ხუთი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხუთი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ

1. თავის გართობა

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვებს, ისევე როგორც მოზრდილებს, დროდადრო განმარტოება სჭირდებათ. ბავშვს სიცოცხლის პირველივე თვეებიდან შეუძლია, მცირე ხნის განმავლობაში თავად გაირთოს თავი. ამისთვის დღეში 10-15 წუთი საკმარისია. ჩვილს შეუძლია, ათვალიეროს საწოლზე ჩამოკიდებული სათამაშოები, ოთახში არსებული საგნები და, საზოგადოდ, გარემო. უფრო დიდ ბავშვს შეუძლია თავი შეიქციოს ნახატებიანი წიგნების თვალიერებით, კუბებით. მთავარია, ამ დროს მარტო დარჩეს. მაგრამ მხოლოდ მანამდე, ვიდრე წყნარად ერთობა. თუ ატირდა, სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეთ მასთან - ესე იგი, პატარას მარტოობა მოსწყინდა.

2. დედის “გამოძახება”

ჩვილის ტირილით გვამცნობს, რომ დედა სჭირდება. როცა ბავშვი მარტივი მარცვლების წარმოთქმას ისწავლის (ჩვეულებრივ, 6-7 თვის ასაკისთვის), შეიძლება ვასწავლოთ, დედას ცრემლების გარეშე უხმოს. ამისთვის მამიკოს ან ბებოს დახმარება დაგვჭირდება: ვთხოვოთ დაგვიძახონ, როცა პატარას ვეთამაშებით და ჩვენც უმალვე გამოვცხადდეთ მათთან. ბავშვი თანდათან მიხვდება, რომ სასურველ შედგეს მარტო ტირილით არ აღწევენ.

3. სიფრთხილე

განსაზღვრულ ასაკში პატარა ბავშვი აქტიურად შეისწავლის გარე სამყაროს, რაც სრულიადაც არ არის უსაფრთხო. მაგალითად, ცდილობს, აძვრეს იქ, საიდანაც ხმაურით შეიძლება ჩამოვარდნა. პატარა მკვლევრისთვის თვალყურის დევნებას აზრი არ აქვს - მის ყოველ ქმედებას მაინც ვერ გავთვლით. გაცილებით ეფექტურია, ვასწავლოთ სიფრთხილე. აი, პატარა ონავარი საწოლის კიდისკენ მიცოცავს, სადაცაა, ჩამოვარდება. არ არის საჭირო მისი დაჭერა და საწყის პოზიციაზე დაბრუნება. ჯობს, ჩამოცოცება ვასწავლოთ - ჯერ ზურგი შევაქციოთ საწოლის კიდეს, მერე ფეხები ნელ-ნელა იატაკზე ჩამოვდგათ. ორი-სამი მცდელობის შემდეგ ბავშვი ყოველგვარი ტრავმის გარეშე, თავისით შეასრულებს ამ მოქმედებას.

4. “არ შეიძლება” ნიშნავს, რომ არ შეიძლება!

არ გირჩევთ პატარა ბავშვის მეტისმეტად შეზღუდვას. ხშირად ნათქვამ “არ შეიძლებას” იქამდე მივყავართ, რომ პატარა საერთოდ აღარ რეაგირებს აკრძალვაზე ან ამ აკრძალვას მხიარულ თამაშად აქცევს - ახდენს დედის პროვოცირებას, მიღებული შედეგით კი ბედნიერია. სიმკაცრე და აკრძალვა აუცილებელია, როცა ბავშვი საშიში საგნებისკენ, მაგალითად, ჩამრთველისკენ, ფანჯრისკენ, კიბისკენ, გაზქურისკენ მიიწევს. თუ გინდათ, ბავშვი რამეს არ მიეკაროს, ის, უბრალოდ, უნდა გადამალოთ.

5. დამშვიდობება

ალბათ ვერავინ დაიტრაბახებს, რომ მისი ჩვილი ღიმილით ამბობს: “გამარჯობა”, “ნახვამდის”, “გმადლობთ”, თუმცა 8-10 თვის ბავშვს ნამდვილად შეუძლია თქვას “მომე”, “არა” ან გამოთხოვებისას ხელი დაგვიქნიოს. რასაკვირველია, ამისთვის აუცილებელია, რამდენიმეჯერ აჩვენოთ პატარას, როგორ ემშვიდობებიან ერთმანეთს ადამიანები, სამაგიეროდ, შედეგი თქვენც და მასაც დიდ სიხარულს მოგგვრით.