თაობათა კავშირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თაობათა კავშირი

ბავშვებთან ურთიერთობას სისტემური და თანმიმდევრული ხასიათი უნდა ჰქონდეს. მათთვის ზედმეტი თავისუფლების მიცემა, ნებაზე მიშვება კარგს არაფერს მოიტანს. საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა - ბავშვის ფსიქიკა სუფთა დაფაა და მასზე იწერება ავიც და კარგიც, მაგრამ ცარცით კი არა, არამედ ისე ამოიტვიფრება, რომ მომავალში მისი ამოწვაც კი ჭირს. ასე რომ, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ პიროვნებად გავზრდით ახალშობილს. ბავშვი იზრდება ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში... არაერთხელ გაგვიგონია: “სკოლამ გამიფუჭა”, “ცუდმა მეგობარმა დამიღუპა”, “ქუჩამ გადამირია”, “დედა ნახე, მამა ნახე”... მაგრამ ამ სიტყვების მთქმელს აზრადაც არ მოსდის, რომ ყველგან ჩვენ ვართ - შინაც, ქუჩაშიც, სკოლაშიც, და ბავშვიც ჩვენგან იღებს მაგალითს. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს სურს, შვილი საუკეთესოდ აღზარდოს, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს ამას, რაც ორი რამის ბრალია: ჯერ ერთი, ყველამ არ იცის, როგორ გახადოს აღსაზრდელი კარგი, მეორე - დედაშვილური გრძნობები არცთუ იშვიათად ეგოიზმის ნაჭუჭში აქცევს მშობელს და თავკერძას ხდის. საკუთარ შვილს ბევრი ადვილად აპატიებს იმას, რასაც სხვისას არავითარ შემთხვევაში არ შეარჩენდა. ბავშვისთვის დედ-მამა ავტორიტეტია, მშობლის ავტორიტეტი კი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს აღზრდაში. ოღონდ ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას:  ბავშვს გაზვიადებული წარმოდგენა აქვს მშობლებზე. დედა ამქვეყნად ყველაზე ლამაზია, მამა - ყველაზე ჭკვიანი და ღონიერი. იგი მწვავედ განიცდის დედ-მამის მისამართით გამოთქმულ თუნდაც სამართლიან საყვედურს. ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ანტონ მაკარენკო მშობელთა ავტორიტეტის რამდენიმე სახეობას განიხილავს:

  • ჩახშობის ავტორიტეტი - მშობელი მუდამ ბრაზობს, ყვირის, წამდაუწუმ ჯოხს ან ქამარს წამოავლებს ხელს, შეკითხვებს უხეშად პასუხობს ან სულაც უპასუხოდ ტოვებს, შვილს მცირე დანაშაულისთვისაც კი სასტიკად სჯის. შვილები ასეთ მშობლებს ხშირად ატყუებენ, რადგან იციან - უბრალო ბავშვურ შეცდომასაც კი მკაცრი ანგარიშსწორება მოჰყვება. ასეთი აღზრდის შედეგად ბავშვი ნორმალურ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება.
  • მანძილის ავტორიტეტი - დედ-მამას ჰგონია, რომ თუ ბავშვისგან თავს შორს დაიჭერენ, უფრო მორჩილი შვილი ეყოლებათ. ასეა მეტწილად ისეთ ოჯახებში, სადაც მამა კაბინეტშია ჩაკეტილი, დედა მუდამ საქმიანობს, ბავშვი კი ღვთის ანაბარაა მიტოვებული. ასეთი დისტანციური ურთიერთობა სარგებლობას ვერ მოუტანს მომავალ თაობას.
  • ყოყოჩობის ავტორიტეტი - ბავშვებისგან ხშირად გაიგონებთ: “მამაჩემი უფროსია”, “დედაჩემი მინისტრის დაა”, “მამაჩემი პარლამენტარებს კარგად იცნობს” და ა.შ. ეს მშობლების გავლენაა. თუ მოქალაქეს აქვს დამსახურება საზოგადოების წინაშე, იგი ღირსეულად ფასდება, მაგრამ ზოგიერთი აჭარბებს, თავი ყოვლისშემძლე ჰგონია, ამას არ მალავს, თავი ქედმაღლურად უჭირავს და შვილებიც ყოყოჩობენ. ასეთი მშობლები ვერ ხედავენ ან ვერ იცლიან იმის დასანახად, რა გზით მიდიან მათი შვილები.
  • პედანტიზმის ავტორიტეტი. ამ შემთხვევაში დედ-მამას მიაჩნია, რომ ბავშვმა მშობლის ყოველი სიტყვა უყოყმანოდ უნდა შეასრულოს, თანაც სჯეროდეს, რომ მშობლის ყოველი აზრი სწორია. მაგალითად, თუ მამამ თქვა, რომ ეს წიგნი არ ვარგა, შვილმაც იგივე უნდა გაიმეოროს, თუნდაც წიგნი მოსწონდეს. ან ასეთი მაგალითი: მშობელმა შვილის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ გაირკვა, რომ ბავშვი არ ყოფილა დამნაშავე; მშობელი იხტიბარს არ იტეხს დ მაინც სჯის შვილს. ასეთი  მშობლები ვერ მოიხვეჭენ ავტორიტეტს, ბავშვი კი ღვარძლიანი და ბოროტი გაიზრდება.
  • არიან მშობლები, რომლებიც განუწყვეტელი დარიგებით სიცოცხლეს უმწარებენ ბავშვებს. ამას რეზონიორობის ავტორიტეტს უწოდებენ. ასეთ მშობლებს ჰგონიათ, რომ დიდი ავტორიტეტი აქვთ შვილების თვალში. დგას მორჩილად პატარა და დედის ნოტაციას უსმენს, ამ დროს კი ეზოში თანატოლები ელოდებიან. ასეთ მშობლებს ავიწყდებათ, რომ მათ წინ ბავშვია, მას კი თავისი სამყარო აქვს და მისი პატივისცემა ყველას ვალია, მით უმეტეს - მშობლებისა.
  • მეტად ყალბი, მაგრამ გავრცელებული ავტორიტეტია სიყვარულის ავტორიტეტი. დაუსრულებელი ალერსი, მუდამ დათმობაზე წასვლა აფუჭებს ბავშვს, პატარაობიდანვე აჩვევს პირფერობას, არაგულწრფელობას, ეგოიზმს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, არ დავთმოთ, სადაც არ არის დასათმობი.
  • არსებობს მეგობრობისა და მოსყიდვის მცდარი ავტორიტეტებიც. პირველ შემთხვევაში ბავშვები და მშობლები ახლო მეგობრებად მიიჩნევენ ერთმანეთს, არ არის დაცული დისტანცია. თუ მეგობრობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, აღზრდა წყდება და იწყება საპირისპირო პროცესი - შვილები იწყებენ მშობლების “აღზრდას”. რაც შეეხება მეორე სახეობას, ბავშვი მშობლებს ყოველგვარი დაპირების გარეშე უნდა უჯერებდეს. “თუ პურს მოიტან, კინოს ფულს მოგცემ”, “თუ სახლს დაალაგებ, დაბადების დღეზე გაგიშვებ”, “თუ დამიჯერებ, საჩუქარს გიყიდი” და ა.შ. ბავშვის წახალისება შეიძლება, მაგრამ გონივრულად.

მაშ, რაში მდგომარეობს მშობლის ნამდვილი ავტორიტეტი? მაგალითის ძალა - აი, რა არის ჯანსაღი ავტორიტეტის სათავე.