა და შეხედულებებით ცხოვრებაზე. მას აქვს თავისი სურვილები და ოცნებები, რომელთა მისაღწევად ის მიისწრაფვის მისთვის ცნობილი და, მისი აზრით, სწორი გზებით. ბევრ დედ-მამას სჯერა, რომ თვითონ უნდა მართონ თავიანთი შვილების ცხოვრება ისე, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ. ერთი მხრივ, ეს სამართლიანია, რადგან პატარებმა ჯერ ბევრი რამ არ იციან და არ შეუძლიათ. მეორე მხრივ, ყველა საკითხის ბავშვის მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტამ შესაძლოა ის აქციოს ინფანტილურ, ცხოვრებისადმი ძნელად შემგუებელ ადამიანად. არასაკმარისი მზრუნველობა და ნებაზე მიშვება იწვევს იმას, რომ ბავშვი ხდება გაუგონარი და ჭირვეული. ისევე როგორც ნებისმიერ საპასუხისმგებლო საქმეში, აქაც საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა: შევთავაზოთ და არა თავს მოვახვიოთ, დაჟინებით მოვთხოვოთ და არა ვაიძულოთ, დაბოლოს, ერთობლივად მოვძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზები. შეთანხმების უნარი პირველხარისხოვანია ზრდასრულთა ცხოვრებაში, რომლისთვისაც ჩვენ ბავშვს ვამზადებთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს არ ეხება სიტუაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის პატარას ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას (მაგალითად, სურვილი, წავიდეს ზამთარში სასეირნოდ უქუდოდ ან ითამაშოს წამახული, ბასრი საგნებით). აკრძალვები ბავშვის ცხოვრებაში უნდა იყოს, მაგრამ დასაბუთებული, მაშინაც კი, თუ მიგაჩნიათ, რომ ბავშვს ეს არ ესმის. იყავით თანამიმდევრული და მშვიდი, გაწონასწორებული. ყოველთვის ეცადეთ, ხაზი გაუსვათ სიტყვებს “არ შეიძლება” ან “საშიშია”, ამასთან, წარმოთქვით ეს საჭირო და შესატყვისი ინტონაციით. მაშინ ბავშვი დარწმუნდება, რომ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი.

მნიშვნელოვანია დასაბუთება

ბავშვთან შეთანხმება, ერთი შეხედვით, მარტივი გვეჩვენება: თავდაპირველად უნდა განსაზღვროთ კამათის არსი, შემდეგ თითოეული წარმოადგენს საკითხის გადაწყვეტის საკუთარ ვარიანტს, საბოლოოდ ვირჩევთ იმას, რომელსაც ერთნაირად ეთანხმება ორივე მხარე. თუმცა გარკვეულ მომენტში წარმოიშობა აზრთა სხვადასხვაობა: ვსვამთ კითხვას: “რით არ გვაკმაყოფილებს თითოეული ვარიანტი?” გაითვალსიწინეთ, რომ ბავშვი ყურს უგდებს თქვენს აზრს, თითოეულ თქვენს სიტყვას. თუ ის დარწმუნებულია, რომ მშობლების აზრს შეიძლება ენდო და დაუჯერო. მნიშვნელოვანია, თქვენი თვალსაზრისი ყოველთვის იყოს განმტკიცებული და დასაბუთებული. თუ მას ბავშვობიდანვე ესმის ეს დასაბუთებული აზრი, მაშინ თვითონაც ისწავლის სხვათა დარწმუნებას. ამასთან, ისეთი არგუმენტები შეარჩიეთ, რომელთაც ექნებათ წონა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი პატარა ოპონენტებისთვისაც. სასარგებლო იქნება, თქვენს პატარა ჯიუტ ოპონენტს მისცეთ საშუალება, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დარწმუნდეს, რომ ყველა მისი იდეა ვერ “მუშაობს”. მიეცით მას არჩევანი, მაგრამ აღუწერეთ შესაძლო შედეგები: მაგალითად: “თუ გსურს, შეგიძლია უყურო მულტფილმებს, მაგრამ გაითვალისწინე, რომ გასეირნებას ვეღარ მოვასწრებთ”. თუ უეცრად მიხვდით, რომ თქვენი არგუმენტები სუსტია, მიეცით საშუალება, დაგარწმუნოთ ამაში. თუნდაც შედეგი არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორსაც ელოდა ბავშვი, ის მიიღებს ფასეულ გამოცდილებას მომავალი ცხოვრებისთვის. თუ ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც თქვენს პატარას სურდა, როგორც ჩანს, ის უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე გეგონათ...

დაიცავით წესები

ბევრი ფსიქოლოგი მშობლებისა და მათი პატარების ურთიერთშეთანხმების მექანიზმს საგზაო მოძრაობის წესებს ადარებს. მძღოლებს აქვთ მართვის მოწმობა და მოვალეობები, გზებზე ისინი ყოველთვის თანმიმდევრულები, გაწონასწორებულები და მოქნილები უნდა იყვნენ. ასევე უნდა იყოს ოჯახშიც.

მისი დახმარება ხელს არ შეგიშლით!

თქვენ საოჯახო საქმეებით ხართ დაკავებული, პატარა კი იქვე, თქვენ გვერდით ტრიალებს? მიეცით საშუალება, მონაწილეობა მიიღოს გადაღებასა თუ სადილის მომზადებაში! მაგალითად, მას შეუძლია გადაწმინდოს მტვერი, წყალი დაუსხას ყვავილებს, შეაგროვოს და სპეციალურ კალათაში მოათავსოს სათამაშოები, გამოიღოს გარეცხილი ნივთები სარეცხი მანქანიდან, გასინჯოს მომზადებული კერძი, შეაფასოს ის - თქვენ ხომ სადილი ერთად მოამზადეთ. ასევე დაალაგებინეთ თეფშები მაგიდაზე, როცა მამა სამსახურიდან დაბრუნდება და ნუ იფიქრებთ, რომ მან რაიმე ისე არ გააკეთა, ენდეთ მას!

მშობელთა წერილებიდან

ლიზი შვიდი წლის რომ იყო, მეგობარმა ბიჭუნამ, რომელიც მას ძალიან მოსწონდა, დაბადების დღეზე დაპატიჟა. ჩვენ დიდხანს ვიკამათეთ იმის თაობაზე, რა უნდა ჩაეცვა მას წვეულებაზე. მე ჩემს აზრს ბოლომდე ვიცავდი - მიმაჩნდა, რომ გოგონა დედოფალივით გამოპრანჭული უნდა ყოფილიყო. მაგრამ გოგონა დაბადების დღიდან ცრემლიანი დაბრუნდა: ბავშვებმა ბევრი ითამაშეს, ირბინეს, მას კი მისი “თოჯინას კაბა” ძალიან უშლიდა ხელს გართობაში. ის კაბის გამო დისკომფორტს გრძნობდა და მისი სიამოვნება სრულყოფილი არ იყო. მე ძალიან ვინანე, რომ არ მივეცი მას გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ჩემი აზრი მოვახვიე თავს - ისინი ხომ მისი მეგობრები იყვნენ, ეს ხომ მისი დღესასწაული იყო...