პროფესორ პიტერ გრეის რჩევები მშობლებს - რატომ არ არის სასურველი ბავშვისთვის თავისუფლების შეზღუდვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროფესორ პიტერ გრეის რჩევები მშობლებს - რატომ არ არის სასურველი ბავშვისთვის თავისუფლების შეზღუდვა

არიან დაინტერესებულნი. საინტერესოა, რა მიაჩნიათ აქტუალურად ამერიკელ პედაგოგებს. აღმოჩნდა, რომ მათ აწუხებთ ბავშვების თავისუფლების შეზღუდვა და აღნიშნულ ფაქტს პატარების შემოქმედებითი პოტენციალის დაქვეითების მიზეზად მიიჩნევენ. თანამედროვე კვლევათა შედეგების გათვალისწინებით, ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათი მოსწავლეები ნაკლებად კრეატიულები ხდებიან. ამის თაობაზე მოსაზრებებს გამოთქვამს პიტერ გრეი - ბოსტონის კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორი.

კრეატიულობა არის ის, რაც ამერიკელებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლესი დონე შეინარჩუნონ. პიტერ გრეის აზრით, ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ მათი ქვეყანა არ არის არც ყველაზე მდიდარი (თუ ორიენტაციას ავიღებთ სიღარიბის ყველაზე დაბალ პროცენტზე) და არც ყველაზე ჯანმრთელი, არც მოსწავლეები იღებენ ყველაზე მაღალ ქულებს სტანდარტიზებულ ტესტებში, მაგრამ ქვეყანა არის ყველაზე კრეატიული, დასახული მიზნების მისაღწევად ყველაზე სწორი გზების გამომგონებელი და ახალი მიზნების დამსახველი. შესაძლოა, ეს თავად ამერიკელების დამსახურება იყოს, ანდა ამ ქვეყნის დემოკრატიის უნიკალური ფორმისა, რომელიც აქცენტს პიროვნების თავისუფლებასა და კონფორმიზმის პატივისცემაზე სვამს. ბიზნესის სამყაროში, ისევე როგორც მეცნიერებაში, ხელოვნებასა და ნებისმიერ სხვა სფეროში, კრეატიულობა ამერიკელების ნომერ პირველი აქტივია. კომპანია “აი-ბი-ემის” 1500 ხელმძღვანელის გამოკითხვამ ცხადი გახადა, რომ კრეატიულობას ისინი მომავალი წარმატების საუკეთესო მაჩვენებლად მიიჩნევენ. და აი, ამერიკელებს აშფოთებთ, რომ ბოლო 2-3 ათწლეულის განმავლობაში მოსწავლეთა კრეატიულობა შესამჩნევად დაქვეითდა. მეცნიერებმა შეაფასეს და გააანალიზეს კრეატიულობის ზოგიერთი მაჩვენებელი. შედეგების თანახმად, დაქვეითება 1994-1990 წლებში დაიწყო და დღესაც გრძელდება. კლება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, მისი დონე თვალში საცემია. მეცნიერთა აზრით, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ბავშვები ემოციურად და ვერბალურად ნაკლებად აქტიურები, ნაკლებად ენერგიულები, ნაკლებად მოლაპარაკეები გახდნენ; მათ ცუდი იუმორის გრძნობა და ცუდად განვითარებული წარმოსახვის უნარი აქვთ, უფრო კონსერვატიულები არიან, ნაკლებად ცოცხლები, აზრიანები, უფრო და უფრო ნაკლებად უკავშირებენ ერთმანეთს ერთი შეხედვით დაუკავშირებელ საგნებს, ნაკლებად შესწევთ სინთეზისა და საგნებისა თუ მოვლენების ორიგინალური კუთხით დანახვის უნარი. მეცნიერული კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ დაქვეითებულია კრეატიულობის ყველა მაჩვენებელი, მაგრამ ყველაზე მეტი დაქვეითება აღინიშნება მაჩვენებელში, რომელსაც “შემოქმედებითი შემუშავება” ეწოდება. ეს მაჩვენებელი აფასებს პიროვნების მიერ გარკვეული იდეის ახალი, საინტერესო კუთხით განხილვის უნარს. 1984-იდან 2008 წლამდე პერიოდში “შემოქმედებითი შემუშავების” საშუალო ქულა ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის - საბავშვო ბაღიდან გამოსაშვებ კლასამდე - დაქვეითდა ერთი სტანდარტული გადახრით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მაჩვენებლის მიხედვით, ბავშვების 85%-მა უფრო დაბალი ქულა მიიღო,  ვიდრე 1984 წელს. დაუჯერებელია!შესაძლოა გაჩნდეს შეკითხვა - როგორ შეიძლება საერთოდ კრეატიულობის შეფასება? განმარტების თანახმად, არც ერთი ტესტი, რომლის კითხვებზეც ერთი სწორი პასუხი არსებობს, არ არის ტესტი კრეატიულობაზე. 1950-იანი წლების ბოლოს მინესოტის უნივერსიტეტის პედაგოგმა პოლ ტორენსმა ტესტები შეიმუშავა. იმ პერიოდისთვის ამერიკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ტექნიკური დისციპლინების ნიჭის მქონე ბავშვების გამოვლენას და მათ შემდგომ განვითარებაზე ზრუნვას. იმ დროს, როცა ტორენსის კოლეგების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებული იყო ინტელექტის სტანდარტული მაჩვენებლების შესწავლაზე, ტორენსმა შემოქმედებით პოტენციალზე შეჩერება გადაწყვიტა. მისი წინა სამუშაო სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავ-გამანადგურებლებთან ცხადყოფდა, რომ კრეატიულობა მთავარი ცვლადია, სწორედ ის არის პირადი წარმატებისა და უჩვეულო პირობებთან ადაპტაციის უნარის საფუძველი. სწორედ ამიტომ დაიწყო ტორენსმა მუშაობა ისეთი ტესტების შესაქმნელად, რომლებშიც ადამიანებს სხვადასხვა ტიპის სტიმულს აძლევდნენ და სთხოვდნენ, რამე საინტერესო და ახალი ანუ კრეატიული გაეკეთებინათ. შრომის საბოლოო შედეგი იყო ტესტები, რომლებიც დღეს ტორენსის სახელს ატარებს. ამ ტესტებში ყველაზე ხშირად გამოიყენება ქაღალდზე გაკეთებული ისეთი აღნიშვნები, როგორებიცაა ტალღოვანი ხაზები, პარალელური ხაზები და წრეები. ამოცანა კი ის არის, რომ საბოლოოდ შეიქმნას სურათები, რომლებიც ამ სქემების საფუძველზე იხატება. საბოლოო გამოსახულება ფასდება ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა ორიგინალურობა, შინაარსი, იუმორი. საუკეთესო დასტური იმისა, რომ ტორენსის ტესტები მართლაც კრეატიულობას აფასებს, არის ხანგრძლივი კვლევები, რომლებიც გვიჩვენებს მჭიდრო სტატისტიკურ კორელაციას (ურთიერთკავშირს) ბავშვობაში მიღებულ ტესტირების ქულასა და შემდგომ ცხოვრებაში რეალურ მიღწევებს შორის. როგორც ტორენსის სისტემით ტესტირების შედეგების კომენტირებისას აღნიშნეს, უფრო მაღალი ქულა ჰქონდათ მათ, ვინც შემდგომში შექმნა მეტი წიგნი, ცეკვა, რადიოგადაცემა, მხატვრული ნაწარმოები, გამოფენა, კომპიუტერული პროგრამა, სარეკლამო კომპანია, ტექნიკური ინოვაცია, მუსიკალური კომპოზიცია, სახელმწიფო პოლიტიკური პროგრამა, ლიდერის პოზიცია, ლექცია თუ პროექტი. მართლაც, კრეატიული აზროვნების ტორენსის ტესტი შესაძლოა მომავალი სასიცოცხლო წარმატების საუკეთესო მაჩვენებელი იყოს. ის უფრო უკეთესია, ვიდრე ინტელექტის კოეფიციენტი, საშუალო სკოლის გამოსაშვები კლასის ნიშნები ან თანატოლთა მსჯელობა იმის თაობაზე, ვინ რას მიაღწევს.


მაშ ასე, ტორენსის ტესტით მიღებული ქულების ნაკლებობა, გამოდის, მართლაც განგაშის საფუძველია. ამ მოვლენას თავად მეცნიერები “შემოქმედებითი პოტენციალის კრიზისს” უწოდებენ. ეს ტერმინი კარგა ხანია გამოჩნდა მრავალ სტატიასა და პოპულარულ ჟურნალში. ასეთი სიურპრიზი გაგვიკეთა ჩატარებულმა კვლევებმა. თუ დავფიქრდებით, გაგვახსენდება, რომ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ, საზოგადოების წევრები, ვთრგუნავდით ბავშვების თავისუფლებას, დღითი დღე ვუმატებდით აკრძალვებს, ახლა კი აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე - შემოქმედებითი აქტივობის უნარი დაეცა! შემოქმედებითი პოტენციალი თავისუფალ გარემოში ყვავის და ითრგუნება მუდმივი კონტროლისას, შეფასებისას, დამორჩილების მიზნით მოზრდილის ხელმძღვანელობისას და ზეწოლისას. ეს ყველაფერი ბავშვების ცხოვრებას ჩვენს დროშიც კი ზღუდავს. რეალურ ცხოვრებაში ძალიან ცოტა შეკითხვაზე არსებობს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი, პრობლემათა მცირე ნაწილს აქვს გადაჭრის მხოლოდ ერთი გზა. სწორედ ამიტომ ენიჭება კრეატიულობას დიდი მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებაში წარმატებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ უფრო და უფრო მეტად მივერეკებით ბავშვებს საგანმანათლებლო სისტემის ჩარჩოებში, რაც მხოლოდ ერთ სწორ პასუხს და პრობლემის გადაჭრის ერთ გზას გულისხმობს. ზოგჯერ სისტემა ბავშვს (და მასწავლებელსაც კი!) კიდეც სჯის სხვა პასუხის პოვნის მცდელობისთვის. გარდა ამისა, ჩვენ უფრო და უფრო ვართმევთ ბავშვებს თავისუფალ დროს, რის გამოც მათ აღარ აქვთ საშუალება ითამაშონ, გარემო გამოიკვლიონ, მოიწყინონ, მოწყენილობა დაძლიონ, მოითმინონ წარუმატებლობა, გმირულად გადაიტანონ ის - ერთი სიტყვით, აკეთონ ყველაფერი, რაც აუცილებელია შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციისათვის. შესაძლოა, უცნაური და მიუღებელი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ კრეატიულობა სწორედ არაკონტროლირებულ და თავისუფალ გარემოში ყვავის. არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ თავისუფლება, გამუდმებული შეფასებებისგან თავისუფლების ჩათვლით, არსებითი ელემენტია კრეატიულობის აყვავებისთვის. აღზრდა ზედმეტი კონტროლისა და მართვის გარეშე მომავალში კრეატიულობის საწინდარია. როგორც ხანგრძლივი კვლევების შედეგებმა უჩვენა, ბავშვები, რომელთა მშობლებიც არ ცდილობდნენ მათ სრულ კონტროლს და არ გამოთქვამდნენ მათი შეფასებების შემცველ ფრაზებს, მოგვიანებით უფრო მეტ შემოქმედებით უნარს ამჟღავნებდნენ, ვიდრე მკაცრი მშობლების შვილები, რომელთაც მშობელთა მკაცრი შეფასებები ესმოდათ და განსხვავებულად აზროვნების საშუალება არ ჰქონდათ.  70-80-იან წლებში ჩატარდა კლასიკური კვლევა, რომელიც აფასებდა სკოლამდელ ბავშვთა მშობლების აღზრდის მეთოდებსა და მათ მოლოდინებს. შეფასება ჩატარდა მოგვიანებითაც, როცა ბავშვები უკვე მე-6, მერე  კი მე-9 კლასში იყვნენ. ვიდრე ბავშვები სკოლამდელი ასაკისა იყვნენ, მშობლებს აფასებდნენ ბავშვების კონტროლის მიხედვით ლაბორატორიული დაკვირვებისას და თავად მშობლებსაც სთხოვდნენ, შეეფასებინათ აღზრდის საკუთარი სტილი. აღზრდის თავისუფალ სტილს ადასტურებდა შემდეგი ფრაზები:

  • პატივს ვცემ ჩემი შვილის აზრს და ვემხრობი მის გამოხატვას.
  • მიმაჩნია, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს დრო, რათა იფიქროს, იოცნებოს და ცოტა ხანს იუსაქმუროს.
  • უფლებას ვაძლევ ბავშვს, გადაწყვეტილებები თავად მიიღოს.

აღზრდის ავტორიტარულ სტილს მოწმობდა ფრაზები:

  • ბავშვს უფლებას არ მივცემ, გამიბრაზდეს.
  • ვცდილობ, ჩემი შვილი შორს იყოს იმ ბავშვებისა და ოჯახებისგან, რომელთა ფასეულობებიც მიუღებლად მიმაჩნია.
  • ბავშვს საშუალებას არ მივცემ, ჩემს აზრს ეჭვით შეხედოს.

რამდენიმე წლის შემდეგ ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის პედაგოგიური შეფასება მოიცავდა შემდეგ პუნქტებს:

  • იჩენს გამომგონებლობას და საზრიანობას, როცა ახალ საქმიანობას სთავაზობენ.
  • ცნობისმოყვარეა, ისწრაფვის ახალი გამოცდილების მიღებისკენ.
  • საინტერესო ბავშვია, ყურადღებას იმსახურებს.
  • ძალიან გატაცებულია იმით, რასაც აკეთებს.
  • ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ.
  • დამოუკიდებელია, აქვს თავისი თავის რწმენა.

კვლევის შედეგები თვალსაჩინო იყო. ის ბავშვები, რომელთაც მშობლები მეტ თავისუფლება აძლევდნენ, უფრო დიდ შემოქმედებით პოტენციალს ამჟღავნებდნენ, ვიდრე აღზრდის ავტორიტარული სტილის მიმდევარი მშობლების შვილები. შეფასების მოლოდინი აფერხებს შემოქმედებით მიდგომას. ბრანდეისის უნივერსიტეტის მრავალრიცხოვან ექსპერიმენტში ფსიქოლოგები ეძებდნენ იმ პირობებს, რომლებიც ზრდის ან ამცირებს შემოქმედებით პოტენციალს. ტიპური ექსპერიმენტის მონაწილეებს - ზოგჯერ ბავშვებს, ზოგჯერ კი დიდებს - სთხოვდნენ შეექმნათ შემოქმედებითი პროდუქტი. ექსპერიმენტის ხასიათის მიხედვით, ეს შესაძლოა ყოფილიყო კოლაჟი, ლექსი, პატარა მოთხრობა. სპეციალისტთა ჯგუფი აფასებდა კრეატიულობას. თუმცა აქვე დავძენთ, რომ შემოქმედებითი პოტენციალის შეფასება რთულია, თუმცა მისი ამოცნობა ნამდვილად შეიძლება. შემფასებელნი თავიანთ დასკვნებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აკეთებდნენ.


ორიგინალობა ფასდებოდა როგორც კრეატიულობა. ამ ექსპერიმენტთა ნაწილში მონაწილეებს ეუბნებოდნენ, რომ მათ შედეგებს შეაფასებდნენ ექსპერტები. გარდა ამისა, აღნიშნული იყო, რომ წარმატებული მონაწილეები მიიღებდნენ პრიზებს. სხვა მონაწილეებს კი არავითარ პირობას არ უდებდნენ. შედეგი ლოგიკური იყო - ყველა შემთხვევაში უკეთეს შედეგებს აჩვენებდა ის ჯგუფი, რომლის წევრებსაც არაფერს ეუბნებოდნენ შეფასებისა თუ დაჯილდოების შესახებ. მათთვის ეს ყველაფერი იყო თამაში, რასაც შედეგთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. როცა ვასრულებთ დავალებას ფიზიკური ძალის გამოყენებით ან რაიმე კონკრეტულ საქმიანობას (მაგალითად ლობიოს მარცვლების დათვლა), შედეგი მაშინაა უკეთესი, როცა შეფასებას ან ჯილდოს ველოდებით. იმ ამოცანის გადაწყვეტა კი, რომლისთვისაც კრეატიულობა, ახალი ხედვა ან რაიმე ახლის შესწავლაა საჭირო, მოითხოვს უბრალოდ თამაშს, შედეგსა და შეფასებაზე ორიენტაციის, ყოველგვარი შიშისა და სტრესის გარეშე. შეფასების მოლოდინი, როგორც წესი, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მიზეზი მარტივია - ჩვენ გვინდა, შთაბეჭდილება მოვახდინოთ ჩვენს შემფასებელზე. ეს ძალისხმევა კი შემოქმედებით აქტივობას ახშობს. აAდამიანი ვერ გახდება უფრო კრეატიული, თუნდაც “ძალიან მოინდომოს”. კრეატიული რომ გახდე, საკუთარ თავს უნდა მოსცილდე და მისცე ქვეცნობიერ პროცესებს თავისუფლება. სწორედ ქვეცნობიერი ქმნის არაჩვეულებრივ ასოციაციებს, ახალ იდეებს. ეს არაცნობიერი პროცესები ყველაზე უკეთ მაშინ მუშაობენ, როცა ვთამაშობთ და არა ქებისა თუ სხვა ჯილდოსათვის მუშაობისას. თამაში და დაძაბვა - ორი საპირისპირო ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამოცანათა გადაჭრის პროცესზე ემოციათა ზეგავლენის შესწავლისას მრავალი კვლევის საფუძველზე ფსიქოლოგმა ბარბარა ფრედრიქსონმა აღმოაჩინა პრობლემა, რომელსაც “შემეცნების გაფართოებისა და შემოქმედებისთვის დადებითი ემოციების თეორია” უწოდა. ამ თეორიის თანახმად, დადებითი ემოციები ამდიდრებენ ჩვენს ცნობიერებასა და აღქმას, საშუალებას გვაძლევენ დავინახოთ ის, რასაც ადრე ვერ ვხედავდით, შევაერთოთ ინფორმაცია და აზროვნება ახალი საინტერესო და სასარგებლო ხერხით. არსებობს პირუკუ მოვლენაც - უარყოფითი ემოციები ზღუდავენ ჩვენს აღქმასა და ცნობიერებას. ამ დროს ჩვენ უპირველეს ყოვლისა, კონცენტრირებული ვართ უარყოფითი ემოციის წყაროზე. ეს შეიძლება იყოს მტაცებელი ცხოველი, დაუძინებელი მტერი, ჩვენი ქმედებების შემფასებელი თუ ცუდი შედეგის შიში. გრძნობისა და ფიქრის ორივე სახე სასარგებლოა, ორივე მათგანი ბუნებრივი გადარჩევის შედეგია. როცა ჩვენს სიცოცხლეს უშუალო საფრთხე არ ემუქრება, ტვინს ვიყენებთ საკუთარი თავისა და გარემოს გასაუმჯობესებლად, იმისთვის, რომ შევისწავლოთ, შევქმნათ, ვიპოვოთ ამოცანათა გადაჭრის ახალი გზები, დავეხმაროთ ერთმანეთს. პირიქით, როცა ვხვდებით უშუალო ფიზიკურ საფრთხეს, ტვინს ვიყენებთ სიცოცხლის გადასარჩენად. თუ ვეფხვი გამოგეკიდათ, შეეცდებით, ყველა ცნობილი ხერხით დააღწიოთ თავი და ახალი გზების ძიებას არ დაიწყებთ. მიზეზი მარტივია - კრეატიული, ახალი მეთოდის გამოყენებისას ყოველთვის არის მარცხის რისკი. ჩვენ კი ბიოლოგიურად ისე ვართ მოწყობილნი, რომ სარისკო მომენტში უცებ “გამოვრთავთ” შემოქმედებით მიდგომას და ნაცად ხერხს მივმართავთ. შეფასება, რომელსაც იგივე შედეგი მოსდევს, რაც სასკოლო შეფასებას, მუქარაა. ის ავიწროებს თვალსაწიერს და აფერხებს შემოქმედებით პროცესებს. ის ამუხრუჭებს სწრაფვას ახალი ცოდნისაკენ, არსის გაგების უნარს, კრეატიულ მიდგომას. ეს არის ის პროცესები, რომლებსაც სკოლა უნდა ავითარებდეს. დადებითი განწყობილება, რომელიც აფართოებს აღქმას და შემოქმედებით აქტივობას, არის სათამაშო განწყობილება. პროცესის თამაშად აღქმის უნარი თავისი არსით არის პირობა, რომლის დროსაც ჩვენ არ გვეშინია წარუმატებლობის და ვგრძნობთ თავისუფლებას ახალი კრეატიული ნაბიჯების გადადგმისას. სწორედ თამაშის დროს ვაძლევთ საშუალებას წარმოსახვას, ლოგიკას შეუერთდეს. ამ ყოველივეს თუ კარგად გავიაზრებთ და გავითვალისწინებთ, აღარ გაგვაოცებს ის ფაქტი, რომ ბავშვები ნაკლებად კრეატიულები გახდნენ მას შემდეგ, რაც ტესტირებასა და შეფასებებზე გახდნენ ორიენტირებულნი. “მათ , ვისაც სასკოლო განათლებისადმი სერიოზული დამოკიდებულება აქვს, მუდმივი კონტროლი და ტესტირებები დაძაბულ ნერვულ გარემოს უქმნის. მოსწავლის ტვინი საფრთხეზეა ორიენტირებული. როგორ დავწერ საკონტროლოს? როგორ შემაფასებს მასწავლებელი? მუდმივად უტრიალებს გონებაში კითხვა. ასეთ პირობებში კრეატიული იყო, მართლაც ძნელია”, - დასძენს პიტერ გრეი.