ბავშვის ფერები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის ფერები

სხვადასხვა კულტურაში ფერებს სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში თეთრი გლოვისა და სევდის ფერია, მრავალ ქვეყანაში კი იისფერს მიიჩნევენ სიყვარულისა და ბედნიერების სიმბოლოდ. თავდაპირველად ბავშვი ფანქრებისა და საღებავების მცირე ნაკრებს იყენებს. წესისამებრ, ძირითად ფერებს - წითელს, ლურჯს, ზოგჯერ - მწვანეს. მისთვის ყოველი ფერი აღმოჩენაა, ყველა ძალიან მომხიბლავი, გასაოცარი ეჩვენება. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ სამი წლის ბავშვი კითხვაზე “რა ფერის თვალები აქვს შენს დაიკოს?” - გიპასუხებთ: “სტაფილოსფერი!” ესე იგი, მან ცოტა ხნის წინ სტაფილოსფერი აღმოაჩინა. ფერის არჩევანი ხატვის დროს უფრო და უფრო გაცნობიერებული გახდება, მხატვრული გამოსახვის პრინციპებს და ექვემდებარება. მაგრამ ნუ დაელოდებით, როდის განუვითარდება ბავშვს სპონტანურად ფერის შეგრძნება. ჯობს, დაეხმაროთ. ამისთვის რეკომენდებულია, რაც შეიძლება ადრე მისცეთ ფერადი ფანქრების ან ფლომასტერების ნაკრები, მიაპყროთ მისი ყურადღება ფართა გამას, წაახალისოთ მისი მცდელობა, ჩაატაროს ფერებზე ნაირ-ნაირი ექსპერიმენტი. დაეხმარეთ პატარას იმის გაგებაში, რა განსხვავებაა წითელ და მწვანე ვაშლს, მშვიდ და მღელვარე ზღვას შორის. რასაკვირველია, ეს ძალდაუტანებლად უნდა მოხდეს. მოუთმენლობას ნუ გამოამჟღავნებთ, თუნდაც ხედავდეთ, რომ ბავშვის პალიტრა ჯერ კიდევ მწირია - მრავალფეროვნება ასე იოლად არ ჩნდება. თუ ბავშვი ლურჯ კატას ხატავს, შესაძლოა, უბრალოდ ერთობოდეს და აზრადაც არ მოსდიოდეს, ფერი ნახატის შინაარსს შეუსაბამოს. თუ ადამიანს წითლად აფერადებს, ეს, გარემოებათა მიხედვით, შესაძლოა მიუთითებდეს როგორც მის შიშზე, აგრესიაზე, ასევე კარგ, საზეიმო განწყობაზეც. მკაცრად დადგენილი კანონზომიერება აქ არ არსებობს, დახმარება მხოლოდ ბავშვის პიროვნების ცოდნამ შეიძლება გაგიწიოთ. სთხოვეთ ბავშვს მოგიყვეთ, რა გრძნობების გამოხატვა სურდა ამა თუ იმ ფერით. როცა ის სურათს აფერადებს, დაინტერესდით, როგორი სუნი აქვს მოცემულ საგანს, ცხელია თუ ცივი, ხაოიანი თუ გლუვი. რას შეიძლება ის შევადაროთ? შეიძლება პირიქითაც - სთხოვეთ ბავშვს, დახატოს რაღაც მბრწყინავი, ცივი, გამჭვირვალე. ეცადეთ, საგნის ეს თვისებები ნახატის მეშვეობით გადმოსცეს, გამოიყენოს სათანადო ფერი, ხაზები, განლაგება... გონებაში მოინიშნეთ თქვენი შვილის გრძნობებისა და ფერების მუდმივი კავშირი. ასე მიიღებთ თავისებურ სახელმძღვანელოს მის გრძნობებსა და განცდებში გასარკვევად. ამავე დროს, უნდა იცოდეთ, რომ ფერის ენა ერთობ ცვალებადია. ბავშვთან ერთად ხატვისას არ შეიძლება ძალდატანება, მკაცრი მითითება და სწავლება, რომ “ასე ხატვა არ შეიძლება”. ახსნა, რასაკვირველია, საჭიროა, ოღონდ ისე, რომ ბავშვისთვის გასაგები და მისაღები იყოს, მეტ და მეტ ინტერესს იწვევდეს მისი მხრივ. თანამედროვე დედები და მამები ზოგჯერ “ფსიქოლოგიურ საიდუმლოს” ფლობენ. წყარო – “მეგობარმა მითხრა”, “ჟურნალში ეწერა” და ასე შემდეგ. ამ ცოდნის წყალობით არცთუ იშვიათად გაიგონებთ შეძახილს: “რატომ ხატავ ასეთ კბილებს და ხელებს?! ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ცუდია!” საქმე კურიოზამდეც კი მისულა: დედამ შვილს შავი საღებავის გამოყენება აუკრძალა, რადგან იცოდა, რომ ეს ცუდის ნიშანია, ბავშვმა კი იისფერი ხაზი გაავლო და ქვეშ მიაწერა: “შავი”...