სამი წლიდან უკვე გვიანია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამი წლიდან უკვე გვიანია!

კომპანია sony-ს დამფუძნებელი, ორგანიზაცია “ტალანტების სწავლების” დირექტორი, სამი შვილის მზრუნველი მამა დიდი პატრიოტი იყო. ის ოცნებობდა, გამოეყვანა თავისი ქვეყანა მე-20 საუკუნის შუა წლებში გაჭიანურებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან. მასარუ იბუკამ შეისწავლა სასკოლო განათლებისა და აღზრდის სისტემა და მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა პრობლემის სათავე, რომელთანაც საზოგადოებას უხდება შეჯახება, უნდა ვეძებოთ არა სკოლაში, არამედ ადრეულ ბავშვობაში, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდაში. ბავშვი გამაოგნებელი სისწრაფით იზრდება - როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივადაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარების სწორი სტიმულირება განვითარების ყოველ საფეხურზე. მასარუ იბუკას ნოვატორული მეთოდი იშვა ბავშვების აღზრდის პირადი გამოცდილებიდან და არა პედაგოგიკის ისეთ კორიფეთა ნაშრომებიდან, როგორებიც იყვნენ მარია მონტესორი, გლენ დომანი და შინიჩი სუძუკი. მალე იბუკას სისტემა პოპულარული გახდა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. იბუკამ გამოსცა წიგნი “სამი წლის შემდეგ უკვე გვიან იქნება”, რომელშიც ის ასაბუთებს, რომ საფუძველი ბავშვის მომავალ წარმატებას დაბადებიდან სამ წლამდე ეყრება. ამ პერიოდში შეძენილი ცოდნა სიცოცხლის ბოლომდე რჩება, ამიტომ მშობლების მთავარი ამოცანაა, არ მისცენ ბავშვის ნიჭსა და უნარებს გაქრობის საშუალება, ხელი შეუწყონ მათ გაფურჩქვნას. მთავარი, რაც უნდა ახსოვდეს ყველა მშობელს: ადრეული განვითარება არ ისახავს მიზნად გენიოსის აღზრდას; ის მიმართული უნდა იყოს ჰარმონიული, ბედნიერი და წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბებისკენ. არც ერთი ბავშვი არც გენიოსი იბადება და არც გონებრივად ჩამორჩენილი; ყველას შეუძლია კარგად სწავლა. ყველაფერი სწავლების მეთოდზეა დამოკიდებული. ეს ეხება იმ ბავშვებსაც, რომლებიც ექიმებმა გონებრივად ჩამორჩენილებად აღიარეს. მათ შესახებ იბუკა წერს: “ადრეულმა განვითარებამ მათ გვერდი არ უნდა აუაროს. მათივე რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც შეიძლება ადრე უნდა განისაზღვროს მათი ნაკლოვანებები, რათა ადრეული განვითარების ტექნიკის დახმარებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მოხდეს მათი კომპენსირება”. ნებისმიერი ბავშვი, თუ მივცემთ იმას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა, გაიზრდება გონიერი, მოაზროვნე და მტკიცე ხასიათისა. მთავარია, ხელიდან არ გავუშვათ მომენტი, როცა პატარა მზადაა, აღიქვას ინფორმაცია სრული მოცულობით.

აღზრდის პრინციპები

მასარუ იბუკა წერს: “იმისთვის, რომ ჩვენმა პატარებმა ზრდის პროცესში თავისუფლად ილაპარაკონ რამდენიმე ენაზე, კარგად იცურონ, იჯირითონ, დაუკრან ვიოლინოზე და ყველაფერი ეს გააკეთონ მაღალპროფესიონალურ დონეზე, საჭიროა, ისინი უყვარდეთ (რასაც ვაკეთებთ კიდეც), პატივი სცენ (რასაც იშვიათად ვაკეთებთ) და მისცენ ყველაფრის საშუალება, რისი სწავლებაც მათთვის სურთ”. აღზრდისას უფროსები მრავალ შეცდომას უშვებენ. მთავარი შეცდომაა სიმკაცრისა და ყველაფრის უფლების მიცემის პერიოდების მონაცვლეობა. დღესაც კი ბევრი ფსიქოლოგი და პედაგოგი, განსაკუთრებით - ისინი, რომლებსაც პროგრესულად მოაზროვნეებს უწოდებენ, მიიჩნევს, რომ ზედმეტი ინფორმაცია უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე და უფრო ბუნებრივია, ის საკუთარ თავს მივანდოთ. მასარუ იბუკას აზრით, ყველაფერი პირიქით უნდა იყოს:

  • მშობელთა გავლენა ბავშვზე საბავშვო ბაღის ასაკამდე უნდა შეწყდეს; ადრეულ ასაკში - ჩაურევლობამ, შემდგომ კი ზეწოლამ მოგვიანებით შესაძლოა ჩაკლას ბავშვის შესაძლებლობები, ტალანტი, გამოიწვიოს პროტესტი;
  • არ შეიძლება ბავშვის თავისუფლების, თავისუფალი ნების იგნორირება. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია რისკი, დავთესოთ მასში საკუთარი თავისადმი სამუდამო ეჭვი. მშობლების ვალია, ჩაუნერგონ შვილს საკუთარი თავის რწმენა, მისცენ ფართო არჩევანი, რათა მან თავად გადაწყვიტოს, საით ისწრაფოდეს.

გაგრძელება