რატომ უჭირს ბავშვს დაძინება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უჭირს ბავშვს დაძინება

პათოლოგიური პროცესის მაუწყებელია, მაგრამ თუ პატარა ჯანმრთელია და არავითარი გადახრა არ აღენიშნება, ძილის დარღვევის მიზეზი მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ შთაბეჭდილებებში უნდა ვეძებოთ. როგორ დავეხმაროთ პატარას პრობლემის დაძლევაში? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება პედიატრი ქეთევან  გავაშელი

- ასაკის მატებასთან ერთად ხშირად იჩენს თავს ძილის დარღვევა - ბავშვს უჭირს ჩაძინება, ძილში შფოთავს, ხშირად იღვიძებს... რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

- ბავშვი იზრდება, შემეცნების წყურვილი უფრო და უფრო უმძაფრდება. მშობლებიც ცდილობენ, წაახალისონ მისი ცნობისმოყვარეობა, გაუფართოონ თვალსაწიერი და ათასგვარ ინფორმაციას აწვდიან შვილს; უხარიათ, რომ მათი პატარა ყველაფერს ადვილად ითვისებს, ერკვევა ტექნიკაში... სინამდვილეში აქ არაფერია საამაყო; ასეთი ცოდნა შეუფერებელია ბავშვისთვის. სწორედ ამის შედეგია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღგზნებისა და შეკავების პროცესთა წონასწორობის დარღვევა. აღგზნება სჭარბობს შეკავებას, რასაც უძილობა, მერე კი ქცევისა და ხასიათის ცვლილება მოსდევს.

- როგორ დავამშვიდოთ მოზღვავებული ინფორმაციის შედეგად აფორიაქებული ბავშვი?

- ამისთვის არ არის საჭირო მედიკამენტური ჩარევა. საკმარისია, შევასრულოთ შემდეგი რეკომენდაციები:

1. რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე მასთან ერთად, თანაც ამ დროს მეგობრებთან საუბრით კი არ უნდა ვიქცევდეთ თავს, არამედ მუდმივი კონტაქტი გვქონდეს ბავშვთან, ვეთამაშოთ, ვესაუბროთ.

2. ვეცადოთ, არ დავუგვიანოთ კვება და ძილი, თორემ გაჭირვეულდება. ჯერ დღის ძილი დაერღვევა, მერე - ღამისაც.

3. ვეცადოთ, წლამდე არ ვატაროთ სტუმრად - ხალხმრავლობა, უცხო ხალხის სიმრავლე ბავშვის ნერვული სისტემისთვის ძლიერი სტრესია.

4. დაძინებამდე ორი საათით ადრე შევწყვიტოთ ემოციური თამაშები, ჩავურთოთ მშვიდი, მელოდიური მუსიკა. ეს ყოველგვარ დამამშვიდებელ საშუალებაზე უკეთ მოქმედებს.

5. დავიცვათ ძილისწინა რიტუალი - ვაბანაოთ, ჩავაცვათ პიჟამა, ჩავაწვინოთ საწოლში, მოვუყვეთ ზღაპარს, ვუმღეროთ იავნანა. ეს ყველაფერი ყოველ ღამით გავიმეოროთ.

6. ვეცადოთ, ხშირად არ ვცვალოთ ავეჯის განლაგება იმ ოთახში, სადაც ბავშვს სძინავს - ცვლილებები პატარას აფორიაქებს და აწუხებს.

7. ვარიდოთ მძაფრ ემოციებს, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითსაც. არ დავასწროთ ოჯახურ კონფლიქტს, კამათს, უსიამოვნო საუბარს.

8. შევუქმნათ ოჯახში კომფორტული მიკროკლიმატი. ბავშვი ძალზე ფაქიზად რეაგირებს დედის ემოციებზე, გრძნობს მის განწყობას, ამიტომ ვეცადოთ, არ დავანახვოთ უგუნებობა, ბრაზი.

9. ნერვული სისტემის ძლიერ აღგზნებას იწვევს ტელევიზორი და კომპიუტერი. სამ წლამდე ბავშვს საერთოდ ნუ მისცემთ კომპიუტერზე, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონზე თამაშის უფლებას.

10. თავქვეშ ამოუდეთ ხმელი პიტნით, ცერეცოთი ან ლავანდით ამოვსებული ბალიში ან ტომსიკა. ცვალეთ ისინი და დააკვიდით ბავშვის რეაქციას - ასე დაადგენთ, რომელი არომატი უფრო მოსწონს. ურიგო არ იქნება, დაალევინოთ ძილის წინ ამავე მცენარეების ჩაი - ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ძილისთვის განაწყობს ბავშვს.

დაბოლოს, თუ პატარას ჩაძინება უჭირს, ნუ დაკარგავთ წონასწორობას, დაუყვავეთ და მოთმინებით დაელოდეთ, როდის ჩაეძინება, მერე კი გაღიზიანების მიზეზი მოძებნეთ და ეცადეთ, აღმოფხვრათ.