სამი წლიდან უკვე გვიანია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამი წლიდან უკვე გვიანია!

  • ნურასოდეს დაელაპარაკებით ბავშვს ენის მოჩლექით. როცა უფროსები ბავშვს ესაუბრებიან “ბავშვურ” ენაზე, მიაჩნიათ, რომ მას სხვა ენა არ ესმის, ფერხდება სწორი ენობრივი ჩვევების ფორმირება.
  • ბავშვის იგნორირება უარესია, ვიდრე განებივრება. ჩვენთვის ცნობილია უამრავი მაგალითი იმისა, რომ განებივრებული და ზედმეტი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვი ნერვულ და მორცხვ, შებოჭილ პიროვნებად ვითარდება. მიუხედავად ამისა, სიყვარულსა და მზრუნველობაში აღზრდილი ბავშვები უკეთ ახერხებენ საზოგადოებასთან ადაპტაციას და უფრო გაწონასწორებულ და კეთილგანწყობილ ადამიანებადაც იზრდებიან.
  • ბავშვი დედ-მამამ ერთად უნდა აღზარდოს. შეუძლებელია კარგი ადამიანის აღზრდა ოჯახში, სადაც ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ძალისხმევა მხოლოდ დედის მხრებზე გადადის. ვერავითარმა მოუცლელობამ თუ დაღლილობამ ხელი ვერ უნდა შეუშალოს მამებს შვილებთან ურთიერთობაში. მათ აუცილებლად უნდა გამონახონ დრო თავიანთ პატარებთან კონტაქტისთვის.
  • ბავშვის უხასიათობას თავისი მიზეზი აქვს. თუ მშობლები უგულებელყოფენ ბავშვის გრძნობებს, პატარას დაუკმაყოფილებლობის განცდა ექნება. მშობლებმა კი არ უნდა დათრგუნონ უხასიათობა, არამედ მიაგნონ მის მიზეზს და აღმოფხვრან.
  • უმჯობესია, შევაქოთ ბავშვი, ვიდრე გავკიცხოთ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა აუცილებელია ბავშვის დატუქსვა, მისი იძულება რაიმე მოქმედებისთვის, მაგრამ, საზოგადოდ, უკეთესი იქნება, თუ რთულ სიტუაციაში ბავშვს არჩევანის საშუალებას მივცემთ ან დავარწმუნებთ. თუ პატარა ხევს გაზეთს, რომელიც თქვენ ჯერ არ წაგიკითხავთ, ნაცვლად იმისა, რომ ხელიდან გამოგლიჯოთ ის ან ხელში ჩაარტყათ, ძველი გაზეთი მიაწოდეთ. თუ ბავშვს უბრალოდ წაართმევთ გაზეთს, ამით ჩაკლავთ მასში მოქმედების ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს.
  • ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდაა. აქტიური მშობლების უსიტყვო მაგალითიც კი უფრო ქმედითია, ვიდრე არააქტიურთა ბრძანებები და მითითებები. ბავშვები ბაძავენ ან იმეორებენ არა სიტყვებს, რომლებიც ესმით, არამედ საქციელს, რომელსაც ხედავენ, ამიტომ უბიძგეთ ბავშვს მოქმედებისკენ პირადი მაგალითით.

და გახსოვდეთ: მთავარია არა პირველობა, არამედ ბედნიერება. ჩვილების აღზრდის მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რით შეიძლება შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას:

  • ხშირად აიყვანეთ ხელში;
  • თამამად ჩაიწვინეთ საწოლში;
  • არასოდეს უგულებელყოთ მისი ტირილი;
  • მამას ხშირად უნდა ჰქონდეს ბავშვთან ურთიერთობა;
  • რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით უკეთესად ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან;
  • ბებიისა და ბაბუის არსებობა დიდი სტიმულია ბავშვის განვითარებისთვის;
  • წაახალისეთ ბავშვების ერთმანეთთან ურთიერთობა. სხვა ბავშვთან ჩხუბიც კი ავითარებს ურთიერთობის ჩვევებს.