ხელოვნება ჩვენ გარშემო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელოვნება ჩვენ გარშემო

განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, ყოველი სეირნობის დროს შეიძლება მიაპყროთ ყურადღება ხეებს, ბუჩქებს, ყვავილებს, ჩიტებს, ღრუბლებს, ძაღლებს და ნაცნობ სურათებთან მათი მსგავსება იპოვოთ. შთაბეჭდილებათა საგანძურია მზის ჩასვლის სურათი. სოფლად ან ზღვის პირას მცხოვრებ ბავშვებს, რა თქმა უნდა, შთაგონების წყარო გაცილებით მეტი აქვთ, მაგრამ თუ მოვინდომებთ, ქალაქიც საკმარის იმპულსს მოგვცემს. ერთი და იგივე ადგილი ან მოვლენა შესაძლოა სრულიად განსხვავებულ სურათებს გვაგონებდეს. ქალაქის ძველ უბნებში სეირნობისას დააკვირდით შენობათა პროპორციებს, მათ სილამაზეს. შეიძლება, ბავშვს მათი სახელებიც ვასწავლოთ. ურიგო არ იქნება, თუ პატარას გზადაგზა იმასაც ვეტყვით, ვისია ქალაქში ასე თუ ისე ცნობილი ძეგლი, ვინ არის მისი ავტორი.

სოფლად და აგარაკზე

ნაცნობი ადგილებიც შეიძლება შთაგონებისა და შთაბეჭდილებების წყაროდ იქცეს. განსაკუთრებით საინტერესოა ძველი ეკლესიის ან ციხის ნანგრევები. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, ვინ ცხოვრობდა აქ, რა ბედი ეწიათ მათ...

როცა განსაკუთრებული არაფერია

მრავალი ჩვენგანი ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ პატარა ქალაქში ან რაიონულ ცენტრში ცხოვრობს. რას შეიძლება მივაპყროთ ყურადღება? ნუთუ მხოლოდ ინტერნეტისა და საოჯახო ბიბლიოთეკაში არსებული ალბომების იმედად უნდა ვიყოთ? სულაც არა, მშვენიერებასთან ზიარება ყველგან შეიძლება, ამაში თუნდაც გემოვნებით აშენებული ძველი თუ ახალი შენობები დაგვეხმარება. რაც მთავარია, საქართველოში თითქმის არ არსებობს ადგილი, სადაც ეკლესია არ იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი აღმსარებლობის ბრძანდებით - განიხილეთ ეკლესია როგორც არქიტექტურული ხელოვნების ნიმუში. ეკლესიათა არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა. მათი თვალიერება პატარა ბავშვისთვისაც კი ძალიან საინტერესო იქნება. მთავარია მონდომება; თუ მართლა გვინდა, ბავშვი ხელოვნებას ვაზიაროთ, ამაში სტანდარტული შადრევანიც კი დაგვეხმარება.

მუსიკა

ჩვენ ვისაუბრეთ ფერწერის, ქანდაკების, არქიტექტურის შესახებ, მაგრამ არაფერი გვითქვამს მუსიკის თაობაზე. რასაკვირველია, ქუჩაში იტალიურ არიებს ვერ გაიგონებთ, მაგრამ ხშირად ქუჩის მუსიკოსები საკმაოდ კარგი შემსრულებლები არიან. საეკლესიო მუსიკის, გალობისა და ზარების მელოდიური რეკვის შესახებ კი ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია. ბავშვს ეს ყველაფერი უზომოდ დიდ სულიერ საზრდოს აწვდის. ერთი სიტყვით, მთავარია მონდომება და ჩვენს ხელთ არსებული რესურსების ზედმიწევნით გამოყენება. ისიც გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის მთავარი სიამოვნება შემეცნების პროცესში დედასთან ურთიერთობა, მისი ალერსი და ყურადღებაა.