პატარები და პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარები და პრობლემები

მიიღეთ სიტუაცია ისეთი, როგორიც არის და იფიქრეთ იმაზე, როგორ მოიქცეთ ისე, რომ თქვენც და ბავშვიც კარგად გრძნობდეთ თავს. იქნებ რთული მშობიარობა გქონდათ? მაშინ სავსებით გასაგებია, რატომაც არ სურს ბავშვს თუნდაც წუთით მარტო დარჩენა და რატომ ითხოვს გამუდმებით თქვენს ყურადღებას. აქ მუშაობს უძლიერესი დამცავი მექანიზმი, რომელიც მასში ბუნებამ ჩადო. თქვენი ყურადღება ბავშვს ჰაერივით, წყალივით და უფრო მეტადაც კი სჭირდება, რათა დაბადებისას გადატანილი ტრავმა გადაავიწყდეს. ეცადეთ, შეხედოთ ყველაფერს არა პოზიციიდან “შეუძლებელია” (კენგურუთი მისი ტარების გამო ზურგი მტკივა, დღისით ვერ დავიძინებ, რადგან ღამით აღარ დამეძინება), არამედ პოზიციიდან “როგორ მოვიქცე”. პური დაანამცეცა? დიდი ამბავი. ნუთუ ამან ძალიან დააზარალა თქვენი ბიუჯეტი? იქნებ პრობლემა სხვა რამაა? თუ ბავშვთან სათამაშოდ არ გცალიათ, ესაუბრეთ. უამბეთ, როგორ ამზადებთ სადილს, აჩვენეთ... ასე თქვენი პატარა თქვენ გვერდით მეტ დროს გაატარებს. მიაქციეთ ყურადღება: თქვენ გვერდით და არა თქვენს ხელში. აქტიურად ჩართეთ მეუღლე საოჯახო საქმიანობაში. დღეს საოჯახო ტექნიკაც ამცირებს საზრუნავს. გახსოვდეთ: ახლა მთავარი თქვენი შვილია და არა თქვენ. დაზოგეთ ძალ-ღონე არა ბავშვის, არამედ საოჯახო საქმეების ხარჯზე.

მამები და შვილები

ჩემი გოგონა 3,5 თვისაა. მე მას მთელი დღე ვესაუბრები, ხელით ვატარებ, ვუმღერი, მამა კი პრაქტიკულად არ ურთიერთობს მასთან, დიდი-დიდი, ეტლით გაასეირნოს და დილაობით “გამარჯობა!” უთხრას. განა ეს გავლენას არ მოახდენს მომავალში მათ ურთიერთობაზე?

ყველა მამას როდი შეუძლია პატარასთან ურთიერთობა ისე, როგორც დედებს გვსურს. ბავშვის დაბადებამდე წარმოსახვით ჩვენ თვალწინ იშლება ჯადოსნური სურათი, სადაც იდეალური მამა ჩვილს ეთამაშება, უმღერის, ხელით ატარებს და ორივე ძალიან ბედნიერია. სინამდვილეში მამები ნამდვილ ინტერესს ბავშვის მიმართ მაშინღა ამჟღავნებენ, როცა პატარა ლაპარაკს იწყებს და მეტ-ნაკლებად ცნობიერად იქცევა. ასე სამი წლისთვის ხდება. მანამდე კი პატარას ბედიერებისთვის დედასთან ურთიერთობაც ჰყოფნის, ასე რომ, ნუ იდარდებთ, მაგრამ თუ გსურთ, ურთიერთობაში მამაც ჩართოთ, მოიფიქრეთ თამაშები, რომლებიც მასაც დააინტერესებს, რადგან მოწყენილი მამა თამაშის დროს არცთუ ისე კარგი პარტნიორია.