როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში

ზედმეტია იმის თქმა, რომ ასეთი სიურპრიზები მშობლებს სულაც არ სიამოვნებთ. საუკეთესო შემთხვევაში ისინი ყველაფრის კონფისკაციის ახდენენ და პატარას მობეზრებული სათამაშოებით სავსე ყუთს უდებენ წინ, უარეს შემთხვევაში კი დაუყვირებენ ან მოსცხებენ. ბავშვი ატირდება და თამაშიც დამთავრდება. მაინც რას ელიან მშობლები? მათი აზრით, ბავშვის გასართობად საკმარისია, სათამაშოები მივაჩეჩოთ? მოდი, ყველაფერ ამას სხვა კუთხით შევხედოთ. აბა, გაიხსენეთ, თავად როგორ ასრულებთ დავალებას. არცთუ იშვიათად - ისე, თითქოს ვიღაც ჯოხით ხელში გადგეთ თავზე, მალე იღლებით, გუნება გიფუჭდებათ... და რა ხდება, როცა თავად გსურთ რამის გაკეთება? უმალვე პოულობთ დროსაც, ენერგიასაც, რესურსსაც... ასე რომ, თუ გსურთ, პატარა ბავშვს დამოუკიდებლად თამაში ასწავლოთ, უნდა იზრუნოთ, რომ მას ამისთვის ყველაფერი ჰქონდეს. სათამაშო, რა შესანიშნავიც არ უნდა იყოს, ბავშვს დროთა განმავლობაში ბეზრდება. ამ დროს ის თვალს უნდა მოაფაროთ და პატარას რაიმე ახალი შესთავაზოთ. ეს შეიძლება იყოს გირჩა, ცარიელი ყუთი, ქილა და ათასი სხვა რამ (მთავარია, პატარამ არაფერი დაიშავოს). ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, ითამაშოს ამ სანუკვარი ნივთებით და რაც უნდა, ის აკეთოს. მომდევნო ნაბიჯი სიუჟეტის მოფიქრებაა. ვერ უარყოფთ, რომ პატარა მანქანის ტარება ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე საკმაოდ მოსაწყენია. ეს საქმიანობა გაცილებით საინტერესო გახდება, თუ მანქანით “ტყეში” გავისეირნებთ და დათუნიებს, კურდღლებს და სხვა ცხოველებს საახალწლო საჩუქრებს ჩამოვურიგებთ. ინტერესი რომ არ განელდეს, სიუჟეტი შეიძლება ოდნავ გავართულოთ - მანქანით თოვლში ჩავეფლოთ ან წავაწყდეთ მგელს, რომელსაც სათამაშოების მისაკუთრება გადაუწყვეტია. ასე, მარტივად მივაღწევთ მიზანს. გვახსოვდეს ისიც, რომ ბავშვს დაახლოებით სამი წლიდან შეუძლია დიდხანს დამოუკიდებლად თამაში, მანამდე კი მისი დამოუკიდებლობა შეიძლება სულ 15-20-წუთიანი იყოს. ასე რომ, გამოიჩინეთ არა მარტო გამომგონებლობა, არამედ მოთმინებაც.