კლასიკური ფერწერა და მუსიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლასიკური ფერწერა და მუსიკა

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: გადაწყვიტეთ, ბავშვს აჭამოთ ის, რაც თავად არასოდეს გაგისინჯავთ, მაგრამ იცით, რომ ნამდვილად სასარგებლოა. აქებთ მას, მაგრამ პატარას არ სჯერა და ნაქებ კერძზე უარს ამბობს. რას იზამთ? მართალია! აიღებთ და ერთ ლუკმას თავად შეჭამთ, გემოთი აღფრთოვანებასაც გამოხატავთ. რას იზამს ბავშვი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია. ზოგიერთი მაშინვე აგყვებათ და თავადაც გასინჯავს კერძს, ზოგი ორიოდე დღის შემდეგ მოგბაძავთ, ზოგიც - ერთი თვის შემდეგ. ასეა ხელოვნების ნაწარმოების შემთხვევაშიც - ბავშვი მხოლოდ მაშინ დაინტერესდება, თუ თქვენი ინტერესი და სიამოვნება დაინახა. მოდი გავარკვიოთ, როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები კლასიკური ხელოვნებისაკენ. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები დაეხმარება ზარმაცებსაც, ძალზე მოუცლელებსაც და მათაც, ვისაც მიაჩნია, რომ მოვა დრო და ბავშვი თავად გაეცნობა ხელოვნების უკვდავ ნაწარმოებებს. შესაძლოა, თქვენი შვილი სულაც არ არის სამი წლის, მეტიც - ჯერ არც კი დაბადებულა ან სულაც ახლაღა გეგმავთ მის გაჩენას, მაგრამ მზადება ნამდვილად დროული იქნება. მთავარია, თავად მშობელი იყოს მზად ამ ყველაფრისათვის.

სურათები

მოძებნეთ ძველი ღია ბარათები, კალენდრები, კლასიკოსთა შედევრების რეპროდუქციები. ბუნებრივია, სურათები თავად უნდა მოგწონდეთ. ეცადეთ, ისინი ბინის იმ ნაწილში გამოფინოთ, სადაც ბავშვს ყველაზე ხშირად უწევს ყოფნა. ექსპოზიცია დროდადრო უნდა ცვალოთ. თანდათან შეამჩნევთ, რომ სულ უფრო ხშირად მოგხვდებათ ხელში ასეთი სურათები. როცა პატარა წამოიზრდება, სურათები ერთად შეარჩიეთ. ასე ყალიბდება ოჯახური რიტუალი, რომელიც პატარებს ძალიან უყვართ. შეიძლება, უფრო შორსაც წავიდეთ, მაგალითად, კლასიკოსთა ნამუშევარი კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანზე დავაყენოთ.

არქიტექტურა და სკულპტურა

შეიძლება, იგივე მეთოდი ავირჩიოთ, რაც სურათების შემთხვევაში, ოღონდ მექანიკურად ნუ შეარჩევთ - ჯობს, საკუთარ გულისთქმას მიუგდოთ ყური. შესაძლოა, სკულპტურების სურათებისთვის დერეფანი უფრო შესაფერისი აღმოჩნდეს, ხოლო პეიზაჟებისთვის - საძინებელი. მარმარილოს ანგელოზებისა და მუზების სურათები ბავშვების ოთახსაც შესანიშნავად მიესადაგება - ისინი ნამდვილად არ შეავიწროებენ დათუნიებსა და ბაჭიებს.

მუსიკა

კლასიკურ მუსიკასთან ზიარების ყველაზე მარტივი მეთოდია 10-15 წუთით რადიოს ჩართვა. ბავშვი ისმენს, ხოლო დედა საქმიანობას განაგრძობს. დასაწყისისთვის ესეც საკმარისია. მთავარია, ბავშვს არ ჰქონდეს უარყოფითი ემოცია. არსებობს კიდევ ერთი გზა: შეგიძლიათ, რამდენიმე საბავშვო სიმღერის შემდეგ დისკზე ჩაწეროთ ერთი კლასიკური ნაწარმოები. დროთა განმავლობაში ინტერვალი შეამცირეთ. არაფრის ახსნა, სწავლება არ დაგჭირდებათ - ატმოსფერო ოჯახში თავისთავად შეიცვლება, შესაბამისად, შეიცვლებით თქვენც, უფროსებიც, და ბავშვებიც. თუ ბავშვი ინიციატივას იჩენს და კითხვებს სვამს, რასაკვირველია, აუცილებლად უნდა მოუსმინოთ და უპასუხოთ, თუმცა არც ინფორმაციით გადატვირთვაა საჭირო, ერთგვარი იდუმალება უნდა დარჩეს. ეს იქნება ბიძგი ცოდნის მიღებისთვის. დროთა განმავლობაში კითხვები უფრო ღრმა და შინაარსიანი გახდება, ბავშვი მომდევნო ნაბიჯებისთვის მოემზადება. არ უნდა უგულებელვყოთ ბავშვის ემოციები. შესაძლოა, ის შეაშინოს ერთი შეხედვით უწყინარმა სურათმა, არ მოინდომოს იქ გავლა, სადაც ჰერაკლეს გმირობის ამსახველი რეპროდუქცია კიდია. ოჯახში არსებულ სიტუაციას ბავშვები ხშირად აღიქვამენ როგორც უცვლელ გარემოებას და როცა რამე არ მოსწონთ, პროტესტს არც კი გამოთქვამენ. სამაგიეროდ, ნეგატივზე ღამის კოშმარებით რეაგირებენ. ამიტომ არის აუცილებელი, გულდასმით დავაკვირდეთ პატარების ემოციებს და ინტერიერშიც შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ. ცნობილია, რომ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი მჭიდროდ არის მიჯაჭვული დედას და მის შინაგან სამყაროში არსებულ ცვლილებებს თავად გადასცემს გარემოს, ამიტომ შემდგომი ქმედებები დედის რეაქციის მიხედვით უნდა განვახორციელოთ. შეგიძლიათ გააგრძელოთ სვლა მშვენიერების სამყაროში, თუ ამჩნევთ, რომ:

  • გაგიჩნდათ საყვარელი რეპროდუქციები, რომლებსაც ხშირად მიაპყრობთ ხოლმე მზერას;
  • საგანგებოდ დაიწყეთ რეპროდუქციათა ძიება;
  • უცებ გაგიჩნდათ სურვილი, რომში წახვიდეთ და წმინდა პეტრეს ტაძარი ნახოთ;
  • კლასიკური მუსიკის მოსმენისას საათს აღარ უყურებთ და აღარ ფიქრობთ იმაზე, როდის დამთავრდება მელოდია;
  • საოჯახო საქმეებს უკვე მუსიკის თანხლებით აკეთებთ;
  • ხშირად ღიღინებთ ნაცნობ მელოდიას;
  • კლასიკურ მუსიკას უკვე ნახევარი საათის განმავლობაში და უფრო მეტხანსაც უსმენთ.