საოცრებები ჩვენ ირგვლივ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საოცრებები ჩვენ ირგვლივ

თუ გსურთ, პატარა ბავშვს ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები განუვითაროთ, უნდა გამოიყენოთ ყველა საოჯახო ნივთი და, რასაკვირველია, ფანტაზია. მაგალითად, განმავითარებელი სათამაშო შეიძლება დაამზადოთ ცარიელი პლასტმასის ბოთლებისა და ქილებისგან ან მოზრდილი ფლაკონებისგან, რომლებსაც თავსახური ეხურება. ასეთი ნივთები ყველა ოჯახში მრავლადაა. მათი წყალობით ბავშვი ისწავლის არა მარტო თავსახურის მოშვება-მოჭერას, არამედ მოძრაობის სიზუსტესაც შეიძენს. შეიძლება გამოვიყენოთ მსუბუქი ლითონის ქილებიც, ოღონდ - თუ მჭრელი კიდეები არ აქვთ. პატარებს ძალიან მოსწონთ ხმა, რომელსაც სხვადასხვა ნივთი ლითონის ქილაში ან კოლოფში ჩაგდებისას გამოსცემს. მუყაოს მილი, რომელიც საყოფაცხოვრებო ფოლგის რულონიდან რჩება, შეიძლება “ჭოგრიტად” ვაქციოთ: დავათვალიეროთ სხვადასხვა ნივთი, თვალებში შევხედოთ ერთმანეთს. მილი შეიძლება ვაქციოთ საყვირადაც, ხმამაღლა ჩავძახოთ შიგ, ანდა ყურთან მივიტანოთ და სხვადასხვა ტონით ვიჩურჩულოთ. ეს ხელს შეუწყობს სმენის, ყურადღებისა და წარმოსახვის განვითარებას. პლასტმასის ცარიელი ქილებისგან “ოჯახური წარმოების” შესანიშნავი სათამაშოები გამოდის. ეს ქილები, შეიძლება ითქვას, უნივერსალურია, რადგან ათასნაირი განმავითარებელი სათამაშოს დამზადების საშუალებას იძლევა. მაგალითად, შეიძლება, შიგ სხვადასხვა მარცვლეული ჩავყაროთ და პატარა ბავშვს განსხვავებული ხმები მოვასმენინოთ. უვნებელი ნივთიერებები - დაფნა, ყავა, დარიჩინი - ყნოსვას ავითარებს. სხვადასხვა ზომის ყუთებით ბავშვს შეიძლება ავუხსნათ, რას ნიშნავს დიდი და პატარა, მძიმე და მსუბუქი. თუ ქილის თავსახურზე პატარა ჭრილს გავაკეთებთ, მასში შეიძლება ჩავყაროთ ლობიო, თხილი...  ამგვარი თამაშობანი ავითარებს ყურადღებასა და წარმოსახვას, ორიენტაციასა და წვრილ მოტორიკას, სმენას, მხედველობას, ყნოსვას, დაბოლოს, დადებითად აისახება ბავშვის ხასიათის ფორმირებაზე, გამოუმუშავებს მას ნებისყოფასა და მუყაითობას.

ჯადოსნური ტომარა

ასეთი ტომრის მეშვეობით ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ საგნების შეხებით ამოცნობა. აჯობებს, ტომარა ლამაზი ქსოვილისგან ან ქსოვილის ნაკუწებისგან შევკეროთ. მასში შეიძლება ჩავყაროთ პატარა ბურთი, კუბი,  უბრალო ბეჭედი, გირჩა, რკო, ქვა. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც არ წარმოადგენს მატერიალურ ღირებულებას და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. შესთავაზეთ პატარას, ტომარაში ხელი ჩაყოს და ნაპოვნი ნივთი დაასახელოს. ბუნებრივია, ასეთ თამაშს უფროსი უნდა ადევნებდეს თვალყურს.

ჯადოსნური ხალიჩა

აიღეთ 1-1,5 მეტრი სიგრძის სქელი ქსოვილი, მასზე ფერადი ძაფებით დააკერეთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ღილები და ქსოვილის ნაკუწები - შალი, ხავერდი, ბეწვი... ხოლო შუაში, ზიგზაგისებურად ან სპირალურად - ლენტი. ბავშვისთვის ძალიან საინტერესო იქნება ხალიჩის თვალიერება და შეხება. ამ გზით ფორმირდება ტაქტილური და მხედველობითი აღქმა, ცნობისმოყვარეობა, ესთეტიკური გემოვნება. სასარგებლოა ასეთ ხალიჩაზე ფეხშიშველა სიარულიც. ტერფების ასეთი “მასაჟი” სასარგებლოა ინტელექტუალური განვითარებისთვის.

ზღაპრული ქოხი

ნუ იჩქარებთ მუყაოს ყუთის გადაგდებას - მისგან შეიძლება დავამზადოთ თოჯინების სახლი, დიდი ყუთისაგან კი “ნამდვილი” ქოხიც, რომელშიც ბავშვი ითამაშებს ან დაიმალება. კარ-ფანჯარა მჭრელი  დანით გამოჭერით, ხოლო მუყაოს ნარჩენებისაგან სახურავი გააკეთეთ. ქოხი მორთეთ ფერადი ქაღალდებით, ფოლგით, ღია ბარათებით, შეგიძლიათ, შიგ სათამაშო ავეჯიც დადგათ. დაინახავთ, რა კმაყოფილი დარჩება ბავშვი, თქვენ კი საკუთარი ნახელავით იამაყებთ.